28 ივნისს, უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიტანელ ენდი მარის დაუპირისპირდა და ოთხ სეტში (6:4, 6:3, 5:7, 6:3) დამარცხდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, გულშემატკივრები სოციალური ქსელის საშუალებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რასაც BBC-ისა და ESPN-ის კომენტატორები პირდაპირი რეპორტაჟის დროს ამბობდნენ. როგორც ირკვევა, კომენტატორებმა საუბარი ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე დაიწყეს.
“რატომ საუბრობენ BBC-ის კომენტატორები ბასილაშვილის პირად ცხოვრებაზე? ეს მის თამაშთან დაკავშირებული არ არის.”
Why are the BBC commentators discussing Basilashvili’s personal private business? This is not relevant to his play.
#Wimbledon— Laura Matthews 💙 (@lolamatt47) June 28, 2021
“მარი-ბასილაშვილის მატჩის კომენტატორებო, თქვე ყველაზე ცუდები ხართ. ყველაფერზე საუბრობთ, თამაშის გარდა და მიკერძოებულები ხართ.”
the commentators for Murray vs Basilashvili, you guys are the worst.
You talk about everything but the game and you’re so biased @Wimbledon— Siddarth Kumbham (@sidd1197) June 28, 2021
“ფაულერი ბასილაშვილის ოჯახური ძალადობის საქმეზე საუბრობდა, შემდეგ კი მარის მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვები გაიხსენა, რომ ATP-ის პროტოკოლი აკლია. ბრედ გილბერტი დაეთანხმა: “შოკირებული ვარ, რომ ATP-ის ყველაფერი მწყობრში არ აქვს. ეს ისეთი რამაა, რაც წესებში სასწრაფოდ უნდა ჩაიწეროს.”
Fowler gets specific about the domestic violence charges facing Basilashvili then pivots to Murray’s words in press on ATP’s lack of a DV policy.
Brad Gilbert follows: “I’m shocked the ATP doesn’t have anything in place. That’s something you better write in your by-laws ASAP”
— Jonathan Newman (@Tennis_Jon) June 28, 2021
“ESPN-ის კომენტატორები ბასილაშვილის სასამართლო პროცესსა და ენდი მარის კომენტარზე საუბრობენ. მეორე კომენტატორმა ზვერევის საქმე გაიხსენა და ახლა ისინი ამბობენ, რომ შოკირებულები არიან იმით, რომ ATP-ის ოჯახური ძალადობის საქმესთან დაკავშირებით პროტოკოლი არ გააჩნია.”
ESPN commentator bringing up Basilashvili’s charges & trial and Andy’s comment about the ATP’s lack of policy. Oh and the other commentator just brought up Zverev and now they’re saying they’re shocked they don’t have any domestic violence policies
— rachel (@tennisbish) June 28, 2021
“რატომ საუბრობს ეს ორი კომენტატორი ჩოგბურთელის პირად ცხოვრებაზე პირდაპირ ეთერში? არ გვჭირდება იამის ცოდნა.”
Why are those two bloody commentators allowed to discuss a tennis players private life on air. We do NOT need to know and it lessens Andy’s impact on this match to suggest Basilashvili is distracted. I don’t hate anyone but it’s getting close. Castle & McEnroe🤬🤬
— mary wrack💙💙💙💙💙💙 (@Myrtle4441) June 28, 2021
“რატომ ამბობენ ბიბისის კომენტატორები, რომ მათ იმედი აქვთ ბასილაშვილის წინააღმდეგ საჩივარი სიცრუეს შეესაბამება და იმედოვნებენ, რომ სიმართლე გაირკვევა? ანუ, ქალი უნდა იტყუებოდეს?”
Mmm..why are BBC commentators saying they hope DV allegations are false against #Basilashvili – and they hope the “truth” comes out? So the woman must be lying? #wimbledon
— Rachel Larkin (@RachelLarkin7) June 28, 2021
“მომესმა თუ ისინი ნამდვილად საუბრობენ ბასილაშვილისა და ზვერევის სასამართო პროცესზე პირდაპირ ეთერში?”
Am I imagining it (rhetoric question) or are they actually discussing the domestic abuse allegations against Basilashvili and Zverev on air at #Wimbledon ?!
— ZENIA D’CUNHA (@ZENIADCUNHA) June 28, 2021
OH MY GOD WHAT A GOAL FROM POGBA. pic.twitter.com/KH9FfyN4ZT
— Prime. (@TrashTalkMVP) June 28, 2021
იხილეთ ვიდეო
Benzema’s goal from this angle is crazy pic.twitter.com/jxor4C7E2Q
— David 🇳🇬 (@VnknownD) June 28, 2021
Benzema scores his second goal of the night. That French football is just unreal #FRA pic.twitter.com/RLEM4iowCX
— Row Z (@RowZMedia) June 28, 2021
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, გარი ლინეკერმა, ესპანეთსა და ხორვატიის ნაკრებებს შორის შემდგარი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“მომწონს, რომ ლუის ენრიკე მორატას ასე ენდობა და მომწონს, რომ მორატამ შუა თითი უჩვენა ყველას, ვინც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა,” – ვკითხულობთ ლინეკერის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩებში მორატამ რამდენიმე საგოლე მომენტი ვერგამოიყენა, რის გამოც ის სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. დღეს კი ხორვატიასთან მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა დამატებით ტაიმში.
