“ხვიჩამ ბურთი 17-ჯერ დაკარგა/ მალდინიმ ნეტა კალაძეს ვერ დაურეკა?” – რას წერენ ფანები კვარაზე?

ხვიჩა კვარცხელიამ “მილანის” წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა, მცველებს 3 ყვითელი ბარათი მიაღებინა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

სოციალურ ქსელში ფანების დიდი ნაწილი კვარას საოცარ მოთამაშედ და “ნაპოლის” მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევს, თუმცა დღეს მისი თამაში ნაკლებად მოეწონათ.

“კვარა > კრიშტიანუ რონალდო”

“ის დროა, მისი სახელი და გვარი კარგად ისწავლოთ”

“კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, 3 ყვითელი აკიდა, 2 ცვლილება გააკეთებინა, თუმცა დღეს მაინც არ მომეწონა”

“როცა მას ბურთი აქვს, უბრალოდ, ყველაზე საშიშია ამ პლანეტაზე”

“კვარაცხელიამ “მილანის” ნახევარი დაცვა ააწიოკა, პიოლის 2 ცვლილება გააკეთა მეორე ტაიმზე, მაგრამ დღეს მისი დღე არ იყო”

“ყველაზე მეტად ეს ბიჭი მომწონს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ბურთი 17-ჯერ დაკარგა”

“დავიჯერო, მალდინი ახლა რას შვება? რას ფიქრობს? არ ჰქონდა კალაძის ნომერი, რომ დაერეკა და ეს ქართველი ჩვენთან ყოფილიყო?”

“მის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მატჩში, კიაერსა და კალაბრიას ყვითელი აკიდა და პენალტი მოიპოვა. ასე იბადებიან ლეგენდები!”

“პიოლის” გეგმა, რომ მეორე ნახევარში თამაში გადაერჩინა

 

ხვიჩა უბრალოდ შეუჩერებელია! რა შეფასება მიიღო კვარამ?

“ნაპოლიმ” სტუმრად “მილანი” 1-2 დაამარცხა და ამაში თავისი დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.

ხვიჩამ “მილანის” 3 მცველს ყვითელი მიაღებინა და გუნდისთვის მორიგი პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად პოლიტანომ გარდასახა.

ქართველმა მარჯვენა ფლანგზე მცველები უბრალოდ ააწიოკა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სამწუხაროდ, ავტორიტეტული შემფასებლები კვარაცხელიას თამაშს მის თანაგუნდელებთან შედარებით, მაინც, ნაკლებად – 6.8 ქულით აფასებენ (Sofascore). ყველაზე მეტი პოლიტანომ (7.5) დაიმსახურა.

Whoscored-მა, ასევე, 6.8 ქულა დაუწერა კვარას და პოლიტანო და მცველი კიმი გამოარჩია.

Footmob-ით ხვიჩა 7 ქულა დაიმსახურა.

“ნაპოლი” 17 ქულით სერია A-ს ლიდერია.

თურქმა იაკობიშვილს ხელი არ გაუშვა და გათიშა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი თურქ სერვეთ ჩოკუნს დაუპირისპირდა. შეხვედრას 2-0 იგებდა და მოიგო კიდეც, თუმცა დროის გასვლის მიუხედავად, თურქმა იაკობიშვილს კისერზე ხელი არ გაუშვა და ქართველი მოჭიდავე გაითიშა.

ამას მთავარი მწვრთნელი გეგეშიძე აპროტესტებდა, თუმცა მსაჯმა პრაქტიკულად არაფერი გააკეთა.

ნახევარფინალში იაკობიშვილი ამერიკელ მოჭიდავესთან 0-7 დამარცხდა.

@wrestlingmma1 Today in world championship 😱 #fyp #wrestling #борьба #борьбавольная🤼‍♂️#freestylewrestling #unitedworldwrestling #georgia #saqartvelo ♬ original sound – Wrestling MMA

ვიკინგები: “ქობულეთის “შუქურა” დაიშალა”

საფეხბურთო კლუბ ქობულეთის “შუქურას” ფან-კლუბი “ვიკინგები” სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ “შუქურა” ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა.

