მადრიდის “რეალის” ლეგენდა, სერხიო რამოსი, კარიერას “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში გააგრძელებს. რამოსი პარიზში ორი წლის მანძილზე, 4-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც აქამდე ტილო კერერს ეკუთვნოდა.
გავლენიანი უცხოური გამოცემა Goal იმ კლუბების სიას გვაწვდის, რომლებიც ესპანელი ცენტრალური მცველის ტრანსფერისთვის იბრძოდნენ. საუბარია “არსენალზე”, “მანჩესტერ სიტიზე”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ნიუ-იორკ სიტიზე”.
რამოსმა “არსენალსა” და “ნიუ-იორკ სიტის” უარი ერთი მარტივი მიზეზის გამო უთხრა – სერხიოს მიზანი ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებაა. რაც შეეხება მანჩესტერულ გრანდებს, მათი შეთავაზება ფინანსურად ნაკლებად მომგებიანი იყო.