დანიელი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შიშველი გამოცხადდა (ფოტო)

ბელგიური “ანტვერპენის” მთავარი მწვრთნელი ბრიან პრისკე ნიქოზიის “ომონიასთან” გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ნახევრადშიშველი გამოცხადდა.

44 წლის დანიელ სპეციალისტს დადებული ჰქონდა პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდა, ის საპრესკონფერენციო დარბაზში შიშველი შევიდოდა.

“ანტვერპენმა” “ომონიასთან” ფლეი-ოფის პირველი მატჩი 4:2 წააგო, 26 აგვისტოს კი შინ 2:0 მოიგო. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც სწორედ პრისკეს გუნდმა მოახერხა გამარჯვება.

“ბოდიში. ამ მატჩის წინ ფეხბურთელებთან პირობა დავდე. მათ ვუთხარი, რომ თუ მოვიგებდით, კარს მშრალად შევინახავდით და ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებოდით, პრესკონფერენციაზე შიშველი გამოვცხადდებოდი. ჩვენ ეს შევძელით, ეს ფეხბურთია, ცხოვრებაა”, – განაცხადა ბრიან პრისკემ ჟურნალისტებთან.

როგორი იქნება “მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო შემადგენლობა რონალდუსთან ერთად?

კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდა. ეს ტრანსფერი სულ ცოტა ხნის წინ მანჩესტერულმა კლუბმა ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით დაადასტურა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი “იუნაიტედთან” ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

GOAL.COM-მა გამოაქვეყნა ის სავარაუდო თერთმეტეული, რომლითაც 2021-2022 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედი” წარმატების მისაღწევად იბრძოლებს.

მეკარე: დე ხეა;
მცველები: შოუ, მაგუაირი, ვარანი, ვან-ბისაკა;
ნახევარმცველები: მაკტომინეი, პოგბა, რეშფორდი, ბრუნო ფერნანდეში, სანჩო;
თავდამსხმელი: რონალდუ.

კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, “მანჩესტერ სიტი” პორტუგალიელი ფეხბურთელისათვის ბრძოლას ჩამოშორდა, ამ დროს კი “იუნაიტედმა” კრიშტიანოსთვის ოფიციალური შეთავაზების მომზადება დაიწყო, რომელსაც აგენტი ჟორჟე მენდეში სულ მალე მიიღებს.

სავარაუდოდ, “მანჩესტერ იუნაიტედი” 36 წლის შემტევს ხელშეკრულებას 2023 წლის ივნისის ჩათვლით შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ მანჩესტერულ კლუბში 2003-2009 წლებში თამაშობდა.

კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში უეფას კონფერენციის ლიგის 2021-2022 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: “ლასკი”, “მაკაბი” (თელ-ავივი), “ალაშკერტი”, ჰიკ;
B ჯგუფი: “გენტი”, “პარტიზანი”, “ფლორა” (ტალინი), “ანორთოსისი”;
C ჯგუფი: “რომა”, “ზორია”, ცსკა (სოფია), “ბუდიო-გლიმტი”;
D ჯგუფი: “ალკმაარი”, “კლუჟი”, “იაბლონეცი”, “რანდერსი”;
E ჯგუფი: “სლავია” (პრაღა), “ფეინოორდი”, “უნიონ ბერლინი”, “მაქაბი” (ჰაიფა);
F ჯგუფი: “კოპენჰაგენი”, “პაოკი”, “სლოვანი” (ბრატისლავა), “ლინკოლნი”;
G ჯგუფი: “ტოტენჰემი”, “რენი”, “ვიტესი”, “მურა”;
H ჯგუფი: “ბაზელი”, “ყარაბაღი”, “ქაირათი” (ალმათი), “ომონია”.

კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 16 სექტემბერს გაიმართება.

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში უეფას ევროპის ლიგის 2021-2022 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: “ლიონი”, “რეინჯერსი”, “სპარტა”, “ბრონდბიუ”;
B ჯგუფი: “მონაკო”, პსვ, “სოსიედადი”, “შტურმი”;
C ჯგუფი: “ნაპოლი”, “ლესტერი”, “სპარტაკი” (მოსკოვი), “ლეგია”;
D ჯგუფი: “ოლიმპიაკოსი”, “ფრანკფურტი”, “ფენერბაჰჩე”, “ანტვერპენი”;
E ჯგუფი: “ლაციო”, “ლოკომოტივი” (მოსკოვი), “მარსელი”, “გალათასარაი”;
F ჯგუფი: “ბრაგა”, “ცრვენა ზვეზდა”, “ლუდოგორეცი”, “მიდტიულანდი”;
G ჯგუფი: “ლევერკუზენი”, “სელტიკი”, “ბეტისი”, “ფერენცვაროში”;
H ჯგუფი: “დინამო” (ზაგრები), “გენკი”, “ვესტ ჰემი”, “რაპიდი” (ვენა).

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 16 სექტემბერს გაიმართება.