“ჩვენ არასოდეს არ ვცდებით ! ჩვენი სიტყვები ასრულდა, გუნდი დაიშალა!

ჯერი ქალაქზეა, ქობულეთლებზე და ყველა იმ ხალხზე, ვისაც გული შესტკივა. ეს ყველაფერი იმ ხალხსაც ეხება ვისი ბავშვებიც ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობს ! თქვენ მშობლებო თქვენც უნდა მოხვიდეთ ყველანი, თქვენი შვილებიც პრობლემის წინაშეა, თაობა დაიკარგება , ხვალ მთელი ქობულეთი უნდა გავერთიანდეთ ! და ეს გუნდი გადავარჩინოთ!”

“ბიჭები ის ბიჭები, რომლებმაც ყველა დაადუღა ლიგა 2 ში ! ისევ მიატოვეს შუა გზაზე ბო””””” ხელმძღვანელობამ და ეს ბიჭები უკვე ბარგს ალაგებენ და ოჯახებში ბრუნდებიან ! ამ ბიჭებმა ბევრი ემოციები გვაჩუქეს, მაგრამ აღმოჩნდნენ ხალხი, რომლებისთვისაც ტყუილი პირველია.  მოატყუეს ბიჭები, ფანები კი პირველივე დღიდან მოგვატყუეს, ეს ხალხი კიდე ქობულეთლობაზე ისაუბრებს!” – ვიკინგები.

2 დღის წინ “შუქურამ” “ლოკომოტივი” თასის 1/8 ფინალში 2-0 დაამარცხა. გუნდი 38 ქულით ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერია.

“არსენალის” პატარა ფანმა დროგბა დატროლა (ვიდეო)

“არსენალის” პატარა ფანმა “ჩელსის” ლეგენდას, დიდიე დროგბას ხელი ჯერ “ჩელსის” მაისურზე მოაწერინა და შემდეგ დატროლა.

ახალი კონტრაქტი 1 მილიარდით და ტელეფონის ნომერი ულამაზესი ფანისგან (ვიდეო)

“ბარსელონას” 18 წლის ვუნდერკინდმა გავიმ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

“ბარსამ” ამ ფაქტს მცირე ცერემონია მიუძღვნა და გავი ფანებთან ერთად ფოტოებს იღებდა და მაისურებზე ხელს აწერდა.

სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვას აგროვებს ვიდეო, სადაც ულამაზესი გოგონა გავისთან მიდის და ფურცელს აწვდის, დიდი ალბათობით, მის ტელეფონის ნომერს.

ეს მომენტი ბევრს გამორჩა, თუმცა ახლა მთელი ნეაპოლი აღნიშნავს! რა გააკეთა კვარამ?

გუშინ “ნაპოლიმ” “რეინჯერსი” 0-3 დაამარცხა და ამაში თავისი დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.

ხვიჩამ მეორე პენალტი მოიპოვა, რომელიც პოლიტანომ შეასრულა. მანამდე პირველი პენალტის დროს ბურთთან ზელინსკი მივიდა და ორჯერ გააცუდა.

ამ მომენტში ბურთთან პოლიტანოა მისული და კვარა ზელინსკის გადაეხვია, ჩაეხუტა და გაამხნევა.

“ნაპოლის” ფანები ამ ყველაფერს განსაკუთრებული სიყვარულით შეხვდნენ და აღნიშნავენ, რომ დღეს “ნაპოლი” ერთი გუნდია.

ერთ-ერთმა ფანმა ასეთი კომენტარი დაწერა: “თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხვიჩას გუშინ არ გაუტანია, ნამდვილად ცდება”

რამაზ სვანაძე: “საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს”

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს, ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.

მოახლოებული მატჩების, სასელექციო პროცესის და ახაგლაზრდული ნაკრების გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ ვრცლად ისაუბრა.

