მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მსაჯს, პოლონელ სიმონ მარჩინიაკს ჟურნალისტებმა სხვადასხვა შეკითხვა დაუსვეს, თუმცა მარჩინიაკმა მხოლოდ ერთ შეცდომაზე მიუთითა.
“რა თქმა უნდა, შეცდომები იყო და შეცდომებს ყველა უშვებს. მე საფრანგეთის კონტრშეტევა გავაჩერე, როცა აკუნიამ მძიმე ჯარიმა აიღო. უნდა მიმეცა გაგრძელების საშუალება, თუმცა ასეთ მატჩში, ძალიან რთულია ყოველთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება. საბედნიეროდ, რაიმე დიდი შეცდომა არ ყოფილა”
მარჩინიაკმა საინტერესო უპასუხა ფრანგების პროტესტსაც, რომლებიც მესის გოლის დროს 2 არგენტინელის მოედანზე შესვლას აღნიშნავდნენ.
მსაჯმა ტელეფონით უჩვენა მომენტი, თუ როგორ არის საფრანგეთის ნაკრების 7 წევრი მოედანზე შემოსული, როცა მბაპემ გოლი გაიტანა.
აქ საუბარია ლეოს გოლზე დამატებით დროში და სათადარიგო სკამიდან მოედანზე 2 არგენტინელზე