ფრანგულ მედიაში საფრანგეთის ნაკრების ევრო 2020-ზე წარუმატებლად გამოსვლის მიზეზებზე ბევრი იწერება. რამდენიმე გამოცემაში გამოქვეყნდა სტატიები, სადაც ეწერა, რომ გუნდში არამეგობრული გარემო იყო.
L’Equipe-ის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში ანტუან გრიზმანსა და კილიან მბაპეს შორის ცუდი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. როგორც ირკვევა, გრიზმანს მთელ შემადგენლობაზე დიდი გავლენა აქვს და ის დიდიე დეშამის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. გამოცემა წერს, რომ მბაპეს მისი როლის “შურდა” და ამაზე დიდ აქცენტს აკეთევდა.
მათ განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ კარიმ ბენზემას ნაკრებში დაბრუნებაზეც. ახალგაზრდა თავდამსხმელს ბენზემას დაბრუნება სურდა, გრიზმანი კი ამის წინააღმდეგი იყო.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიასთან დამარცხდა.