“დიდი დრო აღარ დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და ვცდილობთ, რომ ის რესურსი რაც ჩვენ ხელშია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული, თუმცა ამავე დროს საინტერესო თამაში გველოდება, პირველი მატჩი გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ფინალისტი და კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, რადგან ასეთ მატჩებში ჩანს ის თუ რეალურად სად ვიმყოფებით, ჩანს ჩვენი ძალა და ის მინუსები, რომლებზეც შემდგომ გვექნება სამუშაო. ასევე რთულ თამაშს ველოდებით თურქეთში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ აქცენტი უნდა გვქონდეს პორტუგალიასთან მატჩზე.”

“რაც შეეხება მზადების პროცესს, ის რაც აქამდე დავგეგმეთ ნორმალურად შესრულდა ყველაფერი და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ წარსულში არ ვიყურებით და მუდამ მზად უნდა ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის. დღეს, გუნდში გვყავს ახალწვეული – გიორგი კვერნაძის სახით, რომელსაც ჯერ კიდევ 19-წლამდე ნაკრებიდან ვადევნებთ თვალს. მას აქვს პროგრესი და ნამდვილად დაიმსახურა ის შანსი რომელსაც მიიღებს, დანარჩენი უკვე მასზე იქნება დამოკიდებული.”

“სელექციის კუთხით გვაქვს პრობლემები რამდენიმე პოზიციაზე. ვისურვებდი მეტ კონკურენციას და ვისურვებდი, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ზოგადად სელექციის კუთხით ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, რადგან ეს არ არის მზადება მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, ჩვენ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ტურნირის ჭრილში აღვიქვამთ და როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვახსენებ, სწორედ მათ მოვიაზრებ. რადგან მომავალში მათი გვეიმედება, სწორედ ამიტომ ისინი ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. ნებისმიერმა ფეხბურთელმა პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ კლუბში ჰქონდეს პრაქტიკა და შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში.

“ასევე, მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არამარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებაში, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არამარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს, ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია, ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის” – განაცხადა სვანაძემ.

U21 | შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩი, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან 21:00 საათზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Gff.ge

“რეინჯერსის” ფანებმა კვარას შეურაცხყოფა მიაყენეს

“ნაპოლიმ” “რეინჯერსი” შოტლანდიაში 0-3 დაამარცხა, რაც შოტლანდიელ ფანებს ნამდვილად არ მოეწონათ და მათი რისხვა თავს იტალიური გუნდის ფეხბურთელებს დაატეხეს.

როგორც AreaNapoli წერს, ფანებმა შეურაცხყოფა კვარას და სხვა რამდენიმე ფეხბურთელს მიაყენეს, რომლებიც სტადიონზე მატჩის შემდეგ გარკვეული ხანი დარჩნენ.

სტიუარდებსა და პოლიციელებს დერეფნის გაკეთება მოუწიათ, რათა მოთამაშეები მშვიდობიანად გასულიყვნენ.

გუშინ კვარამ “რეინჯერსის” მცველები ააწიოკა…

ხვიჩა კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო! რა შეფასება მიიღო კვარამ?

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე “რეინჯერსის” წინააღმდეგ ითამაშა და ამ მატჩში აქამდე ყველაზე მეტი, 90 წუთი დაჰყო მოედანზე.

კვარა აქტიური იყო პირველ ნახევარში, მე-2 ტაიმში კი სწორედ მისი მოპოვებული პენალტის შემდეგ გაიხსნა ანგარიში და გასვლამდე რამდენჯერმე გაამწარა “რეინჯერსის” მცველები.

Sofascore-მა ხვიჩას 7.0 ქულა დაუწერა და მის წინ ერთბაშად 10 ფეხბურთელი დააყენა.

Whoscored-მა 7.23-ით შეაფასა და მასზე მაღალი 9 ფეხბურთელს მისცა.

პენალტის გარდა, კვარაცხელიამ 8 ორთაბრძოლა მოიგო და 2 დრიბლინგი შეასრულა წარმატებულად. გარდა ამისა, საუკეთესო იყო დღეს დაცვით ფუნქციებში.

მომდევნო მატჩში ქართველს სან-სიროზე “მილანის” წინააღმდეგ ექნება.

ხვიჩა კვარაცხელიამ “რეინჯერსთან” პენალტი მოიპოვა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო