თბილისის “დინამო” 3 ფეხბურთელით გაძლიერდა

თბილისის “დინამო” ევროტურნირების წინ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა.

გუნდს იჯარით გაშვებული გიორგი კუცია და დავით კობოური დაემატნენ. კუცია ჩრდ.მაკედონიის “რაბოტნიჩკში” იყო, კობოური კი ჩეხურ “კარვინაში”.

გარდა დაბრუნებულებისა, გია ჭიაბრიშვილის ინიციატივით, “ლოკომოტივის” ყოფილი ნახევარმცველი ულად ომარ-იმრანიც “დინამოს” მოთამაშე გახდა. მაროკოელმა თბილისელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შესაძლოა, გუნდმა “საბურთალოდან” წასული ფეხბუთელებიდან რომელიმე დაიმატოს. მათ შორის, საუბარია ლაშა შინდაგორიძეზეც.

 

ჰალკის ფანტასტიკური გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში (ვიდეო)

35 წლის თავდამსხმელი ჰალკი ბურთს ბრაზილიაში, “ატლეტიკო მინეიროში” აგორებს და კვლავ მაგარ ფორმაშია. ამჯერად, გოლი და საგოლე პასი ფლამენგოს შეუსრულა და ერთ-ერთი ფანტასტიკური გამოუვიდა.

შკრინიარი და “პსჟ” შეთანხმდნენ

მილანის “ინტერის” მცველი მილან შკრინიარი “პარი სენ-ჟერმენთან” პირადი კონტრაქტის ყველა პირობას დათანხმდა. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მხარეებმა ყველა დეტალი მოაგვარეს. დღის წესრიგში რჩება მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება. “პარი სენ-ჟერმენი” სლოვაკი მცველის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის, იტალიელები კი 70 მილიონს ითხოვენ.

ფრანგული კლუბი შკრინიართან ხუთწლიან კონტრაქტს აფორმებს, წელიწადში კი დაახლოებით 7,5 მილიონ ევროს გადაუხდის.

მილან შკრინიარმა გასულ სეზონში “ინტერის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

“გელოდებით ნაპოლიში ხვიჩა” – იტალიელი ფანები კვარაცხელიას ელიან

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამის შესახებ “ნაპოლის” ფანებმაც მალევე გაიგეს.

სიმონე გუადანო (CalcioNapoli24)

“ხვიჩა საქართველოს” საუკეთესო ფეხბურთელია”

დიეგო რინალდი (ნაპოლის ფან-გვერდის ადმინი)

“ხვიჩა ადგილობრივი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა”

“Ti aspettiamo a Napoli Khvichia – გელოდებით ხვიჩა ნაპოლიში”

“დეულოფეუ უკვე გამოცდილი და ნაცადი მოთამაშეა, ხვიჩას კი შეუძლია ბომბი იყოს”

“მე თქვენ ყველას გეთანხმებით, რომ მას შეუძლია ახალი მარადონა იყოს”

Napoli Online

“კვარაცხელია? 2001 წლიანი ბიჭი დიდი პერსპექტივით”

აქვე კომენტარებში წერენ, რომ მასზე ზედმეტი ზეწოლა არ უნდა მოხდეს და საშუალება მიეცეს, ადაპტაცია მარტივად და წყნარად გაიაროს.

ქართველი “ნაპოლიში” 2 კვირაში ჩავა.

გიორგი წიტაიშვილი ულამაზეს შეყვარებულთან ერთად ესპანეთში ისვენებს (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შვებულებას ესპანეთში შეყვარებულთან ერთად ატარებს და სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს.

საოცარი კადრები – მწვრთნელმა მოცურავე სიკვდილს გადაარჩინა

ამერიკელმა პროფესიონალმა მოცურავე ანიტა ალვარესმა ცურვის დროს გონება დაკარგა და მისი გადრჩენა მწვრთნელმა შეძლო.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ალვარესმა წყალში გონება დაკარგა.

მამარდაშვილი “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს

blanquinegres გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მეკარე “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.

მხარეებს შორის თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და გამოსასყიდი თანხა 20 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება.

გასული შესანიშნავი სეზონის შემდეგ გიორგის მიმართ ინტერესი “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ვილიარეალმა” და “ტოტენჰემმა” გამოთქვეს.

საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 20 ქულა და მცირე წინსვლა ერგო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ერთა ლიგის ჯგუფში 10 ქულით პირველ ადგილზეა.

შესაბამისად, ნაკრებმა დღეს განახლებულ რეიტინგში წინ წაიწია, თუმცა მხოლოდ 3 პოზიციით.

