ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და აგენტმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე ისაუბრა.
“პირველ რიგში, კვარა 100%-ით მზად არ არის. ის ჯერ კიდევ ტრავმის ეფექტს გრძნობს, რადგან როცა დრიბლინგს აკეთებს, მაქსიმალურ სიჩქარესა და ტურბოს არ რთავს. ძალიან ფრთხილობს, რადგან, შესაძლოა, ეშინია. შთაბეჭდილება მაქვს, ლობოტკაც არ არის კარგ ფორმაში” – განაცხადა ფედელემ.
ქართველმა ტრავმა ტრენტ-ალექსანდრ არნოლდთან შეჯახების შემდეგ მიიღო და მოედანზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.