წულუკიანი: “კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჩემზე დასარტყმელად გამოიწვია” (ვიდეო)

სპორტის და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “იმედი live-ს” ეთერში განცხადება გააკეთა.

“ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემ გონებაში ან განწყობასი გადამაქვს კრივის სამყაროზე ან მოკრივეებზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მადლობას იმსახურებენ” – განაცხადა წულუკიანმა.

კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით წიკლაურია.

2020 წლის ივნისში კრივის ფედერაციას დაფინანსება შეუწყვიტეს.

“რუბინმა” 8 მილიონი მიიღო – რამდენი დარჩა ბათუმის “დინამოს”?

Transfermartk-ის ინფორმაციით, რომელმაც დღეს ხვიჩა კვარაცხელია 35 მილიონად შეაფასა, ყაზანის “რუბინმა” კვარას სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო მიიღო.

როგორც იტალიელთა მხრიდან ოფიციალურად არის ცნობილი, “ნაპოლიმ” ქართველში 10 მილიონი გადაიხადა და შესაბამისად, დარჩენილი 2 მილიონი ბათუმის “დინამოს”, შუამავლებსა და აგენტებს შეხვდათ.

თვითონ არჩილ ბერიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გუნდში 2 თვის მოსულ ფეხბურთელში 10 მილიონს არავინ გადაიხდიდა. ასევე, გენერალური დირექტორის, ასლან ბალაძის თქმით, კვარაცხელიას სანაცვლოდ ბათუმმა პრაქტიკულად სიმბოლური თანხა მიიღო.

დღეს “ნაპოლი” კვარას 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არც გაყიდის.

ზურაბ კახაბრიშვილი: “ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ”

სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომაზე ექიმების ანაზღაურების შესახებ ისაუბრა.

“ჩემი ექიმები ტაქსაობენ საღამოობით, პირდაპირ გეუბნებით. მაქსიმუმ ხუთ კაცს აქვს 1000 ლარი, დანარჩენი 100-500 ლარი. მაშინ ჩვენ მოდი ცალკე ვიქნებით და ფედერაციებმა გადაწყვიტონ, რა უღირთ ექიმები და მე იმ სტანდარტებს დავაჯენ. თუ არა, მოძებნონ სხვა სპეციალისტები.”

“აგერ სოციალური პრობლემა არის. რას ჭამენ, მშობლებს აქვთ კი თანხა? არ შეიძლება ასე, წყალზე არიან. ათასი დაავადებაა შემდეგ, რომელსაც ბავშვი მალავს, რომ შეკრებაზე წავიდეს. აქ, თქვენ ოლიმპიური ჩემპიონები ხართ და თქვენც გაგივლიათ ეს ყველაფერი” – განაცხადა კახაბრიშვილმა.

ოლიმპიურ გუნდში 60-ზე მეტი ექიმი ირიცხება.

მერაბ მეტრეველი: “რამდენ ხანს გაქაჩავ ცუდი თამაშით?

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი აქტიურად აფასებს ქართული გუნდების და საქართველოს ნაკრების თამაშებს. ამჯერად, მან გიბრალტართან და ჩრდ.მაკედონიასთან მატჩები შეაფასა.

გიბრალტართან თამაშშიც მხოლოდ ორი რამ იყო კარგი:
1) ანგარიში
და
2) კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც კარგ ფეხურთელობასთან ერთად კარგი ადამიანობაც და პრინციპულობაც გამოავლინა და ბნელ ჰომოფობებს თავი არ დაუხარა, ნაკრებში მე-100 თამაში ითამაშა.

დანარჩენზე რა გითხრათ? ლორია რომ არა, შეიძლება ვერც მოგვეგო. გასაგებია, რომ ხვიჩა ყოველთვის ხვიჩაა, მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე ზოგ გულშემატკივარს გაუჩნდა განცდა (და არცთუ უსამართლოდ), რომ ხვიჩას გარეშე ნაკრები ისეთივე ცუდი გუნდია, როგორიც ადრე იყო.
ორი თამაშის ჯამში კი ხელთ შეგვრჩა ცუდი თამაში, მაგრამ მოგება. ახლა ზოგი კითხულობს: სულ კარგ თამაშს და სულ წაგებას ცუდი თამაში და მოგება არ ჯობიაო?

კი ჯობია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ორივეს ჯობია კარგი თამაში და მოგება და მარტო „ჯობიაზეც“ არაა საქმე: რამდენ ხანს გაქაჩავ ცუდი თამაშით? ასეთი თამაში გვეყოფა ნახევარფინალის და მითუმეტეს ფინალის მოსაგებად?

თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალი და ფინალი დროში ისე შორსაა (2024 წლის მარტში), მანამდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასევე მანამდე ჩვეულიბრივი შესარჩევი ციკლი გვაქვს სათამაშო და იქ, როგორც აბანოში, გამოჩნდება თეთრი და შავი, რადგან ყველანაირი ძალის მეტოქე გვეყოლება. და ასევე გამოჩნდება სანიოლის გაქანება: არის ის ის მწვრთნელი, რომელსაც კიდევ შეუძლია გუნდს მოამატებინოს, თუ ეს მისი ჭერია და უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად სხვა მწვრთნელი დაგვჭირდება?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ნახევარფინალამდე უნდა გვქონდეს უკვე პასუხი.
ასევე მანამდე იქნება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ნაწილობრივ ჩვენც ვმასპინძლობთ და სადაც ეროვნული ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის ნახევარს შეუძლია თამაში ხვიჩას თამადობით.
ასე რომ შევხედოთ მომავალს იმედიანად და ვეძებოთ კარგი საყრდენები!

p.s. მესამე კარგი რამეც მომხდარა გუშინდელ თამაშში: რეკორდი დავამყარეთ – 11 წაუგებელი თამაში გვაქვს. ამხელა წაუგებელი სერია ჯერ არ ქონია ჩვენს ნაკრებს.

ეს ცალსახად კარგია, მაგრამ ბევრს შეიძლება არც არაფერს ცვლიდეს, რადგან წინა რეკორდი (10 წაუგებელი თამაში) ქეცბაიას დროინდელ ნაკრებს ეკუთვნოდა, გუნდს, რომელიც ალბათ ყველაზე არაშემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ვერაფერსაც ვერ მიაღწია.

ვისურვოთ, რომ, ეს ახალი რეკორდი უკეთესი მომავლის საწინადარი იყოს” – დაწერა მეტრეველმა.

“კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი გუნდი აირია! დღეს ანტი ფეხბურთი იყო!”

საქართველომ გიბრალტარი სტუმრად 1-2 დაამარცხა. გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება არ გამოუვიდა, მაგრამ ჯგუფი 16 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის ნახევარფინალში მეტოქეს სახლში მიიღებს.

ქართველი გულშემატკივრები ნაკრების თამაშს და ფეხბურთელებს აფასებენ.

“ჩვენები რასაც თამაშობდნენ, მაგას ფეხბურთი არ ქვია.ძალიან სამწუხაროა”

“კიდევ კარგი მსაჯმა უფრო მეტი არ დაამატა, თუ არა, იქნებოდა ჩვენი თავის მოჭრა. კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი გუნდი აირია და ყველა თავისთვის დაათრებდა ბურთს და ეგოისტურად ცდილობდნენ რამენაირად გოლის გატანას. რაღაცნაირად ხვიჩას კომპლექსი აქვთ ზოგიერთებს, ცდილობენ “გატოლებას”, მაგრამ ძალიან ცუდად და მაინც ვერ გამოსდით, ამით კი გუნდური თამაში ირღვევა და ვიღაცის ამბიციას გუნდის შედეგი გადაჰყვეს”

“ვერ ვიტყვით, რომ კარგი თამაში იყო. არადა დიდი ანგარიშით ველოდი მოგებას, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ! გილოცავთ ყველას”

“ნახევარდაცვაში ძალიან გვიჭირს, ძლიერ გუნდთან გაგვიჭირდება…”

“გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მარა უკეთაც შეგვიძლია გიბრალტარის ნაირ ნაკრებთან დამაჯერებელი ანგარიშით უნდა იგებდეს გუნდი”

“მადლობა მსაჯს, რომ 11-იანი არ დაგვიდო, როცა კაკაბაძეს ხელზე მოხვდა ბურთი, თორემ 2:2 დამთავრდებოდა თამაში!.. მომავალი წლის მარტის ბოლომდე ნახევარი წელია, ანუ ნაკრების ასაკოვანი წევრები 6 თვით “დაბერდებიან” და სისწრაფეს დაკარგავენ (ჯაბა კანკავამ ამიტომ დაასრულა სანაკრებო კარიერა, რაც პატივისცემას იმსახურებს)! ჰოდა, ნაკრებს აშკარად სჭირდება გაახალგაზრდავება, განსაკუთრებით დაცვაში და ნახევარდაცვის ცენტრში, თორემ თუ ასე “ვიარეთ” მოედანზე, გიბრალტარი კი არა, ნებისმიერი სამოყვარულო გუნდი მოგვიგებს!”

“დღეს ანტი ფეხბურთი იყო,მაგრამ მთავარია მოვიგეთ”

“ნაკრებს გამოაკელით კვარაცხელია და გიბრლტარიც გვიგებს”

“პირველ რიგში გილოცავთ მოგებას და ჯგუფში 16 ქულით დასრულებას, მაგრამ ძალიან ცუდი იყო, რომ სადღაც 55-ე წუთიდან მოდუნდა გუნდი და გაჩერდა. აღარც პრესინგს თამაშობდა და არაფერს. არ შეიძლება ასე არასერიოზული დამოკიდებულება, ვისაც არ უნდა ეთამაშებოდე. ამიტომ იყო, რომ ბოლო წუთებში დიდ გულზე იყვნენ. ლობჟანიძეს ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა. ერთხელ არ მახსოვს ამ ბიჭს კარგად ეთამაშოს ნაკრებში. სისწრაფე და გახსნა კი აქვს, მაგრამ შემდეგ სწორად ვერ აგრძელებს შეტევას.
სხვა რა ვთქვა მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის მაგრამ მაინც მეტს ველოდით გულშემატკივრები ამ თამაშიდან 3 ქულა კარგია და გილოცავთ კიდევ ერთხელ!”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად 11 მატჩიანი წაუგებელი სერია დადო – 9 მოგება და 2 ფრე.

კვარა კვლავ საუკეთესო იყო! გიბრალტარიდან მოყვარული ფეხბურთელი გამოირჩა!

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი გამართა და გიბრალტარი 1-2 დაამარცხა.

Sofascore-ს შეფასებით, ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიკა კვეკვესკირმა მიიღეს – 7.7

წიტაიშვილი 7.5, ხოჭოლავა 7.4, მექვაბიშვილი 7.3 და კაშია 7.2.

გიბრალტარიდან ყველაზე მეტი ნახევრად პროფესიონალმა თავდამსხმელმა, ბრედლი ბანდამ (7.6) დაიმსახურა.

კვარა რეკორდზე მიდის! 30 მილიონი ევრო ისტორიაში პირველად

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი გახდა და მის მიმართ დაინტერესება საოცრად გაიზარდა.

სულ მალე Transfermarkt-ი იტალიის სერია A-ს ფეხბურთელების ღირებულებებს განაახლებს და მოსალოდნელია, რომ კვარას ფასი მინიმუმ გაორმაგდება.

დღეს Transfermartk-ის მიხედვით, ხვიჩა 15 მილიონად არის შეფასებული, თუმცა ეს 5 მაისის მონაცემია, როცა “დინამო ბათუმში” იყო.

რამდენიმე დღის წინ გიორგი მამარდაშვილი 10 მილიონიდან 20 მილიონ ევროზე ავიდა, რითაც ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მალე მას კვარაცხელია გადაასწრებს.

დომენიკო ლა მარკა: “კვარამ მთელი იტალია რონალდოსავით მოაჯადოვა”

იტალიელმა ჟურნალისტმა დომენიკო ლა მარკამ “ნაპოლის” ტრანსფერებზე ისაუბრა და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

“სეზონის მთავარი სიუპრიზი? აშკარაა, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. მის ნიჭში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ხვიჩა პირველივე მატჩიდან უმაღლეს დონეზე გამოდის და მხოლოდ რამდენიმე შემტევს ჰქონია მსგავსი გავლენა სერია A-ზე. მე ამ კუთხით შემიძლია ბრაზილიელ რონალდოს შევადარო, რომელმაც პირველ შეხვედრებში ყველა მოაჯადოვა” – განაცხადა დომენიკომ.

“ნაპოლიმ” კვარაცხელიას ტრანსფერში მხოლოდ 10 მილიონი გადაიხადა.

“აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს! იცით, რამდენს უყვარს ხვიჩა?” – დავით ბრაგვაძე პოლიტიკოსებს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა დავით ბრაგვაძემ სოციალურ ქსელში საქართველო – ჩრდ.მაკედონიის შემდეგ პოსტი დაწერა.

