თურქეთის სუპერ ლიგაში მონაწილე “ტრაბზონსპორმა” ბათუმის “დინამოსთან” ირაკლი აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო. ამ ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah Spor ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 19 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ბელგიური კლუბებიც იჩენენ, მისი შეძენის სურვილი რუსულმა “კრასნოდარმაც” გამოთქვა.
აზაროვი ბათუმის “დინამოში” 2021 წლის დასაწყისში თბილისის “დინამოდან” გადავიდა. მას უთამაშია საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში, 6 ივნისს კი ის ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში, რუმინეთის წინააღმდეგ შეუცვლელად ათამაშა.
აზაროვი ბათუმურ გუნდში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ მას შეუძლია გარემარბის პოზიციაც დაიკავოს.
ფოტო: nakrebi.ge