პიანიჩი: “კუმანი პატივს არ მცემდა”

მირალემ პიანიჩმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც მან “ბარსელონა” დატოვა და იჯარით თურქულ “ბეშიქთაშს” შეუერთდა.

როგორც იცით, ბოსნიელ ნახევარმცველს კატალონიური კლუბის მაისურით თამაში ძალიან იშვიათად უწევდა. როგორც თავად ამბობს, მას მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან ურთიერთობა არ გამოუვიდა.

“დღესაც კი არ ვიცი, რა უნდოდა კუმანს ჩემგან. ის არაფერს მიხსნიდა. მივდიოდი მასთან და ვეკითხებოდი, რა სურდა ჩემგან, როგორ უნდა მეთამაშა პოზიციურად, რას ვაკეთებდი კარგად ან ცუდად. მინდოდა, გუნდთან ადაპტაცია მალე გამევლო, რათა უფრო სასარგებლო გავმხდარიყავი. მას ჩემს თამაშთან პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ არც მპასუხობდა.

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, სიტუაცია უარესდებოდა, უმიზეზოდ. როცა პროფესიონალი ხარ, ეს ძალიან რთულია. მე თამაში მჭირდებოდა. ჩემს კარიერაში პირველად მოხდა, რომ მწვრთნელთან ასეთი ურთიერთობა მქონდა. ყოველთვის პროფესიონალურად ვმოქმედებდი, ვშრომობდი თანაგუნდელებთან ერთად. თუმცა, მწვრთნელისაგან უპატივცემულობა ვიგრძენი”, – ციტირებს პიანიჩის სიტყვებს “მარკა”.

ლევან საგინაშვილის პრობლემა – როგორ იზომავს ქართველი ჰალკი წნევას? (ვიდეო)

@levansaginashvili

##foryou როცა ხელი 60სმ გაქ🤦‍♂️😂😂

♬ оригинальный звук – Vesna

ცნობილია, რატომ თქვა უარი “მილანმა” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე

იტალიურ პრესაში (Calciomercato) ცნობილი ხდება მიზეზი, თუ რის გამო გადაწყვიტეს “მილანის” ხელმძღვანელებმა “რუბინის” ქართველი ტალანტის ტრანსფერზე უარის თქმა.

“როსონერის” მხრიდან დაინტერესება რეალურად არსებობდა, თუმცა პაოლო მალდინიმ და ფრედერიკ მასარამ, იტალიური გრანდის დირექტორებმა მაღალი სატრანსფერო ფასის გამო გადაწყვიტეს საქმიდან გასვლა.

როგორც ცნობილი ხდება, ყაზანურმა კლუბმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 20 მილიონი ევრო მოითხოვა. ბოლოს ხვიჩას ტრანსფერზე ლონდონის “ტოტენჰემი” მუშაობდა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.

ვენგერი: “რონალდუ “არსენალში” უნდა გადმოსულიყო”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, არსენ ვენგერი, კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებას გამოეხმაურა. ფრანგი სპეციალისტის თქმით ის რონალდუს ტრანსფერთან ახლოს იყო.

“ამ შემთხვევაში ემოციურმა მიზეზებმაც დიდი როლი ითამაშეს. არ ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება 100 პროცენტით რაციონალურია. გუნდში ბალანსის პოვნა დიდი პრობლემაა.

ვფიქრობ, ტრანსფერის განხორციელებაში ალექს ფერგიუსონმა დიდი როლი ითამაშა. რონალდუ თავის დროზე “არსენალში” უნდა გადმოსულიყო. ფერგიუსონმა კი ის წამართვა. ახლა კი იგივე გაუკეთა “მანჩესტერ სიტის”.

რონალდუ ჩვენ სავარჯიშო ბაზაზე იყო, “არსენალის” მაისურიც ეცვა. მაგრამ სერ ალექსის ასისტენტმა ის ტრანსფერში დაარწმუნა. ჩვენ ოთხ მილიონს ვიხდიდით, მათ კი 12 გადაიხადეს,” – განაცხადა ვენგერმა.

ბელარუსის ჩემპიონატში ფეხბურთელის მაქსიმალური ხელფასი 10 ათასი ლარი იქნება

ბელარუსის ჩემპიონატში ფეხბურთელების ხელფასებისთვის ზღვარი დაწესდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ბელარუსის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისლანდიელ თანატოლებთან მარცხი განიცადეს.

– ხელმძღვანელს ვკითხე, თუ საერთოდ რატომ გაუშვეს ახალგაზრდული გუნდი მოედანზე სათამაშოდ. ისინი თამაშს არ აპირებდნენ. ეს მათთვის გაკვეთილი იქნებოდა.

როგორია საშუალო ხელფასი მინსკის “დინამოს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებისთვის? – ასეთი კითხვა დაუსვა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსული კლუბის გენერალურ დირექტორს.

– საშუალო ხელფასი 4-5 ათას დოლარს შეადგენს.

– ეს უკვე არსებული კონტრაქტებით, ახალი კონტრაქტების თანახმად 8 ათასი ბელარუსული რუბლი იქნება მაქსიმალური ხელფასი – დაამატა ბელარუსიის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა.

აქამდე ბელარუსის ჩემპიონატში ფეხბურთელის მაქსიმალური ხელფასი 5 800 დოლარს შეადგენდა. 8 000 ბელარუსული რუბლი კი დაახლოებით 10 000 ქართული ლარი გახლავთ.

მარიო მანჯუკიჩმა კარიერა დაასრულა

ხორვატმა ფეხბურთელმა მარიო მანჯუკიჩმა 35 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე დაკიდა.

მანჯუკიჩის პროფესიონალური კარიერა 17 წელს ითვლის. მისი პირველი კლუბი “მარსონია” გახლდათ, რომლის პირველ გუნდშიც 2004 წელს ჩაირიცხა, შემდეგ იცავდა “ზაგრების”, ზაგრების “დინამოს”, “ვოლფსბურგის”, მიუნხენის “ბაიერნის”, მადრიდის “ატლეტიკოს”, ტურინის “იუვენტუსის”, “ალ-დუჰაილისა” და “მილანის” ღირსებას. ის ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 2007-2018 წლებში გამოდიოდა.

მარიო მანჯუკიჩი ხორვატიის სამგზის, გერმანიის ორგზის, იტალიის ოთხგზის ჩემპიონია, მან თითო-თითოჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. მანჯუკიჩი ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.

ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ ხერარდ მორენო გამოაკლდა

ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ ხერარდ მორენო გამოაკლდა. 29 წლის თავდამსხმელმა შვედეთთან გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და ის ადამა ტრაორემ შეცვალა.

როგორც ირკვევა, მორენომ მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ის საკუთარ გუნდს 8 სექტემბერს, კოსოვოსთან მატჩშიც ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება ქალაქ ბადახოსში, 22:45 საათზე დაიწყება.

“ბარსელონამ” პიანიჩი თურქეთში გაანათხოვრა

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა მირალემ პიანიჩის განათხოვრების გადაწყვეტილება მიიღის. არენდა უკვე შეთანხმებულია და ბოსნიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს “ბეშიქთაშის” რიგებში გაატარებს.

როგორც ცნობილი ხდება, სეზონის განმავლობაში თურქული კლუბი მირალემ პიანიჩს ხელფასის სახით 2.75 მილიონ ევროს გადაუხდის. “ბარსელონა” ამ ტრანსფერიდან თანხას არ მიიღებს.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს იხდიდა. მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

9-11 სექტემბერს ლუქსემბურგში, ძიუდოში, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ევროპის პირველობაზე საქართველოს ღირსებას 12 ძიუდოისტი დაიცავს.

საქართველოს ნაკრები:

60კგ: გიორგი საედალიშვილი
66კგ: თენგო ზირაქიშვილი
81კგ: გიორგი შერაზადიშვილი
90კგ: ნიკა ხარაზიშვილი; თორნიკე ფოლადიშვილი
100კგ. ილია სულამანიძე; მიხეილ ჯაფარიძე
+100კგ: საბა ინანეიშვილი; ირაკლი დემეტრაშვილი

57კგ: ეთერ ასკილაშვილი
70კგ: ნინო გულბანი
+78კგ: სალომე მაყიშვილი

კიტეიშვილი გამოირიცხა, ლობჟანიძე ესპანეთთან საეჭვოა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გუშინდელ მატჩში კოსოვოს წინააღმდეგ ოთარ კიტეიშვილი მე-10 წუთზე დაშავდა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. კიტეიშვილი ესპანეთთან მომდევნო შეხვედრაში და ბულგარეთთან ამხანაგურ თამაშში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ოთარი გამოსაკვლევად ავსტრიაში გაემგზავრა.

სანიოლის განკარგულებაშია საბა ლობჟანიძე, თუმცა მისი თამაში მაინც საეჭვოა და 50-50-ზეა.

ვილი ტრავმირებული კიტეიშვილის ნაცვლად ახალი ფეხბურთელის გამოძახებას არ აპირებს.

ესპანეთს 5 სექტემბერს ბადახოსში ვესტუმრებით.

“ლოკომოტივმა” მარადიშვილი “ცსკა”-დან” 7 მილიონად იყიდა

მოსკოვის “ლოკომოტივმა” “ცსკა”- დან” წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი, კონსტატინ მარადიშვილი დაიმატა.

“ლოკომოტივი” 21 წლის ფეხბურთელში 5-7 მილიონ ევროს გადაიხდის, მარადიშვილს კი ხელფასს 4-ჯერ გაუზრდის.

ტრანსფერმა რუსულ საფეხბურთო წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და “ლოკომოტივის” გადაწყვეტილებას უცნაურად აფასებენ. ტრანსფერმარკეტზე მარადიშვილი 2.5 მილიონი ევრო ღირს.

კონსტანტინს რამდენიმე თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდანაც შეხვდნენ და ქართული პასპორტი შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარი განაცხადა.