ბათუმის “დინამო” VS “სივასპორი” (სასტარტო შემადგენლობა)

ბათუმის “დინამო” 9 საათზე თურქულ “სივასპორს” უმასპინძლებს. ცნობილია, “დინამოს” სასტარტო შემადგენლობა.

დინამო: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი – ტეიდი, ალთუნაშვილი – მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ჯიღაური – ჯოვინო

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

კოვიდის გამო აჭარლებს გიორგი ზარია და ლუკას გროცურეკი დააკლდებიან.

14 წლის ჩინელმა წყალში მხტომელმა უნაკლო შესრულებით ოქროს მედალი მოიგო (ვიდეო)

14 წლის ჩინელმა წყალში მხტომელმა ციუან ჰუნჩანმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინვალე პერფორმანსის ხარჯზე ოქროს მედალი მოიპოვა. შესაბამისად, ჩინელები ამ სპორტში კვლავაც დომინირებენ.

14 წლის ციუანი ჩინეთის ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი იყო ოლიმპიადაზე. მან 10 მეტრიდან ხტომაში 466.20 ქულა აიღო, რაც 40 ქულით აღემატებოდა მეორეადგილოსნის შედეგს.

“ტორპედო” 567 ათას ლარად იყიდება – ინვესტორს ბევრი ვალდებულება ექნება

ქუთაისის “ტორპედო” ქუთაისის მერიამ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა და საწყისი თანხა 567 ათას ლარს შეადგენს.

ინვესტორს კლუბის შეძენის შემთხვევაში საკმაოდ ბევრი ვალდებულება ექნება, მათ შორის, 3 მილიონ ლარამდე დავალიანების გადახდა.

აუქციონის პირობებში ყველაფერი დეტალურად მითითებულია:

მყიდველი ვალდებულია: 1. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტომდე, არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670 000.00 (ექვსასსამოცდაათი ათასი) – ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 1 800 000.00 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ინვესტიცია.

2. მართოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ (ს/ნ 212917183) როგორც გულისხმიერმა მფლობელმა, კეთილსინდისიერი კომერსანტის ძალისხმევით, მოიძიოს ინვესტორები, დონორები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის სხვა წყაროები. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183)  განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1 000 000.00 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. ამასთან, აღნიშნულ თანხაში არ შედის შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

3. უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად ასაღებად, კომპანიაში შექმნას საჭირო პირობები, ლიცენზირების დებულებების შესაბამისად. უზრუნველყოს, კომპანიის საფეხბურთო გუნდების შესაბამის ლიგებში ასპარეზობა. საკუთრებაში გადაცემული კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის, ყოველწლიურად უზრუნველყოს  საჭირო პირობების შექმნა.

4. უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის დებულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

5. უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები.

6. დაიცვას ადგილობრივ და უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულებებით დადგენილი „სამი წლის“ წესი. (უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად).

7. ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში www.saras.gov.ge -ზე რეგისტრირებული აუდიტორის ან/და აუდიტორული კომპანიის დადასტურება, ინვესტორის ფინანსური შემოსავლების გამჭვირვალეობის შესახებ.

8. აიღოს პასუხისმგებლობა შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) მიმართ მესამე პირთა მიერ წაყენებულ, მათ შორის ამ ეტაპზე აღიარებულ, დადასტურებულ ან/და აუღიარებელ, დაუდასტურებელ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე (გარდა პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებისა) არაუმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში. კერძოდ, წინამდებარე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე: ა) შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისს“ პოტენციური ინვესტორებისაგან (შპს „ქოფიმა“ ს/ნ 405033743; და შპს „არგონავტიკა“ ს/ნ 406318364, რომლებთაც სურვილი ჰქონდათ სიმბოლურ ფასად საკუთრებაში მიეღოთ შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილი) 2020-21 წლებში ინვესტიციის სახით მიღებული აქვს 2 754 640,83  (ორი მილიონ შვიდასორმოცდათოთხმეტი ათას ექვსასორმოცი ლარი და 83 თეთრი) ლარი. მათ შორის, შპს „ქოფიმადან“ 2 297 950,83 (ორი მილიონ ორასოთხმოცდაჩვიდმეტიათას ცხრაასორმოცდაათი) ლარი, შპს „არგონავტიკიდან“ 456 690.00 (ოთხასორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარი. ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია აწარმოოს მოლაპარაკება ან/და დავა შპს „ქოფიმასთან“ და შპს „არგონავტიკასთან“ და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მითითებული საინვესტიციო თანხის შპს „ქოფიმას“ (ს/ნ 405033743) და შპს „არგონავტიკისათვის“ (ს/ნ 406318364) დაბრუნება.

9. შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) ადგილობრივ ან/და საერთაშორისო, (როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური), ასევე, უეფას მატჩებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ყოველწლიურად, საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, არანაკლებ 10 (ათი) სამუშაო დღისა, წარმოადგინოს არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის საბანკო გარანტია (მხოლოდ საბანკო დაწესებულებიდან, ამასთან, მიკროსაფინანსო ან/და სადაზღვევო ორგანიზაციიდან გაცემული საბანკო გარანტია არ დაიშვება), საბანკო გარანტიის ვადა არ უნდა იყოს საფეხბურთო სეზონის ხანგრძლივობაზე ნაკლები.

10. საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად  არანაკლებ 2 500 000.00 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

11. საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის დასრულების შემთხვევაში ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183), განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად, არანაკლებ 4 000 000.00 (ოთხი მილიონი) ლარის ოდენობით.

12. არ შეცვალოს შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება.

13. მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

14. მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) ყოველგვარი დავალიანება კრედიტორების წინაშე.

15. ზემოაღნიშნული პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს. ამასთან,  მყიდველი ვალდებულია გაუმჯობესებული ქონება ყოველგვარი დავალიანების გარეშე დააბრუნოს დაუყონებლივ შესაბამისი სარეგისტრაციო და სხვა საჭირო პროცედურების გავლის უზრუნველყოფის ჩათვლით, რის შემდგომაც გამყიდველი იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მყიდველს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში გადასცემს საფეხბურთო ბაზას.

“ტორპედოს” ყიდვით აიეტ კუკავას “ალიანს ჰოლდინგ ჯგუფი” და დავით კერესელიძის “ნიუ ვიჟენი” არიან დაინტერესებულნი. აუქციონის ლინკი – https://www.eauction.ge/Home/EntityView/727611?fbclid=IwAR1gEIeIJMLveirVgwfe9SVxEbpcxbY8Ydpx_j71dtcj8BC_ZG-DDX99PuM

საბოლოოდ: რა სახელი დაერქვა ბათუმის “დინამოს” არენას?

ბათუმის “დინამოს” სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებული აუქციონი კომპანია “აჭარაბეთმა” მოიგო, რაშიც 5 წელიწადში 8.7 მილიონ ლარს გადაიხდის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სტადიონს Adjarabet Arena ერქმევა და დღესვე კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე “დინამო” თურქულ “სივასპორს” უმასპინძლებს.

შეხვედრას რეგულაციებიდან გამომდინარე 10 000 გულშემატკივარი დაესწრება.

ვინ იქნება ხვალ – 6 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის სამი წევრი იასპარეზებს. ხალიჩაზე გამოვა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წარმომადგენელი. ასპარეზობაში ჩაერთვება ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა, რომელიც ფინალში გასასვლელად იბრძოლებს..

6 აგვისტო

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ)

გენო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. მისი მეტოქე გეიბლ სტივსონი იქნება. 21 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში ურთულესი მეტოქე ტაჰა აკგული 8:0 დაამარცხა და შეგვიძლია, მას ამ ოლიმპიადის აღმოჩენაც ვუწოდოთ. ფინალური ორთაბრძოლა ხვალ, დაახლოებით, 15:00 საათზე დაიწყება.

ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97კგ)

ელიზბარ ოდიკაძეს ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან რთული ბადე აქვს. მისი მეტოქე 1/8-ფინალში ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი იქნება. თუ ელიზბარი ირანელის დამარცხებას მოახერხებს, მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ აბდულრაშიდ სადულაევსა და აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ოდიკაძე პირველ შეხვედრას 06:30 საათზე გამართავს.

სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)

მხატვრულ ტანვარჯიშში საკვალიფიკაციო ეტაპი 05:20 საათზე დაიწყება. კვალიფიკაციაში მონაწილეობას 26 სპორტსმენი იღებს, ფინალში კი მხოლოდ 10 გადავა.


იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:

• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM


გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, ნახევარფინალი
გენო პეტრიაშვილი – ამირ ჰოსეინ ზარე

იხილეთ ვიდეო

“მოგმართავ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში!”

საქართველოს ძალოსანთან ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

ჭინჭარაული, მეგობრებს და ნათესავებს თხოვნით მიმართავს, რომ გამძაფრებული ეპიდ სიტუაციის გამო, ძალოსანთა ნაკრებს თბილისის აეროპორტში არ დახვდნენ. მისი თქმით, ლაშა ტალახაძის აზრიც ასეთია.

“დღემშვიდობის, საქართველო.
მოგეხსენებათ დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ. ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენთაგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავიი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.

ახლა მთავარი!
ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი. გპასუხობთ: ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდ სიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ…

დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას!
მადლობა გულშემატკივრობისათვის”, – წერს ჭინჭარაული.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ლაშა ტალახაძე ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ანტონ პლესნოი – ბრინჯაოს.

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, 1/4-ფინალი
გენო პეტრიაშვილი – ჟივეი დენგი (ჩინეთი)

იხილეთ ვიდეო

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა მოიგო! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, 1/8-ფინალი
გენო პეტრიაშვილი – დიააელდინ აბდელმოტალები (ეგვიპტე)

იხილეთ ვიდეო

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სეივი “მილანთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ლუკაკუ “ჩელსიში” გადასვლას დათანხმდა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ლონდონის “ჩელსიში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

წყაროს თანახმად, ბელგიელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ უკვე აცნობა გუნდის მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგისა და თანაკლუბელებს. თავის მხრივ, “ინტერი” ტრანსფერით მაქსიმალურად დიდი თანხის მიღებას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები “ნერაძურის” ლუკაკუს სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს დამატებით ამ გაზაფხულს “მანჩესტერ სიტიც” იყო მოწადინებული, თუმცა ბელგიელმა მტკიცე უარი განაცხადა. სიტუაცია “ინტერიდან” ანტონიო კონტესა და აშრაფ ჰაკიმის წასვლის შემდეგ შეიცვალა. მილანურ კლუბში ფინანსური პრობლემებია, რის გამოც ლუკაკუს “ნერაძურისთვის” გუნდში დასარჩენად გაუმჯობესებული კონტრაქტი არც უთხოვია.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი თავდამსხმელი “ჩელსის” რიგებში 2011-2014 წლებში ირიცხებოდა.

ბეჰდად სალიმის რეაქცია ლაშა ტალახაძის ახალ რეკორდზე (ფოტო, ვიდეო)

4 აგვისტოს, ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძალოსანმა ტოკიოში გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა და ოქროს მედლის მოპოვების გარდა, სამი ახალი რეკორდი დაამყარა.

ტალახაძემ ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდები დაამყარა ატაცში (223 კგ), აკვრასა (265) და ორჭიდში (488).

მის გამოსვლას დარბაზიდან თვალს ადევნებდა ბეჰდად სალიმი, რომელიც რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე მისი მეტოქე იყო. ირანელმა ძალოსანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ასევე, მან ლაშას გამარჯვება ერთ-ერთი პოსტის კომენტარებშიც მიულოცა.

იხილეთ ვიდეო