გეორგი ივანოვი: ‘ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ’

ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი ივანოვმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენს გუნდს ხუთი უძლიერესი ფეხბურთელი აკლდა. მაქსიმალურად ვცდილობდით კონტრ-შეტევაზე გვეთამაშა. საქართველოს ნაკრები როგორ ითამაშებდა, ამაზე ვერ გიპასუხებთ. ჩვენ ვეცადეთ, რომ დაცვა გაგვეძლიერებინა. იქიდან გამომდინარე, რაც წინა დღეებში მოხდა, ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.

მინდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო, რადგან გვერდში დაგვიდგნენ. ახლა ნედელევი თავს კარგად გრძნობს. ტოდორი კონტაქტურია, კარგი მაჩვენებლები გვაქვს. გუნდის ექიმი საქართველოში დარჩება მასთან ერთად. სამშაბათს თბილისში მისი ოჯახის წევრები ჩამოფრინდებიან და ისინი აქ იქამდე დარჩებიან, სანამ ტოდორი ქვეყანას არ დატოვებს”, – განაცხადა ივანოვმმა.

საქართველო – ბულგარეთი (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ბულგარეთს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

საქართველო: ლორია; კაშია, ხოჭოლავა, დვალი; აზაროვი, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი, კვეკვესკირი, კვარაცხელია, ყაზაიშვილი, მიქაუტაძე.

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, აბურჯანია, დავითაშვილი, კიტეიშვილი, კობახიძე, ზივზივაძე, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, მამუჩაშვილი.

ბულგარეთი: მიხაილოვი, ცურტოვი, ჩობაჟისკი, გალაბოვი, ნედიალკოვი, კრაევი, მილანოვი, კოსტადინოვი, მინჩევი, სტეფანოვი, ილიევი.

ხუთ ლარიანი ბილეთი 150 ლარად – გადამყიდველების მუდმივი პრობლემა ნაკრების მატჩებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ “დინამო არენაზე” ყველა ბილეთი ჯერ კიდევ 2 დღის წინ გაიყიდა.

“დინამოზე” 54 ათასზე ოდნავ მეტი გულშემატკივარი ეტევა და ბულგარეთის წინააღმდეგ მოედანი სრულად გადაივსება.

მაგრამ, არის ერთი მაგრამ – გადამყიდველები. თუ დღეს “დინამოს” სალაროებთან მოხვდებოდით, დაინახავდით უბილეთო ხალხს, რომლებიც ბილეთს ყიდვას სწორედ მათგან ცდილობდნენ, მაგრამ ფასი 10-ჯერ, 20-ჯერ და ზოგჯერ 30-ჯერაც კი იყო გაზრდილი.

ამ ამბავს ყოფილი ფეხბურთელები, მათ შორის, გელა ინალიშვილი და სხვები გამოეხმაურნენ.

ზოგიერთის აზრით, პრობლემის მოგვარება ბილეთზე სახელის და გვარის მითითებით და შემდგომში, პირადობასთან ერთად წარდგენით, შესაძლოა, მოგვარდეს.

გასულ წლებში ერთ კაცზე მხოლოდ 10 ბილეთის გაყიდვა იყო შესაძლებელი, ეს რიცხვი დღეისთვის 4-მდე არის შემცირებული, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.

საერთოდ, აქ თავისუფალი ბაზრის პრინციპი მოქმედებს და მოთხოვნა მიწოდებას წარმოშობას. ხოლო, როცა გვაქვს გარკვეული შეზღუდული სახის მიწოდება და ნაკლები ალტერნატივა, დიდი ალბათობით, 100-ლარიან ბილეთსაც თავისი მყიდველი გამოუჩნდება.

2015 წლის 12 ივლისს სუპერთასის დროს ფედერაციამ ასეთი განცხადება გამოაქვეყნა.

აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა ის პირი, რომლებიც ბილეთებს შემდგომში გადაყიდვის მიზნით ყიდულობენ, რომ შსს-სა და მერიის მობილური  ჯგუფები გადამყიდველთა გამოვლენის მიზნით აქტიურად მუშაობენ და ყოველი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დამრღვევი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.”

ფაქტია, მას შემდეგ, ბევრი რამ არ შეცვლილა. შეიცვალა ტექნოლოგიები, მაქსიმალურად შემცირდა სალარო გაყიდვები და ელექტრონულ ბილეთებზე მოხდა გადასვლა, მაგრამ გადამყიდველების თემა არ ამოწურულა.

ბულგარეთის წინააღმდეგ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ოთარ კიტეიშვილი: “ქვილითაიას დღესაც მივწერ”

ბულგარეთთან დღევანდელი მატჩის წინ ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.

“ხვალაც ველოდებით დაუვიწყარ ატმოსფეროს და კვლავ იგივე უნდა გავაკეთოთ. 9 ქულა გვაქვს, ჯგუფს ვლიდერობთ, მაგრამ საქმე დასასრულებელია. ამ გამარჯვებით უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ მოგებისკენ.”

“წინაზე რომ მივწერე, ვერ გავიტანე, მაგრამ ჩრდ.მაკედონიასთან თამაშამდე მივწერე და გავიტანე. დღესაც მივწერ”.

ოთარ კიტეიშვილმა ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ გოლი შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა. მან ქვილითაიას შეხვედრის დაწყებამდე მიწერა და გოლის შეგდების პირობაც შეასრულა.

სანიოლი მიქელთაძეზე: “ბექასთვის რთულია, მაგრამ აუცილებლად წაადგება”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბექა მიქელთაძეზე Fanebi.com-ის შეკითხვას უპასუხა.

“ბექა ორი კვირის წინ შემოგვიერთდა ქვილითაიას ტრავმის მერე. მართალია, ჩაბრაძე და მიქელთაძე ტრიბუნაზე ისხდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან, რადგან პროფესიონალები არიან. იმედია, გაგებით მოეკიდებიან ჩემ გადაწყვეტილებას. მათთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შეეჩვიონ ნაკრებს, გარემოს. ბექასთვის რთულია ზივზივაძე-მიქაუტაძის ტანდემთან. დარწმუნებული ვარ, მას ეს გამოცდილება აუცილებად წაადგება ახლო და შორეულ მომავალში”.

ბექა მიქელთაძემ “ბარსელონასთან” თამაშზე უარი თქვა და ნაკრებში ჩამოვიდა. 3-ვე მატჩში ტრიბუნაზე იყო.

ვილი სანიოლი: “გიორგი ჩაკვეტაძე სწორ გზაზე დგას”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ გიორგი ჩაკვეტაძეც ისაუბრა.

“მხოლოდ ჩაკვე არ იგებს, კვარა არ იგებს, კიტე არ იგებს, საქართველო იგებს თამაშებს. მე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩაკვეტაძით საოცრად გაოცებული ვარ. მან გიბრალტართან კარგად ითამაშა, არ იყო ბულგარეთთან და ჩრდ.მაკედონიასთან განაცხადში, მაგრამ სახეზე ღიმილი ჰქონდა. ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა. მას ძალიან დიდი ტალანტი აქვს და თუ სურს, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს, მაშინ ბოლო 2 კვირის მიხედვით, ნამდვილად სწორ გზას ადგას”.

აღსანიშნავია, რომ სანიოლმა ჩაკვე რამდენიმე თვის წინ ვარჯიშებზე ნაკლები აქტიურობისა და მონდომების გამო გააკრიტიკა. იგივე შეიძლება ითქვას მიქაუტაძეზეც. ახლა ის ორივე მათგანით კმაყოფილია.

ვილი სანიოლი: “მე ვარ საქართველო. ჩვენ ერთად ვიგებთ ან ერთად ვაგებთ”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“მსურს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. ეს საშინელი ამბავი იყო, როცა გავიგეთ.  შეიძლება ყველას დამმართნოდა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.”

