ხვალ, 26 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხუთი წარმომადგენელი იასპარეზებს. მედლების მოპოვებას შეეცდებიან ძიუდოისტები, ჩოგბურთელი ბასილაშვილი და მოკრივეები კი მომდევნო ეტაპებზე გასვლისათვის იბრძოლებენ.
26 ივლისი
ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57კგ)
ხვალ ქართველი სპორტსმენებიდან პირველი ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. ძიუდოს ტურნირი 06:00 საათზე დაიწყება. ეთერის მეტოქე პირველ წრეში ანგოლელი დიასონემა მუსუნგუი იქნება.
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73კგ)
ლაშა შავდათუაშვილი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასა და ფრანგ გილემ ჩაინს შორის გამარჯვებული იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ოლიმპიური თამაშების 1/16-ფინალში იტალიელი, მსოფლიოს 26-ე ჩოგანი ლორენცო სონეგო იქნება. ეს შეხვედრა 07:30 საათზეა ჩანიშნული, მაგრამ სავარაუდოდ, დაწყების დრო გადაიწევს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 42-ე პოზიციას იკავებს.
სახილ ალახვედროვი (კრივი, -52კგ)
საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრი ოლიმპიური თამაშების 1/16-ფინალში ჩინელ ჯიანგუან ჰუს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 06:15 საათზე დაიწყება.
გიორგი ხარაბაძე (კრივი, -75კგ)
ხარაბაძის მეტოქე ტურნირის 1/16-ფინალში უზბეკი ფანატ კახრამონოვი იქნება. შეხვედრა 13:51 საათზე ჩანიშნული.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM