ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცა!

28 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუმ გამოაქვეყნა:

“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ და სეუ დეველოპმენტი-ს ერთობლივი საჩუქარი ლაშა ბექაურს! სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას. დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის! ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ვინ იქნება ხვალ – 29 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი სპორტსმენი იასპარეებს. მედლის მოპოვებას შეეცდება ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო ნინო სალუქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.


ნინო სალუქვაძე (25მ. პისტოლეტი)

ნინო სალუქვაძე ხვალ ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. შეჯიბრი თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ, ძიუდო)

ძიუდოს საშეჯიბრო დღე, ტრადიციულად, დილით, 06:00 საათზე დაიწყება. ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და მისი მეტოქე პაკისტანელ ჰუსაინ შაჰსა და ეგვიპტელ რამადან დარვიშს შორის გამარჯვებული იქნება.


იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:

• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM


“ეს თუ ჭკვიანი იყოს…” – ტალახაძე ლაშა ბექაურზე (ფოტო)

ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ძიუდოისტი ლაშა ბექაურის წარმატებას ეხმაურება.

როგორც იცით, ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მოიგო და მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

“ეს თუ ჭკვიანი იყოს. გიჟი ხარ, ძმაო”, – წერს ტალახაძე Instagram-ში.

ტოკიოში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია! (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

საოცარი ემოციები – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია! (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ლაშა ბექაურმა რუსი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა! (ვიდეო)

ლაშა ბექაური – მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი)

იხილეთ ვიდეო

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ტატამიზე გაითიშა (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალში ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს, მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდა.

იგოლნიკოვმა შერაზადიშვილს მახრჩობელა ილეთი გაუკეთა, რის შემდეგაც ნიკო გაითიშა. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ლაშა ბექაური დაუპირისპირდება.

იხილეთ ვიდეო

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა! (ვიდეო)

ლაშა ბექაური – დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი)

იხილეთ ვიდეო

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალში გავიდა! (ვიდეო)

ლაშა ბექაური – ლი კოჩმანი (ისრაელი)

იხილეთ ვიდეო

ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა მოიგო! (ვიდეო)

ლაშა ბექაური – პიოტრ კუჩერა (პოლონეთი)

იხილეთ ვიდეო

ეთერ ლიპარტელიანი: “ჩემთვის ეს იმდენად რთულია, რომ გათიშული ვარ”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 21 წლის სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევას მომავალში შეეცდება.

“დიდი მადლობა, ჩემო კეთილო ხალხო, გვერდში დგომის, გამხნევებისა და გულშემატკივრობისთვის. ძალიან მიხარია, ამდენი ადამიანი ნაცნობი თუ უცნობი ყველა მწერს და მადლობას მიხდის ჩემი ბრძოლისა და თავდადებისთვის. მადლობა თქვენ, ქართველო ხალხო, თქვენ მე მაძლიერებთ, საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარული ორმაგად ძლიერს მხდის.

თუმცა ძალიან რთულია დარჩე კვარცხლბეკს მიღმა, ხედავდე და აანალიზებდე იმას, რომ შენი ნატვრა და ოცნება სხვას აუსრულდა. ძალიან ბევრი შრომა თუ ტკივილი იმალება ამის მიღმა, თუნდაც ის, რომ შეგეძლო და ვერ შეძელი! ძალიან რთულია ჩემთვის, იმდენად რთული, რომ გათიშული ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ იმას, რომ ამდენი ხნის ოცნებამ უმედლოდ ჩაიარა. მაგრამ ვპირდები ჩემ თავს, გპირდები საქართველო, რომ არაერთხელ ავაჟღერებთ ჩვენს ჰიმნს და ჩვენი დროშა უამრავჯერ იქნება ყველაზე მაღლა. მადლობა უფალს, მაქვს შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს ღირსება დავიცვა საზღვარგარეთ. მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო. მიყვარხართ სვანებო.

მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც კი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. მადლობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, რომელიც ყველაფერს აკეთებს სპორტსმენებისთვის. მადლობა სპორტის სამინისტროს და ასევე ოლიმპიურ კომიტეტს. მაპატიეთ, რომ ვერ შევძელი მედლის მოპოვება, მაგრამ ამით არ დავნებდებით და ბევრჯერ გაგახარებთ. მადლობა ჩემს უსაყვარლეს მწვრთნელებს გია თენაძესა და კახა მოცრაძეს, რომლებიც ამდენი წელი ჩართული იყვნენ და არიან ჩემს წარმატებაში და არა მარტო ჩემი, ქალთა ძიუდოს წარმატებაში. მადლობა სამედიცინო პერსონალს, ზურაბ კახაბრიშვილსა და მის საუკეთესო გუნდს, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს ჩვენთვის.

ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! მიყვარხართ ქართველებო, მიხარიხართ! მიხარია, რომ ჩემი ტკივილი გტკივათ და ჩემი წარუმატებლობის გესმით და გვერდში მიდგახართ. სწორედაც რომ ეს ვართ ქართველი ერი!

მადლობა შენ რომ ყველანაირად გვერდში მედექი და ფსიქოლოგიურად ძალიან გამაძლიერე, თემო. ყველანაირად მომამზადე, რომ უმაგრესად ვყოფილიყავი. შენ ვერ მოხვდი ოლიმპიადაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებდი, რომ მე წარმატებით გამოვსულიყავი და ჩემი ოცნება ამეხდინა. მაგრამ აუცილებლად ავიხდენთ!

დედა, მამა, მახო, ბიძია, დაგამწუხრეთ ძალიან, მაგრამ გპირდებით სანატრელ ოცნებას ყველა ერთად ავიხდენთ. მაპატიეთ, რომ მე ეს ახლა ვერ შევძელი, ძალიან მინდოდა მინდოდა ოქროს მედალი თქვენთვის ჩამომეტანა და ჩემით ამაყები ყოფილიყავით, მაგრამ ვერ შევძელი! დაგამწუხრეთ, მაგრამ ეს იქნება ჩვენი სიძლიერის წყარო, რომ მომავალში აღარასოდეს დავუშვათ შეცდომები”, – აცხადებს ეთერ ლიპარტელიანი.