ედერ მილიტაო ნეიმარის ყოფილ მეგობარ გოგონას ხვდება (ფოტო)

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ედერ მილიტაო ბრაზილიელ ინფლუესერს, კაროლინ ლიმას ხვდება. აღსანიშნავია, რომ ლიმას რამდენიმე წლის წინ ურთიერთობა ნეიმართან ჰქონდა.

მამარდაშვილის ეფექტური სეივი “ვალენსიაში” ჩატარებულ სადებიუტო მატჩში (ვიდეო)

21 ივლისს, “ვალენსია” ამხანაგურ შეხვედრაში მატჩში “ატრომიტოსს” დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშში ჩაერთო გიორგი მამარდაშვილი. 20 წლის მეკარემ “ვალენსიას” რიგებში პირველად ითამაშა და რამდენიმე კარგი სეივიც გააკეთა.

დონარუმა მეგობარ გოგონასთან ერთად სარდინიაზე ისვენებს (ფოტო)

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა ევრო 2020-ის მოგების შემდეგ მეგობარ გოგონა ალესია ელეფანტესთან ერთად კუნძულ სარდინიაზე ისვენებს.

იხილეთ ფოტოები

იაპონელებმა ქართველი ოლიმპიელების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელ Facebook-ში იაპონიაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომლითაც შიკამაჩის სკოლის მოსწავლეები, მეხანძრეები და სხვა მუნიციპალური თანამშრომლები ქართველ ოლიმპიელებს ქალაქის მოსახლეობის გამამხნევებელ გზავნილს გადასცემენ.

ქართველ სპორტსმენებს სიტყვით მიმართა შიკამაჩის მერმა, კოძუმიმ, ქალთა კამერულმა გუნდმა კი საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

შიკამაჩი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრების ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პანდემიის გამო, ამ ქალაქში შეკრება ვერ მოხერხდა.

იხილეთ ვიდეო

ოფიციალურად: როინ კვასხვაძემ “დინამო” დატოვა

“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ “მაქაბი ჰაიფასთან” მატჩამდე პრესკონფერენციაზე როინ კვასხვაძეზე ისაუბრა.

“იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში შეიქმნა და იმ ფსიქოლოგიური წნეხის გამო, რომელიც კვასხვაძეს აწუხებდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის დასრულება გადავწყვიტეთ. მეკარისთვის ასეთი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. კვასხვაძე “დინამოში” აღარ არის. მას წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა ცხადაძემ.

როინი “დინამოში” “ტორპედოდან” გადავიდა და გუნდის ძირითადის მეკარე იყო. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეკარემ ორივე მატჩში მძიმე შეცდომები დაუშვა, რაც “დინამოს” 2 გოლად დაუჯდა.

“ლოკომოტივმა” მამარდაშვილის ნიდერლანდელ შემცვლელს მიაგნო

თბილისის “ლოკომოტივმა” გიორგი მამარდაშვილის წასვლის შემდეგ ჰოლანდიელი მეკარე დაიმატა.

“ლოკომოტივში” 24 წლის მარკ სპენკელინკი ითამაშებს, რომელიც “პსვ”-ს 21-წლამდეთა გუნდში იყო და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტია. მანამდე “იგლზში” და “ტვენტეს” ახალგაზრდულშიც ირიცხებოდა.

სპენკელინკი სიმაღლეში 1.96 სმ-ია და 50 ათას ევროდ ფასობს.

 

ფედერაციის შეცდომის გამო, ექვსი პოლონელი მოცურავე ტოკიოდან სამშობლოში დააბრუნეს

პოლონეთის ცურვის ფედერაციის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად იაპონიაში ჩასულ ექვს პოლონელ მოცურავეს, სამშობლოში დაბრუნება მოუწია.

ფედერაციამ უკვე აღიარა, რომ შეცდომით ტოკიოში უფრო მეტი მოცურავე გაგზავნა, ვიდრე საჭირო იყო. შესაბამისად, რამდენიმე მათგანი იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ბუნებრივია, მომხდარმა მოცურავეებს შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 2012 და 2016 წლის ოლიმპიადის მონაწილე სოციალურ ქსელში ასეთ განცხადებას აქვეყნებს – “წარმოიდგინეთ როგორი გრძნობაა, როდესაც ცხოვრების 5 წელი შესწირეთ ოლიმპიადისთვის მზადებას და ყველაფერი წყალში გეყრებათ.”

ასე რომ, პოლონეთს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 23-ის ნაცვლად 17 მოცურავე წარადგენს.

მოსკოვის “დინამომ” ლუკა გაგნიძე ეკატერინბურგის “ურალში” გაანათხოვრა

ლუკა გაგნიძე 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე ეკატერინბურგის “ურალის” ღირსებას დაიცავს. მოსკოვის “დინამომ” ახალგაზრდა ნახევარმცველი ერთი წლით სწორედ ამ კლუბში გაანათხოვრა.

როგორც იცით, 18 წლის ფეხბურთელი მოსკოვის “დინამომ” თბილისის “დინამოსაგან” 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ახლა ის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ეკატერინბურგელთა რიგებში იჯარის წესით გაუშვეს.

“ურალმა” რუსეთის პრემიერ ლიგის გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა.

41 წლის რონალდინიო მადრიდის “რეალის” ლეგენდების წინააღმდეგ (ვიდეო)

20 ივლისს ისრაელში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ვეტერან ფეხბურთელებს შორის შეხვედრა გაიმართა. მატჩი “ბარსელონას” გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ერთ-ერთი გამორჩეული იყო რონალდინიო. 41 წლის გაუჩომ მადრიდელთა კარში გოლის გატანაც მოახერხა.

იხილეთ ვიდეო

ფეხბურთელმა გატანილი გოლი ნაგვის ურნაში ჩახტომით აღნიშნა (ვიდეო)

ჩილეს ჩემპიონატის პირველ დივიზიონში “დეპორტეს მაგალიანესისა” და “არტურო ფერნანდეს ვიალს” შორის გამართულ მატჩში (2:1) მეტად უცნაური რამ მოხდა. ფეხბურთელმა გატანილი გოლი არც მეტი, არც ნაკლები ნაგვის ურნაში ჩახტომით აღნიშნა.

შეხვედრის 87-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა მიგელ ორელიანამ გადამწყვეტი ბურთი გაიტანა, რის შემდეგაც გასაბერი გვირაბისკენ გაიქცა და იქვე მდგარ ნაგვის ურნაში ოსტატურად ჩახტა, სადაც მიიღო კიდეც პირველი მილოცვა.

რაკიტიჩი: “რონალდუ “იუვენტუსში” მეპატიჟებოდა”

“სევილიას” ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2019 წელს “იუვენტუსში” მიიწვია.

“2019 წლის ზაფხულის საღამოს კრიშტიანუ რონალდუ პირადად დამიკავშირდა და კარიერის “იუვენტუსში” გაგრძელება მირჩია. ის პირადად მეპატიჟებოდა.

რონალდუმ საუბრისას მითხრა, რომ კლუბი დაინტერესებული იყო ჩემი ტრანსფერით, თუმცა ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო. “ბარსელონა” ჩემ სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვდა, რაც ძალიან ბევრი აღმოჩნდა,” – აცხადებს რაკიტიჩი.

შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩი 2020 წლის სექტემბრის თვეში “სევილიას” სულ რაღაც 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ლიონელ მესი ოჯახთან ერთად მაიამიში ისვენებს (ფოტო)

კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი ოჯახთან ერთად მაიამიში ისვენებს.

გთავაზობთ ფოტოებს: