“პსჟ”-ს მფლობელის ძმა მესისა და რონალდუს ფოტოს აქვეყნებს

“პარი სენ-ჟერმენმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს. ვეინალდუმის, დონარუმას, რამოსის, ჰაკიმისა და მესის შემდეგ, “პარიზელებმა” მიზანში კრიშტიანუ რონალდუ ამოიღეს.

ხალიფ ბინ ხამად ალ-ტანიმ, “პარი სენ-ჟერმენის” მფლობელის ძმამ, სოციალურ ქსელში ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – “შესაძლებელია?”.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მალ-ტანიმ მესის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გაავრცელა ცნობები.

ხვიჩა კვარაცხელისა ღირსეული საქციელი – “კვარა თვითონ დაგვიკავშირდა…”

საფეხბურთო აკადემია “უქიმერიონი თბილისმა”, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი სახალხო აკადემიაა ქვეყანაში,  2 კვირის წინ ფინანსური კრიზისის გამო დახმარება 200-მდე კომპანიას სთხოვა, თუმცა სრულიად უშედეგოდ. აკადემია მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს და გადასახადების სისტემა არ არსებობს.

როგორც აღმოჩნდა, გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი “უქიმერიონს” ხვიჩა კვარაცხელიამ გაუწოდა. გარდა ამისა, “უქიმერიონს” ძალიან დიდი ხანია გვერდში გიორგი ქვილითაიაც უდგას.

“იცანით ხო ფოტოზე ვინც არის? კი, ნამდვილად ჩვენი კვარაა…
მოგეხსენებათ, ჩვენი აკადემია რამდენიმე თვეა ფინანსურ კრიზის ებრძვის, ძალიან ბევრმა კომპანიამ უარი გვითხრა დახმარებაზე და ძალიან ბევრმაც საერთოდ არ იკადრა ჩვენი მოსმენა.
გუშინ, კი ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე თავისი ინიციატივით, დაგვიკავშირდა ყველასთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა.
ძალიან ბედნიერები ვართ ამ ფაქტით. ხვიჩას მთელი უქიმერიონის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდით და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებთ.
ვიმედოვნებთ, მისი ძალიან ღირსეული და დასაფასებელი საქციელი, სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვისაც სამაგალითო იქნება.
სიკეთე არ იკარგება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კვარაცხელია სულ მალე, შესაძლოა, ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდში აღმოჩნდეს.

რონალდუ “სიტისკენ” იყურება

ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგების შესაძლებლობას განიხილავს. როგორც მოგეხსენებათ, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) რონალდუმ თავად ითხოვა სათადარიგოთა სკამზე დატოვება. ის მოედანზე მხოლოდ 59-ე წუთზე გავიდა.

36 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ის 29 გატანილი ბურთით იტალიის პირველობის შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისის ჩათვლით აქვს.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებს.

“არსენალის” გამწარებული ფანის ვიდეომიმართვა

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა ფანის ემოციური ვიდეომიმართვა. ის “მეთოფეთა” თავკაც მიკელ არტეტას გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებს, მის ნაცვლად კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს ხილვა სურს. ფანი ემოციურად აღნიშნავს, რომ გუნდი საშინელ თამაშს უჩვენებს, ხოლო ტაქტიკური სქემა არასწორად არის შერჩეული, კლუბმა პრემიერლიგაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, ახლა კი სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილი უკავია. ის “არსენალს” “გამხმარ ტყეს” ადარებს. ფანი აღნიშნავს, რომ ახალმოყვანილ ფეხბურთელებს გუნდის დატოვება სურთ, “არსენალიდან” წასვლა უნდოდა კაპიტანსაც.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეები” პრემიერლიგის გათამაშების საწყისი ორი ტურის შემდეგ უქულოდ არიან. გუნდი სტუმრად “ბრენტფორდთან” დამარცხდა (0:2), შემდეგ კი მატჩი შინ “ჩელსისთან” დათმო (0:2). “არსენალი” მესამე ტურში “მანჩესტერ სიტის” ესტუმრება.

იხილეთ ვიდეო.

დანიელი მსაჯის ემოციური რეაქცია, როდესაც საკუთარ შეცდომას მიხვდა (ვიდეო)

საინტერესო შემთხვევა მოხდა დანიის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში “ვენსიუსელსა” და “ფრედერიციას” შორის გამართულ მატჩში (1:1). შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში მთავარმა არბიტრმა ნილს ჰეერმა “ფრედერიციას” სასარგებლოდ ჯარიმა დააფიქსირა. თამაშის წესის დარღვევის მიუხედავად, სტუმართა გუნდმა ბურთი შეინარჩუნა და გოლის გასატანად საკმაოდ ხელსაყრელი მომენტიც იქმნებოდა. ახალი მითითებების მიხედვით, დაზარალებული გუნდის მიერ ბურთის შენარჩუნებისა და შეტევის გაგრძელების შემთხვევაში, მსაჯი თამაშს არ აჩერებს. წამის შემდეგ არბიტრი თავის შეცდომას მიხვდა და ეს საკმაოდ ემოციურადაც განიცადა. ცნობისათვის, ეს ჰეერისთვის პროფესიონალურ დონეზე ნამსაჯი მეორე მატჩი იყო.

სოლ კემპბელს “არსენალის” თავკაცობა სურს

ლონდონის “არსენალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა სოლ კემპბელმა “მეთოფეთა” ჩაბარების სურვილი გამოთქვა.

“ძალიან მძიმე საყურებელია “არსენალის” თამაში. ინგლისური კლუბებიდან ყველაზე მეტი თანხა სწორედ “არსენალმა” დახარჯა, მაგრამ პრობლემა ხარისხი, თანმიმდევრულობა და გამოცდილებაა.

ყოველთვის პოტენციალისა და პერსპექტივის ძიებაში ვართ, თუმცა ხანდახან მყისიერი და გარანტირებული წარმატება გვინდა.

რა დაეხმარება “არსენალს”? მათ დახმარებას მე შევძლებდი. მომეცით სამსახური და დავეხმარები. ვეტყვი ფეხბურთელებს, როგორ უნდა დააღწიონ თავი “ბრენტფორდის” ორკაციან პრესინგს”, – ციტირებს კემპბელის სიტყვებს “თოქსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ “არსენალი” პრემიერლიგის გათამაშების საწყისი ორი ტურის შემდეგ უქულოდაა. გუნდი სტუმრად “ბრენტფორდთან” დამარცხდა (0:2), შემდეგ კი მატჩი შინ “ჩელსისთან” დათმო (0:2).

ჯერდან შაქირი “ლიონში” გადავიდა

შვეიცარიელი ნახევარმცველი ჯერდან შაქირი “ლივერპულიდან” “ლიონში” გადავიდა. 29 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბთან სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.

ჯერდან შაქირიმ მერსისაიდულ გუნდში სამი წელი დაჰყო. მას “ბაზელში”, “ბაიერნში”, მილანის “ინტერსა” და “სტოკ სიტიში” თამაშის გამოცდილებაც აქვს.

ჯერდან შაქირიმ ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

რონალდუს და ძმის გაუქმებულ გოლზე: “ძარცვა იწყება”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ს პირველ ტურში “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:2) ბოლო წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა იმ ეპიზოდში ვიდეოგამეორების სისტემის არბიტრებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. აღნიშნულ მომენტზე კომენტარი პორტუგალიელი ფეხბურთელის დამ ელმა ავეირუმ გააკეთა:

“იქ ჩემი მხარი რომ ყოფილიყო, თამაშგარე არ იქნებოდა. ნაკლები ზომის მაისური უნდა ჩაიცვან. ძარცვა იწყება”.

ოფიციალურად: კიმიხმა “ბაიერნთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა

მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იოზუა კიმიხმა კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისის თვემდე გაახანგრძლივა.

გერმანელი ნახევარმცველი “რეკორდმაისტერს” 2015 წელს შეუერთდა “ლაიფციგიდან”. დღეს კიმიხი გერმანული მონსტრის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, სექტემბრის თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შანსი შემდეგ ფეხბურთელებს მიეცათ: ლუკა ლოჩოშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ფანცულაია, საბა სხვადაგიანი.

2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბათუმში კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება. 5 სექტემბერს ჩვენი ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. 8 სექტემბერს კი სანიოლის შეგირდები ბულგარეთს ეწვევიან ამხანაგური მატჩის გასამართად.

მეკარეები: გიორგი ლორია (“ანორთოსისი”), გიორგი მამარდაშვილი (“ვალენსია”), ლაზარე კუპატაძე (“დინამო ბათუმი”);

მცველები: გურამ კაშია (“სლოვან ბრატისლავა”), ოთარ კაკაბაძე (“კრაკოვია”), დავით ხოჭოლავა (“კოპენჰაგენი”), გურამ გიორბელიძე (“დრეზდენი”), გრიგოლ ჩაბრაძე (“დინამო ბათუმი”), ირაკლი აზაროვი (“დინამო ბათუმი”), ლუკა ლოჩოშვილი (“ვოლფსბერგი”), საბა ხვადაგიანი (“დინამო თბილისი”);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“სლოვან ბრატისლავა”), გიორგი აბურჯანია (“ჟილ ვისენტე”), საბა ლობჟანიძე (“ჰატაისპორი”), ვაკო ყაზაიშვილი (“ულსან ჰიუნდაი”), ხვიჩა კვარაცხელია (“რუბინი”), გიორგი ჩაკვეტაძე (“გენტი”), ზურიკო დავითაშვილი (“არსენალ ტულა”), ჯაბა ჯიღაური (“დინამო ბათუმი”), ოთარ კიტეიშვილი (“შტურმი”), მურთაზ დაუშვილი (“აპოელი”), ვლადიმერ მამუჩაშვილი (“დინამო ბათუმი”), სანდრო ალთუნაშვილი (“დინამო ბათუმი”);

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (“მეცი”), გიორგი ქვილითაია (“აპოელი”), გიორგი ფანცულაია (“დინამო ბათუმი”);

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აიცრა

ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძემ და გიორგი ასანიძემ საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდვაქცინა გაიკეთეს.

სამედიცინო ცენტრში ტალახაძის ოჯახის წევრებიც აიცრნენ.

ჩაკვეს დაბრუნება და 5 დებიუტანტი – სანიოლმა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 30 აგვისტოდან სექტემბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის მზადებას იწყებს. საქართველოს ნაკრები წლის მეოთხე ოფიციალურ თამაშს, 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას მოახლოებული მატჩებისთვის შავი ზღვისპირეთში გაივლის.

5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 8 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.

უახლოესი სამი მატჩისთვის ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ხუთი დებიუტანტი, რომელთაგან ოთხი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტები: საბა ხვადაგიანი (დინამო,თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია,  კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მატჩების განრიგი

2 სექტემბერი, ბათუმი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო – კოსოვო 20:00

5 სექტემბერი, ბადახოსი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
ესპანეთი – საქართველო 22:45

8 სექტემბერი, სოფია | ამხანაგური მატჩი
ბულგარეთი – საქართველო 20:30

სამივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.