საქართველოს 20.15 ქულა დაემატა და 85-ე ადგილიდან 82-ე-ზე აღმოჩნდა.

რეიტინგს კვლავ ბრაზილია ლიდერობს, შემდეგ ბელგია და არგენტინა მოდიან.

რუმინეთში კვირკველიაზე უარს ამბობენ?

ბოლო დროს რუმინეთში მთავარი განსახილველი სატრანსფერო ამბავი სოლომონ კვირკველიას “სტიაუაში” გადასვლაა.

აქტიურად იწერება, რომ მხარეები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში და მოლაპარაკების ბოლო სტადიაზე არიან, მაგრამ დღეს განხვავებებული ინფორმაცია გავრცელდა.

“სტიაუას” გენერალური დირექტორი მიჰაი სტოკა მფლობელ ჯიჯი ბეკალს კლუბის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს და სტოკას სურს ქართველის ნაცვლად ბერძნელი მცველი დაიმატოს.

საბას ამის გარდა თურქული ვარიანტებიც აქვს.

“სტიაუა” უკვე წლებია “კლუჟის” დომინაციას წინააღმდეგობას ვერ უწევს და ვიცე-ჩემპიონობით კმაყოფილდება.

სპალეტისა და გეგუჩაძის საერთო შეთანხმება

იტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიური “ნაპოლი” ლუჩანო სპალეტის ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დაუკავშირდა და მოსთხოვა, ხვიჩა კვარცხელია ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩებში აღარ ათამაშონ.

შესაბამისად, ხვიჩა “დინამოს” ბოლო 2 შეხვედრის განაცხადში არ მოხვედრილა, როცა სანაკრებო პაუზის შემდეგ ზურიკო “ტორპედოსთან” დაბრუნდა.

თვითონ გია გეგუჩაძესაც სურს სხვა ფეხბურთელები გამოსცადოს და გუნდი კვარაცხელიას გარეშე ნახოს, რადგან ევროტურნირებზე მისი შეცვლა ჯიღაურს, ჯოვინოს ან გაფრინდაშვილს მოუწევს.

მხარეებმა საერთო შეთანხმებას მარტივად მიაღწიეს. ქართველი ნეაპოლში ივლისის დასაწყისში ჩადის.

ჩალჰანოღლუ: “ზლატანი 40 წლის კაცია და ასე არ უნდა მოქცეულიყო”

“ინტერის” შემტევმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააკრიტიკა.

როგორც იცით, “მილანმა” გასულ სეზონში სერია A მოიგო, ზეიმისას კი ზლატანმა ფანებთან ერთად ჩალჰანოღლუს დასცინა. თურქი ფეხბურთელი “ინტერში” გადასვლამდე “როსონერის” ღირსებას იცავდა. მან ყოფილ კლუბს გოლიც გაუტანა, რომელიც პროვოკაციულად აღნიშნა.

“იბრაჰიმოვიჩი 40 წლის კაცია, ის 18 წლის არ არის, ამიტომ მის ასაკში ასეთ რამეს არ უნდა აკთებდეს. მას უბრალოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ზლატანს სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი არ შეუტანია, იშვიათად თამაშობდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო.

ამაზე საუბარს რომ თავი დავანებოთ, ზლატანი ხშირად მირეკავს, სადილზე მეპატიჟება. მან ჩემს შესახებ თავის წიგნშიც დაწერა. უკეთესი იქნებოდა, ზეიმის დროს სხვაგვარად მოქცეულიყო”, – უთხრა ჩალჰანოღლუმ Tivibu Spor-ს.

რა და როგორ შეცვალა ჭიაბრიშვილმა “დინამოში” 2 დღეში?

თბილისის “დინამომ” ეროვნული ლიგის გასულ ტურში “გაგრა” 5-0 გაანადგურა.

გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მივიდა და შეუძლებელია სათამაშო სტილზე, ფეხბურთელების ვარჯიშზე და მსგავს ნიუანსებზე საგრძნობი გავლენა მოეხდინა.

მაგრამ ჭიაბრიშვილს შეეძლო “დინამოში” განწყობა შეეტანა და ფეხბურთელებისთვის მეტი თავისუფლება მიეცა. სწორედ ამის საშუალებით გუშინ მეტი სილაღე და თამაშის სურვილი იგრძობოდა.

ცხადაძე გაცილებით უფრო მკაცრი მწვრთნელია, ვიდრე ჭიაბრიშვილი და გიორგის ფეხბურთელებთან კონფლიქტის შესახებ რამე ინფორმაცია არასდროს გავრცელებულა.

შემდეგი თამაში “დინამოს” “ტორპედოს” წინააღმდეგ 25 ივნისს უწევს.