მიკელ დამსგორის ულამაზესი გოლი რუსეთის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი რეპერტუარი – როცა ტექსტი არ იცი (ვიდეო)

ყაზანის “რუბინი” სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მთავარი გმირიც ხვიჩა კვარაცხელიაა.

View this post on Instagram

A post shared by Рубин Казань 🔺 Rubin Kazan (@fcrk)

ეტო: “რამოსის “ბარსელონაში” მოყვანა რომ შემეძლოს, არც კი დავფიქრდებოდი”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, სამუელ ეტომ, პრესასთან საუბრისას სერხიო რამოსის საკითხს შეეხო. როგორც იცით, ესპანელი მცველის 16-წლიანი მადრიდული კარიერა დასრულდა და ახლა ის უკლუბოდ არის.

“რამოსის “ბარსელონაში” მოყვანა რომ შემეძლოს, არც კი დავფიქრდებოდი.

მე “პარი სენ-ჟერმენის” გულშემატკივარი ვარ და იმედი მაქვს, რომ პარიზში ვიხილავთ მას. რამოსთან ერთა “პსჟ” ჩემპიონთა ლიგას შეძლებს, რისთვისაც ამდენი წელია იბრძვის,” – აცხადებს ეტო.

ლაპორტა: “უეფასთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან ევროპის სუპერლიგის პროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

“პროექტი ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენ კვლავ ვცდილობთ უეფასთან დიალოგის წარმოებას. სანამ “ბარსელონას” პრეზიდენტი ვარ, უეფასთვის ტურნირის ორგანიზების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ.

უეფა ფულადი სანქციებითა და ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთით გვემუქრებოდა. დრომ კი დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ მართლები. მათ საქმე შეაჩერეს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოგვცეს.

ჩვენ ეს ყველაფერი ფეხბურთის სიყვარულით გავაკეთეთ. ფეხბურთი რთულ ფაზაშია. ახალგაზრდები უფრო საინტერესო თამაშებს ანიჭებენ უპირატესობას, ფეხბურთის აუდიტორია კი მცირდება, რაც ფინანსურ კრიზისს იწვევს. ჩვენ გვინდა, რომ ფეხბურთი ყველა ასაკის ადამიანისთვის მიმზიდველი სპორტი გვხადოთ,” – აცხადებს ლაპორტა.

გორან პანდევი გააცილეს – 37 წლის ფეხბურთელი ბოლო სანაკრებო მატჩში შეცვალეს (ვიდეო)

გორან პანდევმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში ბოლო, 122-ე მატჩი ჩაატარა. 37 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდებთან შეხვედრის 68-ე წუთზე შეცვალეს.

ვეტერანი ფეხბურთელი თანაგუნდელებმა, მეტოქეებმა და ტრიბუნებზე მყოფმა გულშემატკივრებმა მოედნიდან ტაშით გააცილეს.

პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში 2001 წლიდან თამაშობდა.

იხილეთ ვიდეო

“მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემს” კეინის ტრანსფერის თაობაზე მიმართა

“მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ჰარი კეინის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მიმართა.

“ქალაქელებმა” “დეზებს” 27 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ ასი მილიონი ფუნტ სტერლინგი (116 მლნ ევრო) შესთავაზეს და მზად არიან, გარიგებაში ერთი ფეხბურთელი ჩართონ, თუმცა ლონდონელები კეინის იოლად დათმობას არ აპირებენ. თავად ინგლისელ ფორვარდს “ტოტენჰემის” დატოვება და უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლა სურს. ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა, როდესაც კეინი ინგლისის ნაკრების ბანაკიდან დაბრუნდება.

როგორც მოგეხსენებათ, ჰარი კეინი “ტოტენჰემის” აღზრდილია. მას “დეზების” შემადგენლობაში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. კეინმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 35 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რა უთხრა კროოსმა რონალდუს მატჩის შემდეგ?

19 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიამ პორტუგალია 4:2 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, კამერებმა ტონი კროოსი და კრიშტიანო რონალდუ დააფიქსირეს. ტონი კროოსმა ისაუბრა იმაზე, თუ რა უთხრა ყოფილ თანაგუნდელს.

“რონალდუსთან ერთად “რეალში” ოთხი სეზონი გავატარე. არ იქნება გაზვიადება, თუ ვიტყვი, რომ მასთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე, რისთვისაც მადლობას ვუხდი. გასახდელში მეზობლები ვიყავით. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ის ვნახე. ვისაუბრეთ დასრულებულ მატჩზე და მომდევნო შეხვედრებზე. წარმატებები ვუსურვე. იმედი მაქვს, ჩვენს მსგავსად, მერვედფინალში გავლენ. ასევე, ვკითხე, როგორ მოერგო იტალიას, რადგან უკვე სამი წელია სერია A-ში თამაშობს. გასახდელში შესვლის შემდეგ მაისურები გავცვალეთ. მისი ნახვა გამიხარდა”, – განაცხადა კროოსმა.

მათეუსი: “ტერნიკური თვალსაზრისით, კაი ჰავერცს ზიდანს ვადარებ”

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მასეუსმა “ჩელსისა” და გერმანიის ნაკრების შემტევ ნახევარმცველ კაი ჰავერცზე ისაუბრა და თქვა, რომ მას რამდენიმე კომპონენტში ზინედინ ზიდანს ადარებს.

“ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე, სიტუაციის შეფასებაში, კაი ჰავერცს ზინედინ ზიდანს ვადარებ. ზიდანი სწრაფი არ ჩანდა, მაგრამ როცა ბურთს იღებდა ყველასაგან განსხვავებული იყო. ჰავერციც ასეთია. კონკრეტული ვარჯიშების შედეგად, მას შეუძლია უფრო მეტი გოლი გაიტანოს. ჰავერცს კარგი ხედვა, ბურთის კონტროლი, პოზიციური თამაში და შესანიშნავი ტექნიკა აქვს. ის ძალიან ჭკვიანია და სხეულს კარგად იყენებს”, – უთხრა მათეუსმა kicker-ს.

ჩალჰანოღლუს “ინტერში” გადასვლა გადაწყვეტილია

“მილანის” ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს “ინტერში” გადასვლა გადაწყვეტილია. Sky Sport Italia-ს ცნობით, თურქი ფეხბურთელი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც “ნერაძურისთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

“მილანი” 27 წლის ფეხბურთელს წელიწადში 4 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ჩალჰანოღლუმ ამაზე უარი თქვა. “ინტერი” მას სეზონში 5 მილიონს გადაუხდის, რასაც ყოველწლიური ბონუსი – 1 მილიონი ევრო დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ჩალჰანოღლუ “მილანში” 2017 წელს ლევერკუზენის “ბაიერიდან” გადავიდა.

თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, ფეხბურთელები თმას ფოდენის სტილში შეიღებავენ

ინგლისის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა განაცხადა, რომ თუ ინგლისელები ევრო 2020-ს მოიგებენ, გუნდის ყველა წევრი თმას მის მსგავსად შეიღებავს.

“გუნდში ვთქვი, რომ თუ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ, ყველამ ისეთი ვარცხნილობა უნდა გაიკეთოს, როგორიც მე მაქვს. ამაზე ყველა თანახმაა. იმედი მაქვს, მოვიგებთ და თქვენ ნახავთ, რომ ყველას ერთნაირი ვარცხნილობა გვექნება, რაც ნამდვილად სახალისო იქნება”, – უთხრა ფოდენმა talkSPORT-ს.

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფში ინგლისის ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

ნესტა: “მესიმ მენტალურად გამანადგურა”

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, ალესანდრო ნესტამ ლიონელ მესისთან დაპირისპირება გაიხსენა და თქვა, რომ არგენტინელმა ის მორალურად გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ ნესტას მესისთან შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, “მილანსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში მოუწია.

“მესის წინააღმდეგ თამაშისას, 37 წლის ვიყავი, 10 წუთში 10-ჯერ პრობლემები მექმნებოდა, ამან კი ხასიათი გამიფუჭა. მეათე წუთზე ფეხი ჩავარტყი და მოედანზე ძალაგამოცილი წავიქეცი, ვარსკვლავებს ვხედავდი. მან ხელი გამომიწოდა, რათა ფეხზე წამოვეყენებინე. აქ მენტალურად გამანადგურა. გესმით? მინდორზე ვიწექი და ორ წამში, როცა თვალები გავახილე, ვხედავდი მის სახესა და ხელებს, მას ჩემი დახმარება უნდოდა”, – უთხრა ნესტამ Calciatori Brutti-ს.