ტოკიოში ჩასულ ქართველ ოლიმპიელებს სამსუგნმა საჩუქრები გადასცა (ფოტო, ვიდეო)

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორმა სამსუნგმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩასული სპორტსმენების ნაწილს საჩუქრები გადასცა, ნაწილს კი ისინი უახლოეს ხანებში გადაეცემა.

უკლებლივ ყველა ოლიმპიელი და პარალიმპელი Samsung Galaxy S21 5G-სა და Galaxy Buds Pro-ს მიიღებს.

საჩუქრები მიიღო ქართველი სპორტსმენების ნაწილმა, რის შესახებაც ძიუდოისტი ლაშა ბექაურის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს საშუალებით ვიგებთ.

სამსუნგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორი 1988 წლიდანაა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა კომპანია ოლიმპიადაზე მონაწილეო სპორტსმენებს საჩუქრებს გადასცემს. აქამდე ასეთი რამ 2018 ფიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა.

იხილეთ ვიდეო

*მთავარი ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

“გლადბახი” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ინტერესდება

ყაზანის “რუბინის” ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, “მიუნხენგლადბახის ბორუსიას” რიგებში აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას Sky Sport Germany-ს ჟურნალისტი, მაქს ბილეფელდი, გვაწვდის.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, გერმანული კლუბი გუნდის შემტევის მარკუს ტურამის გაყიდვას გეგმავს და მის ჩასანაცვლებლად სწორედ ქართველი ვარსკვლავის გადაბირებას გეგმავს.

ჟურნალისტის ცნობით, “გლადბახი” ძალიან არის დაინტერესებული 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით და ფეხბურთელის ტრანსფერს 15-20 მილიონ ევროდ აფასებს.

იტალიის სერია A-ში კლუბების რაოდენობის შემცირება იგეგმება

იტალიურ პრესაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სერია A-ში კლუბების რაოდენობის შემცირების საკითხს აქტიურად განიხილავენ. შესაძლოა, უახლოეს მომავალში იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში 20-ის ნაცვლად 18-მა გუნდმა ითამაშოს.

ზემოხსენებული იდეა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ, წარადგინა. მისი თქმით, კლუბების რაოდენობის შემცირებით ჩემპიონატში დაინტერესებსა და მატჩზე დასწრების სიხშირე გაიზრდება.

Corriere della Sera-ს ცნობით, იტალიური კლუბები მხარს უჭერენ ამ იდეას და თვლიან, რომ სერია A-ს სტრუქტურის შეცვლა აუცილებელია. ამ გზით, სერია A-ში დარჩენილი კლუბები უფრო მეტი თანხის გამომუშავებას შეძლებენ.

ამ რეფორმის გატარება 2023/24 წლების სეზონამდე არ იგეგმება.

“არსენალმა” დავითაშვილი წარადგინა

ზურიკო დავითაშვილმა ტულის “არსენალთან” კონტრაქტი გააფორმა. რუსულმა კლუბმა 20 წლის ნახევარმცველი დღეს წარადგინა.

“მივესალმებით ზურიკო დავითაშვილს “არსენალში” და ვუსურვებთ წარმატებულ თამაშს “მეიარაღეთა” შემადგენლობაში”, – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას ზურიკო დავითაშვილსა და ყაზანის”რუბინს” შორის შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ქართველმა ფეხბურთელმა თათრების გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 28 მატჩში ორი გოლი გაიტანა. ის გასულ სეზონში ვოლგოგრადის ”როტორში” იყო განათხოვრებული, რომლის შემადგენლობაშიც ოცი შეხვედრა ჩაატარა.

“ტორპედო” სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ქუთაისის “ტორპედო” 3 ფეხბურთელს დაემშვიდობა.

გუნდი მიხაილ რადჩენკომ, მუროდჯონ ტუიჩიბაევმა და ზაურ გოგუაძემ დატოვეს.

24 წლის გოგუაძე კარიერას “ზესტაფონში” გააგრძელებს, რომელსაც “ტორპედოს” მთავარ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.

ასევე 24 წლის მიხეილ რადჩენკომ კლუბში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა.

13 თამაში ჰქონდა უზბეკ მცველ მუროდჯონ ტუიჩიბაევს, თუმცა მარცხენა ფლანგზე ქუთათურებს ბევრი მოთამაშე დაუგროვდათ.

“ტორპედო” რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატებას აპირებს.

ლაშა ბექაური: “გულშემატკივარი ჩვენგან ბევრ მედალს უნდა ელოდოს”

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა, -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატების მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებენ.