“არ ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი სიტუაციაა საქართველოსთვის. შეგვიძლია გავიხსენოთ 2 წლის წინ ჩრდ.მაკედონია, ვისაუბროთ ბოლო სექტემბერზე, როცა ბულგარეთთან 4-1 წავაგეთ. ყველაფერი რაც ხდება ახლა, არის მაგარი მუშაობის შედეგი. როცა ვუყურებ ჩემს გუნდს, 29 ფეხბურთელი გვყავს და ყველას შეუძლია თამაში. ეს ხალხი პროფესიონალები არიან და არ დაუშვებენ ეიფორიაში ჩავარდნენ.

ოფიციალურ მატჩებამდე 6-7 დღიანი შეკრება გვქონდა. გვქონდა საშუალება გვევარჯიშა და გამოგვეცადა სტანდარტულები და სხვა პოზიციები. ადრე ესეთი საშუალება არ გვქონდა. ახლა ისინი უფრო მეტად თავჯადერებულები არიან.

წიტაიშვილი ძალიან კარგად ჩაჯდა იმ სისტემაში, რომელსაც ჩვენ ახლა ვთამაშობთ. არ ვფიქრობ, რომ უხერხულად გრძნობს თავს მარცხენა მცველად. უბრალოდ ფანტასტიკურად მაგარი იყო ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ის, გიორბელიძე, აზაროვი. მე არ მაქვს თავის ტკივილი, რომ ვეძებო ვინ დავაყენო. ისინი ერთმანეთს განვითარებაში ეხმარებიან კონკურენციით. მართალია, კიტეს 70, 90 წუთი არ უთამაშია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვაკოს არ დაუწყია, მაგრამ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მენტალობა. მე, ჩვენ ვართ საქართველო. ერთად ვიგებთ თამაშის ბოლოს ან ერთად ვაგებთ.

ჩვენ გვყავს 3 მაღალი კლასის მეკარე. მამარდას დადგომა არანაირი რისკი არ იყო, რადგან “ვალენსიას” შემადგენლობაში ძალიან სოლიდურად დგას. ითამაშა “რეალთან”, “ბარსელონასთან”. აზაროვი ბულგარეთთან მატჩის შემდეგ დაღლილი იყო და ჩრდ.მაკედონიასთან დასვენებული მოთამაშე მჭირდებოდა. მოთამაშეებმა იციან, რომ მწვრთნელმა გაკვეული გადაწყველებები მიიღოს. ჩემთვის მთავარია, რომ სამართლიანად მოვიქცე და თუ სამართლიანად ვიქცევი, ფეხბურთელებს ესმით ეს”

ხვალინდელ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

 

ლევან კობიაშვილი: “ფედერაცია სტუმარი გუნდის ყველა წარმომადგენელს დახმარებას უწევს”

საქართველო ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

“თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დელეგაციის სხვა წევრები არ დაშავებულან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წუხს მომხდარი ფაქტის გამო და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს.”

💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო. სამწუხაროა, რომ ჩვენ კოლეგებს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი ფაქტი შეემთხვათ მგზავრობისას. ბულგარელი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი, რომელსაც გუშინ ღამე სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დელეგაციის წევრები თავს კარგად გრძნობენ და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს. მინდა, ბულგარეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და დელეგაციის წევრს კარგად ყოფნა ვუსურვო”.

გულშემატკივართა ინიციატივით, ხვალინდელ მატჩში მე-8 წუთზე გულშემატკივარი ტოდორ ნედელევს მხარდაჭერას გამოუცხადებს.

პოლ პოგბა “იუვეში” ბრუნდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა, დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდება.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, 29 წლის ფრანგი ფეხბურთელი “ბებერ სინიორასთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. იტალიელები 80 მილიონ ევროს დახარჯავენ, რაშიც გათვალისწინებული იქნება მოთამაშის ხელფასი, ბონუსები და თანხა აგენტებისთვის. პოგბას ანაზღაურების სახით წლიურად ათი მილიონი ევრო მიეცემა.

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბა “იუვენტუსის” ღირსებას 2012-2016 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორ-ორჯერ კი ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს “მანჩესტერ იუნაიტედმა” გუნდიდან პოლ პოგბას წასვლის შესახებ გამოაცხადა. ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფრანგი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსს ოფიციალურად 1-ელ ივლისს მიიღებს.

ტოდორ ნედელევს თავის ქალის წარმატებული ოპერაცია გაუკეთდა

ბულგარეთის ნაკრების 2 ავტობუსი თბილისში ავარიაში მოხვდა.

ავარიის მიზეზი ერთ-ერთი მძღოლის მიერ მართვის კონტროლის დაკარგვა გახდა და ბულგარეთის ავტობუსები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ყველაზე მეტად ტოდორ ნედელევი დაშავდა, რომელსაც შუშა თავის არეში ჰქონდა ჩარჩენილი.

ცოტა ხნის წინ მას 2-საათიანი, წარმატებული ოპერაცია გაუკეთეს და შუშის ნამსხვრევის ამოღება მოხერხდა. ფეხბურთელი 1 კვირის განმავლობაში თბილისში დარჩება.

ბულგარეთის ნაკრების ტრანსპორტირება აეროპორტიდან სასტუმრომდე Uefa-ს წესების მიხედვით ხორციელდებოდა და ისინი 2 პატარა ავტობუსში იყვნენ გადანაწილებულნი.

სხვა ყველა მოთამაშე თავს კარგად გრძნობს.

ბუდუ ზივზივაძე – ცივსისხლიანი თავდამსხმელი, რომელიც ნაკრებს ასე სჭირდებოდა!

ბუდუ ზივზივაძე ნაკრებში გამოძახებას და შანსის მიცემას დიდი ხანი ელოდა. უნგრეთში საოცარი სეზონის შემდეგ სანიოლმა გამოიძახა და ბუდუმაც თავისი შანსი გამოიყენა.

ზივზივაძემ ბულგარეთსა და ჩრდ.მაკედონიას გაუტანა. თანაც, მომენტების რეალიზაციის საოცრად კარგი პროცენტი აქვს და ის საგოლე ალღო, რაც რეალურად თავდამსხმელს უნდა ჰქონდეს. ჩრდ.მაკედონიასთან ერთი მომენტი შეექმნა, იდეალურად შეარჩია პოზიცია და დაუცველ კარში შეაგდო.

ბულგარეთის წინააღმდეგ გარდა გოლისა, პირველ ტაიმში გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ეს ეპიზოდიც წარმატებულად დაასრულა.

უნგრეთის ჩემპიონატში ზივზივაძემ 12 შეხვედრაში 11-ჯერ გამოიჩინა თავი. უნგრეთის მთავარ სპორტულ გამოცემებში სწორედ ბუდუს გვარი იწერებოდა ყველაზე მეტად.

ფაქტია, ზივზივაძემ მიიღო თავისი შანსი, გამოიყენა და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წლებში ყველაზე პრობლემური პოზიცია დღეს საკმაოდ გაძლიერდა. მასთან ერთად ჟორჟ მიქაუტაძეც არის გამოსარჩევი და გამოძახებული ბექა მიქელთაძეც.

ცივსისხლიანობა და მომენტების რეალიზაცია კი საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდება!

ესპანური მედია: “ქართველი კედელი” საქართველოს გამარჯვების შემდეგ “გაგიჟდა” (ვიდეო)

ესპანური გამოცემა Eldesmarque გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და მის ძალიან კარგ მატჩს გამოარჩევს ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ.

“მამარდაშვილი საქართველოს გამარჯვების შემდეგ გაგიჟებული იყო. ის მთელი თამაში კედელივით იდგა. “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე!”

Eldesmarque საქართველოს ნაკრების გასახდელის ვიდეოს აქვეყნებს.

ფოტო: ლაშა კუპრაშვილი