“დასაწყისშივე ხაზს გავუსვამ, რომ ბავშვებზე არაა ეს პოსტი. მათ მშობლებზეა…

ბიჭო, ჯერ იყო და არც მე, არც ჩემი შვილი, არც მამაჩემი, არც ჩემი ძმაკაცები და მათი შვილები, არც არავინ შეგვიშვით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშზე, რა დროსაც საშინაო არენის უპირატესობა დაგვაკარგინეთ და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვეთ…

სამაგიეროდ თქვენ მიხვედით. მიხვედით საკუთარ შვილებთან ერთად, სრულიად ცარიელ სტადიონზე და ბავშვობიდანვე ჩაუნერგეთ აზრი, რომ პრივილეგირებულ კასტას წარმოადგენენ.

გუშინ, ნაკრების გამარჯვების მერე ისევ აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში და როგორი ბედნიერები არიან, როგორ აუხდინა გავლენიანმა მამიკომ ოცნება…

იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! იცით რამდენ ბავშვს უნდა ხვიჩასთან მასე მიახლოება?! იცით რამდენი ბავშვი ოცნებობს ნაკრების გასახდელში მოხვედრაზე?! თუმცა ამ კარგ ბავშვებს, თქვენი კარგი ბავშვებისგან განსხვავებით ეგეთი გავლენიანი და მამიკოები არ ჰყავთ…

ან საკუთარ შვილებს რას ერჩით? მართლა გგონიათ რომ კარგ საქმეს უკეთებთ?!

სხვისი შვილები მაინც დაინდეთ და კი მაინც ნუღარ უფრიალებთ დაუმსახურებელი პრივილეგიებით მიღწეული მომენტების ამსახველ ფოტოებს.და

არ შეიძლება ბავშვებს ბავშვების შურდეთ. არ შეიძლება თუნდაც მამები საკუთარ შვილებს (რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ) ასეთი პრივილეგიებით რყვნიდნენ..” – დაწერა ბრაგვაძემ.

სჯობს მესის არ შეეხოთ! არგენტინა ლეოს ღმერთივით ეპყრობა (ვიდეო)

არგენტინამ ჰონდურასის ამხანაგურ მატჩში 3-0 დაამარცხა. ერთ-ერთ მომენტში მესის მხარი უხეშად ჰკრეს და სრულიად არგენტინის ნაკრები მის დასაცავად გაემართა.

შარაშენიძე: “ჩრდ.მაკედონიას კლასის ხარჯზე მოვუგეთ”

ლექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ფეხბურთზე საკმაოდ ხშირად წერს ხოლმე, საქართველო – ჩრდ.მაკედონიის მატჩი შეაფასა.

მაკედონიას იმის ხარჯზე მოვუგეთ რომ გვყავს ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი, ერთს კი მაგრად წაუვიდა თამაში.

როცა გუნდი კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ მაინც იგებს, ამბობენ კლასის ხარჯზე მოიგოო. ალბათ სწორედ ეს მოხდა. კლასი კი ჩემი აზრით იმ ორმა განაპირობა. ერთმა მარცხენადან მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და სანამ მეტოქე (რომელიც მარცხენა ფლანგზე მას განსაკუთრებულად მეურვეობდა) გონს მოვიდა, გოლი შექმნა. მეორე კი კარში მაგრად იდგა და მისი იმედით დაცვაც საკმაოდ მშვიდად თამაშობდა.

ერთი-ორი მაღალი კლასის ფეხბურთელიც რომ გვყავდეს მაშინ უეჭველი გავალთ ევროზე. ისინი უპირველესად შუახაზში გვჭირდება. ძლიერი შუახაზის გარეშე ვერცერთი გუნდი წავა შორს.
მაგრამ აი ზემოხსენებული ორიდან ერთიც რომ დაგვაკლდეს მაკედონიასაც კი ვერ მოვუგებთ“, – დაწერა შარაშენიძემ.

სხვადასხვა ვებ-გვერდმა გუშინ საუკეთესოდ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

ბლაგოია მილევსკი: “უფრო მეტი დავიმსახურეთ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით”

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსთან განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ქართველებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას ვულოცავ. მე ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ასევე, ვამაყობ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ. ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ, უფრო მეტი დავიმსახურეთ.

თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით. გოლების გატანის ბევრი შანსი გვქონდა. ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, რაც ფიზიკური და მენტალური პრობლემების გამო მოხდა. შეცდომები ფეხბურთში ყოველთვის ხდება”, – განაცხადა მილევსკიმ მაკედონიურ პრესასთან საუბრისას.