Love that Luis Enrique stuck with Morata. Love that Morata has stuck a huge middle finger at his social media abusers. 🖕🏻
— Gary Lineker 💙 (@GaryLineker) June 28, 2021
ევრო-2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ეროვნული გუნდი ბელგიის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ამ წარუმატებლობის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გამოაქვეყნა.
“სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ტურნირი უფრო ადრე დავტოვეთ, ვიდრე გვინდოდა, მაგრამ ჩვენი გამოსვლით ვამაყობთ. ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ყველაფერი გავაკეთეთ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ პორტუგალიელებისთვის ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია.
ჩვენი ქომაგები თავდაუზოგავად გვიჭერდნენ მხარს ტურნირზე ჩვენი ასპარეზობის დაწყებიდან დასრულებამდე. ჩვენ მათთვის ვიბრძოდით, რათა ეს ნდობა გაგვემართლებინა. სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ გულშემატკივრებს გულწრფელ მადლობას ვუხდი.
ვულოცავ ბელგიის ნაკრებს და წარმატებას ვუსურვებ დანარჩენ გუნდებსაც. რაც შეგვეხება ჩვენ, დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ, პორრუგალია!” – დაწერა საკუთარ გვერდზე რონალდუმ.
ლონდონის “არსენალისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, იან რაითმა კრიშტიანო რონალდუ საჯარიმო დარტყმების ცუდად შესრულების გამო გააკრიტიკა.
რაითი, რომელიც ახლა ITV-ში საფეხბურთო მიმომხილველია, ამბობს, რომ რონალდუს მიერ საჯარიმო დარტყმების კარგად შესრულების ამბავი მითია.
“რეალურად, რამდენი გოლი აქვს რონალდუს გატანილი საჯარიმო დარტყმით? სადღაც წავიკითხე, რომ სანაკრებო ტურნირებზე 50 საჯარიმო დაარტყა. მითია, რომ რონალდუ ჯარიმებს კარგად ასრულებს. სინამდვილეში არაფერი ხდება”, – განაცხადა რაითმა.
27 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალსი ბელგიამ პორტუგალია 1:0 დაამარცხა. პორტუგალიელებს გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდათ, მათ კარისაკენ 24-ჯერ დაარტყეს.
მატჩის დასრულების შემდეგ კამერებმა რონალდუსა და კურტუას საუბარი დააფიქსირეს. კრიშტიანომ ბელგიელთა მეკარეს უთხრა: “გაგიმართლათ. ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა.”
🗣️ "[The ball] didn't want to go in today."
🇧🇪🆚🇵🇹 Thibaut Courtois & Cristiano Ronaldo after the final whistle…#EURO2020 pic.twitter.com/oBDyZG3f8j
— UEFA EURO 2020 (@EURO2020) June 27, 2021
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიასთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“გულდაწყვეტილები ვართ. გასახდელში რამდენიმე ფეხბურთელმა იტირა. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ბელგიამ სულ ექვსჯერ დაარტყა, კარში კი მხოლოდ ერთხელ. ჩვენ 29-ჯერ დავარტყით და ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა. წაგება წაგებაა. სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი მაქვს სათმქელი… გამარჯვება ყველას გვინდოდა და ამაში დარწმუნებულებიც ვიყავით. გვქონდა იმის რწმენა, რომ ფინალში გასვლა შეგვეძლო”, – განაცხადა სანტუშმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებაში პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველი ჩოგბურთელი ცენტრალურ კორტზე უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულს, შოტლანდიელ ენდი მარის დაუპირისპირდება.
34 წლის ბრიტანელმა თამაშამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მარის შეკითხვა ბასილაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დაუსვა. ვეტერანი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს პროტოკოლი, რომელიც ასეთი სასამართლო დავების დროს მოთამაშეებს ტურნირებზე გამოსვლის საშუალებას არ მისცემს.
“ამაზე რამდენიმე თვის წინაც ვისაუბრე, როცა ბასილაშვილისა და ზვერევის შესახებ შეკითხვა დამისვეს. ჩემი აზრით, ასეთი სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას პროტოკოლი უნდა მოქმედებდეს. ამ პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ამაქვს. რაც მსმენია, ეს კარგი არ არის. ვფიქრობ, ასეთ საკითხებს ATP-იმ და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს”, – ციტირებს მარის სიტყვებს express.co.uk.
ბასილაშვილისა და მარის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.