ვინ იქნება ხვალ – 28 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ საქართველოს დელეგაციის წევრები ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის სამ სახეობაში იასპარეზებენ. ქართველი სპორტსმენები მედლების მოპოვებას პარაფარიკაობაში, პარაძიუდოსა და პარაწოლჭიმში შეეცდებიან.


28 აგვისტო

გიორგი ქალდანი (პარაძიუდო, -73კგ)

ხვალ, ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი შეჯიბრში 05:30 საათიდან ჩაერთვება. მერვედფინალში მისი მეტოქე პორტუგალიელი ჯიბრილო იაფა იქნება. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 2021 წელს პარაძიუდოში ჩატარებული ორივე გრან პრი მოიგო.


ირმა ხეცურიანი (პარაფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა)
ნინა თიბილაშვილი (პარაფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა)
გვანცა ზადიშვილი (პარაფარიკაობა, რაპირით ფარიკაობა)

ქართველი მოფარიკავეები შეჯიბრში დილის 06:00 საათიდან ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ხმლით ფარიკაობაში უკვე იასპარეზეს, სადაც ნინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ირმა კი მე-5 ადგილზე გავიდა.


აჰმად რაზმ აზარი (პარაწოლჭიმი, -80კგ)

საქართველოს დელეგაციის წევრი ასპარეზობას 13:30 საათიდან წაიწყებს. აჰმად რაზმ აზარი წელს წაუგებლად ასპარეზობს და ის პარალიმპიური თამაშების ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.


იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი პარასპორტსმენების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:

• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM


 

როგორ გამოიყურება ტიბო კურტუას ახალი მეგობარი გოგონა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” მეკარეს, ტიბო კურტუას ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს. ბოლო თვეებია ბელგიელი ფეხბურთელი 24 წლის ებრაელ მოდელ მიშელ ჰერციგს ხვდება.

ჯანო ანანიძე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება

ჯანო ანანიძის ახლო მეგობარმა, მოსკოვის “სპარტაკის” კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუში ჯანოს შესახებაც ისაუბრა, რომელიც ბოლოს კვლავ ტრავმირებული იყო.

“ჯანოს თითქმის ყოველდღე ველაპარაკები, გუშინაც 2 საათით ვესაუბრე. მას ძველი ტრავმის რეციდივი ჰქონდა, თუმცა ვარჯიში უკვე დაიწყო და ალბათ, სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშსაც შეძლებს”, – განაცხადა ჯიქიამ.

ანანიძეს “დინამო თბილისში” გადასვლის შემდეგ მალევე ძველმა ტრავმამ გაუხსენა და გუნდს მხოლოდ 1 მატჩში დაეხმარა. თბილისელებს მისი კრეატიულობა ევროთასებზე ნამდვილად დააკლდათ, რომელზეც უშანსოდ გამოვიდნენ.

სეზონის ბოლომდე ჯანო “დინამოს” ფეხბურთელია.

რონალდუ “სიტისთან” კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ სიტისთან” პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდა.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს, წელიწადში კი ხელფასის სახით ოც მილიონ ევროს მიიღებს.

თავის მხრივ, “იუვენტუსი” ტრანსფერში 29 მილიონ ევროს მიიღებს.

36 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ის 29 გატანილი ბურთით იტალიის პირველობის შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისის ჩათვლით აქვს.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი”, “ლაიფციგი”, “ბრიუგე”;
B ჯგუფი: “ატლეტიკო”, “ლივერპული”, “პორტუ”, “მილანი”;
C ჯგუფი: “სპორტინგი”, “დორტმუნდი”, “აიაქსი”, “ბეშიქთაში”;
D ჯგუფი: “ინტერი”, “რეალი”, “შახტარი”, “შერიფი”;
E ჯგუფი: “ბაიერნი”, “ბარსელონა”, “ბენფიკა”, “დინამო” (კიევი);
F ჯგუფი: “ვილიარეალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ატალანტა”, “იანგ ბოიზი”;
G ჯგუფი: “ლილი”, “სევილია”, “ზალცბურგი”, “ვოლფსბურგი”;
H ჯგუფი: “ჩელსი”, “იუვენტუსი”, “ზენიტი”, “მალმიო”.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 14-15 სექტემბერს გაიმართება.

ვინ იქნება ხვალ – 27 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. წარმატების მისაღწევად ქართველი პარაძიუდოისტები იბრძოლებენ.

27 აგვისტო

ზურაბ ზურაბიანი (პარაძიუდო, -60კგ)
გიორგი გამჯაშვილი (პარაძიუდო, -66კგ)

ხვალ ძიუდოს ტურნირი დილით, 05:30 საათზე დაიწყება. მერვედფინალში ზურაბიანის მეტოქე მონღოლი იადამდორ სუხბაატარი იქნება. გიორგი გამჯაშვილი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთვება, მისი პირველი ოპონენტი ცნობილი ჯერ არ არის.

ფოტო: საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი