საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელებმა დაასახელეს ის შემადგენლობა, რომელიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ განაცხადში მოხვდა ლაშა ბექაური. მან 13 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრში ტრავმა მიიღო და როგორც ჩანს, მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. ოლიმპიადაზე გამოვა ტეტიანა ლევიცკა-შუკვანიც, რომელმაც ტოკიოს საგზური რეგიონალური კვოტით მიიღო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-52კგ: ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი
-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი
-60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ: ტატო გრიგალაშვილი
-90კგ: ლაშა ბექაური
-100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გურამ თუშიშვილი
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირი 24-31 ივლისს გაიმართება.