“ლივერპულის” მეკარე ლორის კარიუსი საბერძნეთში ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს, რომლის სახელიც ჯერ-ჯერობით უცნობია.
ბრიტანული მედია ფოტოებს ავრცელებს:
სოციალურ ქსელ Twitter-ში ლეგენდარული რონალდინიოს ოფიციალურ გვერდზე მისი და სერხიო რამოსის ფოტო გამოქვეყნდა. გაუჩომ ყოფილ მეტოქეს შეკითხვა დაუსვა და მისგან პასუხიც მიიღო.
რონალდინიო: “ჰეი, სერხიო. ეს ღამე გახსოვს?”
Hey @SergioRamos – remember this night?! pic.twitter.com/yZmnwGM56z
— Ronaldinho Gaúcho (@10Ronaldinho) June 18, 2021
სერხიო რამოსმა მას ლა ლიგის მოგების აღნიშვნისას გადაღებული ფოტოთი უპასუხა: “დიახ, მახსოვს, მაგრამ ეს ღამე, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ იყო, უკეთესია.”
I do… but this one a few months later was way better @10Ronaldinho pic.twitter.com/RQ8ft4Kn4X
— Sergio Ramos (@SergioRamos) June 18, 2021
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა, პერუსთვის გატანილი გოლით ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა რეიტინგში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. ნეიმარს პელეს ლეგენდარულ რეკორდამდე ცხრა გოლი აშორებს.
“ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრი რამ გამოვიარე. ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ ბრაზილიაში თამაში მაბედნიერებს. ვამაყობ ამ ნაკრების მაისურით თამაშით.
ბრაზილია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფებით. იმედია, ყველაფრის მიუხედავად, მათი გახარება შევძელით. ეს რიცხვები არაფერს ნიშნავს, მთავარია ბრაზილიის ნაკრების ღირსებისთვის ბრძოლა.
ახალგაზრდების კუმირად ყოფნა და ადამიანების გაბედნიერება სიამოვნებას მგვრის. მიყვარს ისტორია, რომელსაც ვწერ. მინდა, რომ ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა ჩემით იამაყონ,” – აცხადებს ნეიმარი.
მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რობერტო კარლოსმა, არტიომ ძიუბას შესახებ გააკეთა კომენტარი.
– მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინაროებისას იხუმრეთ, რომ ძიუბას თაობაზე ფლორენტინო პერესს გაესაუბრებოდით. რამე ხომ არ შეცვლილა მას შემდეგ?
– “რეალში” ძიუბას შესახებ იციან. გულწრფელად გეუბნებით, რომ მე მას ძლიერ ფორვარდად მივიჩნევ! მომწონს მისი ბრძოლისუნარიანობა როგორც “ზენიტში”, ასევე ნაკრებში.
არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ბევრი უნდა იშრომო, ლიდერობა რომ შეინარჩუნო. შესაძლოა, ერთ დღეს “რეალშიც” კი მიიწვიონ.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი გახდეს.
Le Parisien-ის მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, 28 წლის პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს პარიზული გრანდის ხელმძღვანელებმა.
როგორც იცით, პოლ პოგბას აგენტ მინო რაიოლას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს “პარი სენ-ჟერმენთან”, რაც ამ ტრანსფერის განხორციელების შანსებს ზრდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნასერ ალ-ხელაიფი რაიოლას ნიცაში სამი დღის წინ შეხვდა.
RMC Sport-ის ცნობით, “წითელი ეშმაკუნები” პოლ პოგბას გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ მსურველი კლუბი 80 მილიონ ევროს გადაიხდის.
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელთა ვარჯიშის ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც ერთი დღის განმავლობაში 3,6 მილიონი ნახვა მოაგროვა.
ვიდეოში ჩანს, რომ ჩრდილომაკედონიელები კონუსებზე დადებული ბურთებით დარბიან და ერთმანეთს თავით გადაცემებს უკეთებენ.