“გუნდმა დავიწყეთ სრული დატვირთვით მომზადება. ვფიქრობ, საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია და გულშემატკივარი ჩვენგან ბევრ მედალს უნდა ელოდოს. გამარჯვებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივრების გავახაროთ”, – განაცხადა ბექაურმა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება. ძიუდო სტარტს 24 ივლისიდან აიღებს, ლაშა ბექაური კი ტატამიზე 28 ივლისს გამოვა.

იხილეთ ვიდეო
*სეოკ

იაპონიაში გაუჩინარებული უგანდელი ძალოსანი იპოვეს

იაპონიაში ჩასული უგანდელი ძალოსანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოსაკადან გაუჩინარდა, იპოვეს.

16 ივლისს უგანდის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მათი დელეგაციის წევრ ჯულიუს სეკიტოლეკოს ვეღარ პოულობდნენ. დღეს ამ ორგანიზაციამ სპორტსმენის შესახებ ახალი ცნობა გაავრცელა და მისი პოვნა დაადასტურა.

20 წლის ძალოსანმა ნაგოიაში მატარებლის ბილეთი შეიძინა. საბოლოოდ კი, ნაგოიადან 40 კილომეტრში მიაგნეს.

სეკიტოლეკო უგანდის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად იაპონიაში 19 ივნისს ჩავიდა. ფიქრობდნენ, რომ ის ოლიმპიადაზე საასპარეზოდ საჭირო ლიცენზიას მიიღებდა, თუმცა ასე არ მოხდა. მის სამშობლოში დასაბრუნებლად ყველაფერი მზად იყო, თუმცა სპორტსმენი მოულოდნელად გაუჩინარდა. ახლა მას უგანდაში დაბრუნება მაინც მოუწევს.

ბათუმი – საოცარი ქალაქი საოცარი სტადიონით, სადაც კორონა არ არსებობს?!

დაახლოებით 1 კვირა გავატარე ბათუმში, საკმაოდ ბევრი ადგილი მოვიარე და ქუჩაში მაქსიმუმ 10 ადამიანი ვნახე ამ დროის განმავლობაში, რომელსაც პირბადე ეკეთა.

ძალიან რთულია რეგულაციების მოხსნის შემდეგ 35-40 გრადუსში ადამიანებს ღია სივრცეში პირბადის გაკეთება მოსთხოვო. სანაპიროზე და ბულვარში პირბადით ყოფნას სჯობს საერთოდ არ გახვიდე, მაგრამ ბათუმში პირბადეს ადგილობრივი დამსვენებელი/ტურისტი დიდწილად არც აფთიაქებში, სამარშუტო ტაქსებში, მაღაზიებში თუ ხალხმრავალ ადგილებზე იკეთებს.

“აქ მაგას არ ვიკეთებთ” – ასე მითხრა ტაქსის მძღოლმა ქალაქში ჩასვლისას და ერთადერთი ადგილი, სადაც რეალურად ამ კუთხით რამეს აკონტროლებდნენ, მატარებელი იყო, რომლითაც ვიმგზავრე.

15 ივლისს ბათუმის “დინამომ” “ტრე-პენე” მიიღო და ამჯერადაც დიდი ანგარიშით, 3-0 გაანადგურა. სტადიონზე 20 ათასი გულშემატკივარი ეტევა,  რეგულაციების გამო სტადიონის ტევადობის მხოლოდ 50% უნდა შევსებულიყო, მაგრამ “ბათუმი არენას” აშკარად გაცილებით მეტი ფანი ესწრებოდა.

სამწუხაროდ, პრაქტიკულად ვერ ნახავდი ვინმეს, ვისაც პირბადე ეკეთა ან ცდილობდა სოციალური დისტანცია დაეცვა, რაც, პირველ რიგში, ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს და აჭარაში თბილისის შემდეგ გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

22 ივლისს “დინამო” ბელორუსულ “ბატეს” მასპინძლობს და 5-10 და 15 ლარიანი ბილეთები დარჩენილი აღარც არის. 10 000 ბილეთი დღის ბოლომდე გაიყიდება. ბევრი და ერთგული გულშემატკივარი ბათუმს არასდროს აკლდა.

როგორც 2 დღის წინ მოუწოდა გუნდმა გულშემატკივარს მოედანზე შევარდნისგან და პიროტექნიკისგან გამოყენებისგან თავი შეიკავოს, ისე უნდა მოხდეს მიმართვის გავრცელება და ადგილზე რეგულაციების სრული კონტროლი.

10 ათასი ადამიანის ერთ სივრცეში პირბადისა და სოციალური დისტანციის გარეშე ყოფნამ, შესაძლოა, დამანგრეველი შედეგი მოიტანოს.

მერაბ დვალიშვილი: ‘განაწყენებულმა მეპატრონემ დაგვირეკა, ახლა ახალ სახლს ვეძებთ’

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი გუშინ საქართველოში მეგობრებთან და MMA-ს ვარსკვლავებთან – ალ იაკინტასთან და ალჯამეინ სტერლინგთან ერთად ჩამოვიდა. მერებმა სტუმრებისათვის სახლი წყნეთში იქირავა, თუმცა როგორც გაირკვა, მათ პრობლემები შეექმნათ.

დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახლა ის ახალ სახლს ეძებს:

“წყნეთში გვაქვს ნაქირავები ძალიან კარგი სახლი… გუშინ აეროპორტიდან როცა მივედით სახლში, გარეთ მდგარი ტენისის მაგიდის დროებით სახლში შეტანა გადავწვიტეთ და 15 წუთი თამაში ძილის წინ… მაშინვე დაგვირეკა განაწყენებულმა მეპატრონემ. გვითხრა წესები დავარღვიეთ… ბოდიში მოვიხადეთ, მაგრამ არ შველის და aხლა ვეძებთ ნებისმიერ სამოთახიან სახლს ან ბინას სასურველია ქალაქში. თუ იცით ვინც აქირავებს 6 დღით გთხოვთ მომწერეთ”, – წერს დვალიშვილი.

იხილეთ პოსტი

იერი მინა: “მესის მიმართ პატივისცემას ყოველთვის გამოვხატავ”

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელმა იერი მინამ კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებთან პენალტების სერიის დროს მომხდარზე კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, 26 წლის მცველმა პენალტების სერიის დროს საკუთარი დარტყმა ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც მესიმ მას ასეთი სიტყვებით მიმართა: “ახლა იცეკვე, ახლა იცეკვე. მიდი, ახლა იცეკვე!”

“რაც ლეოსთან მოხდა, ეს ფეხბურთში ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ მესი კარგი პიროვნებაა. მასთან ერთად “ბარსელონაში” ვთამაშობდი. ლეოს გვერდში დგომისათვის მადლობას ვუხდი, მის მიმართ პატივისცემას ყოველთვის გამოხატავ”, – ციტირებს მინას სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი “ბარსელონაში” 2018 წელს თამაშობდა.

ბათუმის “დინამო” გულშემატკივარს მიმართავს

ბათუმის “დინამო” “ბატესთან” გასამართი მატჩის წინ გულშემატკივარს თხოვნით მიმართავს.

“ძვირფასო გულშემატკივრებო, როგორც მოგეხსენებათ, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმსა და ტრე პენეს შორის გამართული მატჩი მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. აღნიშნული ფაქტების გამო ჩვენი კლუბი უეფასგან დაისჯება სოლიდური ფულადი ჯარიმით და ასეთი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ემუქრება დამატებითი სანქციები.
ქომაგების მოედანზე შეჭრის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უეფას სადისციპლინო კომიტეტი, დიდი ალბათობით, აკრძალავს მატჩებზე გულშემატკივრების დასწრებას და ჩვენს ახალ არენას დისკვალიფიკაციას მიუსჯის.
უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მოედანზე ნებისმიერი ფორმით შესვლისგან და მატჩში მონაწილე პირებთან კონტაქტისგან. ასევე გთხოვთ, დაიკავოთ მხოლოდ ბილეთზე მითითებული ადგილები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და დაემორჩილოთ სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას.
გაითვალისწინეთ, რომ სტადიონზე სასტიკად აკრძალულია: ყველანაირი პიროტექნიკის და ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას. ასევე სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი საგნის/ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე.
პატივისცემით დინამო ბათუმის ადმინისტრაცია”, – წერია განცხადებაში.
სან მარინოს “ტრე პენესთან” მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე გულშეამტკივარი შევარდა, რომელსაც სტადიონის დაცვამ დიდხანს სდია.

ესპანური გრანდები მატიას გინტერის ტრანსფერზე მუშაობენ

“მიუნხენგლადბახის ბორუსიას” მცველი, მატიას გინტერი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ესპანურ ლა ლიგაში ვიხილოთ. გინტერს კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს.

გერმანული ტაბლოიდი Bild ირწმუნება, რომ მატიასის ტრანსფერით მადრიდის “რეალის”, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები. ისინი ფეხბურთელს 15-20 მილიონ ევროდ აფასებენ.

გერმანიის ნაკრების 27 წლის მცველის გადაბირების სურვილს ასევე გამოთქვამს “ბაიერ ლევერკუზენიც”, თუმცა ესპანური გრანდები დაწინაურებულ პოზიციაში იმყოფებიან.

მიმდინარე სეზონში “გლადბახის” მცველმა, ბუნდესლიგის 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა.