რომელი გუნდშია საქართველოში ყველაზე დიდი ხელფასები?

“რა თქმა უნდა, “რუბინის” დარი ხელფასი ვერ შევთავაზეთ, მაგრამ საქართველოს დონეზე მსგავსი ხელფასი სხვებისთვის უბრალოდ მიუღწეველია. ხვიჩას დიდ თანხას ვუხდით, მაგრამ მასზე მეტი ჯოვინოს აქვს” – ეს განცხადება ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ 1 კვირის წინ გააკეთა.

“საქართველოს მასშტაბით ბიძინაშვილს ძალიან კარგი შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ “დინამომ” 2-ჯერ მეტი შესთავაზა და ისიც დათანხმდა” – გორის “დილას” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი ხელფასები ფეხბურთელებს სწორედ ჩემპიონ გუნდში აქვთ და საშუალოდ 15-20 ათასი ლარია.

მიუხედავად წარუმატებელი სვლისა, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებსაც აქვთ, რაც 10 ათასი 15 ათასამდე მერყეობს.

როგორც ჩანს, თბილისის “ლოკომოტივმა” ფინანსური მდგომარეობა გამოისწორა და კლუბში ჯერ ნოდარ იაშვილი, დღეს კი დავით უბილავა დაბრუნდა.

გავრცელებული ცნობით, “საბურთალოს” ფეხბურთელებს ხელფასის აღების პრობლემა 1.5 თვის განმავლობაში ჰქონდათ, თუმცა ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. ანაზღაურების დაგვიანების ტენდეცია სხვა ქართულ კლუბებშიც შეინიშნება.

ლუკაკუ და “ინტერი”: შეთანხმება მიღწეულია

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის “ინტერში” ბრუნდება.

“სქაი იტალია” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხარეები თითქმის შეთანხმდნენ. წყაროს თანახმად, “ნერაძური” ბელგიელი ფეხბურთელის იჯარაში რვა მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსებიც დაემატება. შეთანხმებას მხოლოდ “ჩელსის” ფორმალური თანხმობა აკლია, თუმცა ცნობილია, რომ ლონდონელები გარიგების წინააღმდეგნი არ არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერმა” რომელუ ლუკაკუ მიმდინარე კვირაში უნდა წარადგინოს.

ბელგიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში “ჩელსის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლუკაკუსა და ლონდონურ კლუბს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ზაფხულამდე აქვს.

 

მარიო გიოტცე ბუნდესლიგაში დაბრუნდა

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი მარიო გიოტცე სამშობლოში დაბრუნდა. 30 წლის ფეხბურთელი ფრანკფურტის “აინტრახტის” ღირსებას დაიცავს.

მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ზაფხულამდე ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, “აინტრახტმა” ტრანსფერში ოთხი მილიონი ევრო დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ გიოტცე ბოლოს “პეესვე ეინდჰოვენის” რიგებში თამაშობდა. გერმანელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნიდერლანდური კლუბის ფორმით 52 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლევან კობიაშვილი ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფიფას ახალ გადაწყვეტილებაზე და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებიც რუსეთში არიან.

“მივესალმები ფიფა-ს დღევანდელ განცხადებას. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფიფამ გაახანგრძლივა გადაწყვეტილება და ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე შეჩერების შესაძლებლობა მისცა. სურვილის შემთხვევაში, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე

მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვისაც რაიმე სახის ვალდებულება აკავშირებს რუსულ კლუბებთან. განსაკუთრებით იმ ვითარების გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა დგას.

არჩევანის გაკეთებისას თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

ფიფამ ეს გადაწყვეტილება პირველად რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამით უკვე ისარგებლა არაერთმა ფეხბურთელმა. მათ როგორც ევროპულ ისე ქართულ კლუბებში გააგრძელეს თამაში. იმედი მაქვს, ამ პროცესში ახლაც აქტიურად ჩაერთვებიან ქართული კლუბები და ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს ჩვენ ჩემპიონატში ვიხილავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაში ქართულ კლუბებს ევროტურნირების მატჩები ელოდებათ”, – წერს კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გაგნიძე და წულუკიძე რუსეთში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.

გიორგი ჯიქია სამედიცინო შემოწმებაზე “ვოლგით” მივიდა

გიორგი ჯიქია მოსკოვის “სპარტაკის” სამედიცინო შემოწმებაზე “ვოლგით” მივიდა.

ქართველი ფეხბურთელები რუსეთში ბრუნდებიან

ლუკა წულუკიძეს “ურალში” დაბრუნების შემდეგ, რუსეთში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაბრუნდა.

როგორც Sportexpress წერს, მოსკოვის “დინამოში” ლუკა გაგნიძეს კვლავ ვიხილავთ.

19 წლის გაგნიძე პოლონურ “რაკუვში” თამაშობდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდა და როგორც ჩანს, პოლონელებმა მისი გამოსყიდვა არ მოისურვეს.

თუ “დინამოს” მწვრთნელი კვლავ გადაწყვეტს, რომ ლუკა მოსკოვისთვის მზად არ არის, ქართველი ეკატერინბურგში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ გაგნიძე-წულუკიძის აგენტი ირაკლი ლილუაშვილია.

ჭიაბრიშვილს “დინამოში” თავისი რჩეული ფეხბურთელი მიჰყავს

თბილისის “დინამო” გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა და გუნდთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რამდენიმე თვიანი ტრავმის შემდეგ “დინამოში” მეკარე დავით კერესელიძე დაბრუნდა. გარდა ამისა, ჭიაბრიშვილს ყოფილი “დინამოელის” და ფეხბურთელის, ბექა დარცმელიას დამატება სურს.

22 წლის დარცმელია თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია, თუმცა გაცილებით მეტი შანსი “ლოკომოტივში” მიიღო და ახლაც “ლოკომოტივში” გამოდის, რომელიც 3 ქულით ბოლო ადგილზეა.

თავკაცს ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერების მიზანი აქვს და საკმაოდ აინტერესო იქნება დარცმელია-მექვაბიშვილის დუეტის ნახვა.

2021 წლის დასაწყისში ფეხბურთელის გადაბირება ვენის “აუსტრიას” უნდოდა, მაგრამ “ლოკომ” მასში 600 ათასი ევრო მოითხოვა და ტრანსფერიც არ შედგა.

ვატო არველაძე: ბათუმის “დინამო” თუ შოტლანდია?

ჯერჯერობით, შოთა და არჩილ არველაძეების ძმისშვილი და რეზი არველაძის შვილი ვატო არველაძე უგუნდოდ არის “ქარაგუმრუქის” დატოვების შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის არველაძე ბათუმის “დინამოსთან” ერთად ვარჯიშობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდში დარჩეს და დიდი ალბათობით, შოტლანდიაში წავა.

შოთა 2001-05 წლეში “რეინჯერში” თამაშობდა და შოტლანდიაში საკმაოდ კარგი კავშირები აქვს.

ვატო მანამდე პოლონურ “კორონაში” და “ლოკომოტივში” ასპარეზობდა.

რონალდო მარსელოსა და ალვესს “ვალიადოლიდში” იწვევს

ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნებული “ვალიადოლიდი” შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.

UOL-ის თანახმად, კლუბს 39 წლის დანიელ ალვესისა და 34 წლის მარსელოს მიწვევა სურს. “ვალიადოლიდის” აქციათა 51 პროცენტის მფლობელი და პრეზიდენტი ბრაზილიელი რონალდო გახლავთ და გუნდში თანამემამულეების მიწვევის ინიციატორი სწორედ ის შეიძლება იყოს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ფეხბურთელი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას უნდა დათანხმდეს, ვინაიდან “ვალიადოლიდი” ფინანსური კუთხით მადრიდის “რეალთან” და “ბარსელონასთან” ახლოსაც ვერ მივა.

მარსელოც და დანი ალვესიც 1-ელ ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ “ვალიადოლიდმა” სეგუნდადივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და ლა ლიგის საგზური მოიპოვა.

რომან დოლიძემ გამარჯვების შემდეგ დანა უაითს მიმართა

19 ივნისს, რომან დოლიძემ UFC-ში მეხუთე შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კაილ დაუკასს დაუპირისპირდა და მეტოქე საოცარი ილეთით დაამარცხა.

UFC-ში მოპოვებული მეოთხე გამარჯვების შემდეგ, რომანმა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, დანა უაითს მიმართა და უთხრა, რომ მისგან ბონუსს (50000 დოლარს) ელის.

“ჰეი, დანა. UFC-ში ჩემი დებიუტის დროს მეტოქე გავთიშე, შენ კი ბონუსი არ მომეცი. ახლა ამ ბონუსს ველი. და, გთხოვ, მომდევნო ბრძოლა მალე ჩამინიშნო. ამას ერთი წელი ველოდი. მე დავბრუნდი!” – განაცხადა დოლიძემ.

თემურ ქეცბაია თუ ჩისკო? ფიფია 4 მწვრთნელს განიხილავს

რომან ფიფიამ თბილისის “დინამოდან” მორიგი მწვრთნელი გაათავისუფლა და ამჯერად, ეს  კახა ცხადაძე აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, “დინამოს” სპორტული დირექტორი მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად გიორგი ჭიაბრიშვილს განიხილავს. თუ ჭიასთან ვერ შეთანხმდნენ, მაშინ სახელდება ლევან კორღალიძის კანდიდატურაც.

აღსანიშნავია, რომ “დინამოს” ხელმძღვანელობა (ფიფია, დოლიძე და რეხვიაშვილი) მენტორის პოსტზე თემურ ქეცბაიასა და ჩისკოს დანიშვნასაც ფიქრობდა.

2013 წელს ქეცბაია განსაკუთრებით მოხიბლული იყო “დინამოს” აკადემიით, ხოლო, ჩისკომ კლუბი უკვე რამდენჯერმე დატოვა.

რომან დოლიძემ დაუკასი 1 წუთში საოცარი ილეთით დაამარცხა! (ვიდეო)

რომან დოლიძემ UFC-ში რიგით მეხუთე ორთაბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლია ამერიკელ კაილ დაუკასს დაუპირისპირდა და მეტოქე ერთ წუთში საოცარი ილეთით გათიშა.

რომანმა UFC-ში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.