“არ იკითხოთ, რატომ აქვთ მათ ჯგუფში ნული ქულა. 13 წლამდე გუნდებიც კი გაცილებით მეტ სერიოზულობას იჩენენ ვარჯიშებზე”, – დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
🇲🇰 North Macedonia training, cone race edition 😀@ffmmkd | #EURO2020 pic.twitter.com/wuJjTk3EaP
— UEFA EURO 2020 (@EURO2020) June 17, 2021
მილანის “ინტერისა” და დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს დეფიბრილატორი ჩაუდგეს. ფეხბურთელმა ოპერაციის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
“მადლობას გიხდით ამდენი მოკითხვისთვის. საოცარი იყო მათი ხილვა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ყველაფერი რიგზეა. სასიამოვნო იყო გუშინდელი ფანტასტიკური მატჩის შემდეგ ბიჭების ნახვა. ვფიქრობ, არაა აუცილებელი იმის თქმა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ორშაბათს გასამართ შეხვედრაში მათ მხარს დავუჭერ”.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიისა და ფინეთის ნაკრებთა შორის 12 ივნისს გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ექიმებს მინდორზე ფეხბურთელისთვის რამდენიმე წუთის განმავლობაში გულის მასაჟის გაკეთება მოუწიათ, შემდეგ კი სტადიონიდან პირდაპირ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პოლონეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა.
ესპანელთა თავკაცმა დაადასტურა, რომ ხვალინდელ შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს ალვარო მორატა, რომელსაც გულშემატკივრები ხშირად აკრიტიკებენ.
“მორატა სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მე მას ვეტყვი, რომ იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აქამდე აკეთებდა. ხვალ მოედანზე მორატასთან და კიდევ 10 ფეხბურთელთან ერთად გავალთ. მოდი, მათ მხოლოდ მაშინ დაუსტვინეთ, როცა გულგრილობას დაინახავთ”, – განაცხადა ენრიკემ.
მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი სერხიო რამოსის კლუბიდან წასვლის ამბავს გამოეხმაურა.
ფრანგმა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და 35 წლის მცველს მადლობა გადაუხადა.
“ლეგენდავ, დიდი პატივი და სიამოვნება იყო შენთან ერთად მუშაობა როგორც მწვრთნელის, ისე მოთამაშის ამპლუაში. დიდი კაპიტანი ისტორიაში! მადლობა ყველაფრისათვის”, – წერს ზიდანი.
ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა დანიასთან გამარჯვების შემდეგ განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა გატანილი გოლი.
როგორც იცით, ბელგიამ დანია 2:1 დაამარცხა. დე ბრუინი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, როცა დანიელები იგებდნენ. თუმცა, მან ჯერ თორგან აზარს საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი მეტოქის კარი თავად აიღო.
“რობერტო მარტინესმა მოედანზე შესვლის წინ მითხრა, რომ სივრცეები უნდა შემექმნა. მე გოლი გავიტანე, მაგრამ მისი აღნიშვნა არ მინდოდა. დანიელ ფანების დიდ პატივს ვცემ. ახლა შეგვიძლია გახარებულები ვიყოთ. ვიცოდით, რომ დანიასთან რთული თამაში იქნებოდა და მათი ფანების წინ, შესაძლებელი იყო, ყველაფერი მომხდარიყო”, – განაცხადა 29 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დანიელთა ლიდერს, კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაემართა.
უეფა ევრო-2020-ის მონაწილე გუნდებს აფრთხილებს, რომ ფეხბურთელის მიერ პრესკონფერენციაზე სპონსორის ბოთლის გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი დაჯარიმდნენ.
ორშაბათს პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე “კოკა-კოლას” ორი ბოთლი მაგიდიდან გადადგა და ხალხს წყლის დალევისკენ მოუწოდა.
მომდევნო დღეს ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ, რომელიც სარწმუნოებით მუსულმანი გახლავთ, რელიგიური მოტივით ლუდ “ჰეინეკენის” ბოთლი გადადგა.
ოთხშაბათს იტალიის ნაკრების შუახაზელმა მანუელ ლოკატელიმ პრესკონფერენციაზე “კოკა-კოლა” წყლის ბოთლით ჩაანაცვლა.
აღნიშნული ფაქტების გამო ევრო-2020-ის დირექტორი მარტინ კალენი იძულებული გახდა, ტურნირის მონაწილე გუნდებისთვის შესაძლო სანქციების შესახებ შეეხსენებინა.
“ჩვენ ფეხბურთელებს პირდაპირ არასდროს ვაჯარიმებთ. უეფა ამას წევრი ასოციაციის მეშვეობით აკეთებს და მხოლოდ ფედერაციების გადასაწყვეტია უშუალოდ ფეხბურთელის დასჯა-არდასჯის საკითხი. ჩვენ გვაქვს დებულება, რომელიც გაფორმებულია ტურნირის მონაწილე ფედერაციებთან”, – ციტირებს კალენის სიტყვებს “ბიბისი”.