“ინტერი” დიბალასთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს გაარკვევს

მილანის “ინტერის” წარმომადგენლები პაულო დიბალასა და მის აგენტთან მოლაპარაკების მორიგ ეტაპს მომდევნო კვირაში გამართავენ. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ შეხვედრაზე მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს გაარკვევენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნერაძური” 28 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში ექვს მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც ბონუსებიც დაემატება. შრომით ხელშეკრულებას ვადა 2025 ან 2026 წლის ჩათვლით ექნება.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა ტურინის “იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. მან გასულ სეზონში 39 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ივლისში აშშ-ში “ელ კლასიკო” ჩატარდება

მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” გზები ამერიკულ ტურნეზე გადაიკვეთება.

ზაფხულში, აშშ-ში ამხანაგური საკლუბო ტურნირი Soccer Champions Tour-ი გაიმართება, რომლის ეგიდითაც 23 ივლისს, ლას-ვეგასში მადრიდელები კატალონიელებს დაუპირისპირდებიან.

ტურნირზე ასევე ითამაშებენ ტურინის “იუვენტუსი”, მექსიკური “ამერიკა” და “გვადალახარა”.

ლევან კორღალიძე: “ტყუილია, “საბურთალოს” მხოლოდ 2 კვირის დავალიანება ჰქონდა”

“საბურთალოს” ოფიციალურმა გვერდმა ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ მასთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კორღალიძე 5-6თვის დავალიანებას უარყოფს. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელებს ხელფასი რამდენიმე თვეა არ აუღიათ.

ლევან, „საბურთალო“ ურთიერთშეთანხმების შედეგად დატოვეთ. შეგიძლიათ გვითხრათ რის გამო?

რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვფიქრობ ასე ჯობდა. „საბურთალოდან“ ფინანსური პრობლემების გამო არ წავსულვარ. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, რა ჩანაფიქრიც გვქონდა და რა შედეგსაც ვისახავდით, არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება რომ გუნდიდან წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ჩავაყენე კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურში და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება.

დაიწერა, თითქოს 5-6 თვის დავალიენებაა კლუბში…

ტყუილია, არ ვიცი ვის სჭირდება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ორი კვირის დავალიანება იყო გუნდში, რომელიც უკვე დაიფარა. ზოგადად, ქართულ ფეხბურთში და ყველა კლუბშია გარკვეული სახის პრობლემები…

“საბურთალოსთან” ერთად ტიტული მოიგეთ. აღნიშნული თასი პირველია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში. როგორ გაიხსენებთ?

“საბურთალოში” მუშაობისას, კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდში მედგა, მინდა მათ მადლობა გადავუხადო.
მწვრთნელის რანგში, ჩემთვის პირველი ტიტული იყო და არასდროს დამავიწყდება. მოხარული ვარ, რომ “საბურთალოსთან” ერთად დავით ყიფიანის სახელობის თასი მოვიგე და გუნდმა ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა.

FCsaburtalo.ge

სანიოლის ეფექტი! როგორ ულოცავს ბიჭებს ვილი გამარჯვებას გასახდელში (ვიდეო)

ეროვნული ნაკრების TikTok-ზე ვილი სანიოლის გასახდელში შესვლისა და ბიჭებისთვის მილოცვის მომენტები გავრცელდა.

 

ხვიჩა კვარაცხელია: “თქვენთან ერთად 4-დან 4 მოგება უნდა მოვიპოვოთ!”

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ.მაკედონიასთან 0-3 მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ჯგუფში ვლიდერობთ, ძალიან კარგი თამაშიც ვაჩვენეთ და შედეგიც სახეზეა. მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო, რომელიც დაწყების მომენტიდან არ გაჩერებულა. უღრმესი მადლობა, ვინც მოვიდა ან სახლიდან გვქომაგობდა”

“ვფიქრობთ, მათი დაპატიჟებაც არ გვჭირდება. ქართველმა გულშემატკივარმა იცის ყველაფერი. ველოდებით 12-ის თამაშს. ვიცით, რომ ჩვენ გვერდით იქნებიან და კიდევ ერთ გამარჯვებას დავდებთ.”

“4-დან 4 გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ გულშემატკივართან ერთად” – განაცხადა ხვიჩამ.

კვარაცხელია 3 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

დიახ! საქართველოს ნაკრები მთელ ევროპაში პირველია!

საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია 0-3 დაამარცხა და ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა.

წინა მატჩში ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთი 2-5 გაანადგურა. მანამდე კი გიბრალტარი 4-0 დავამარცხეთ.

ჯამში გუნდმა 12 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ტურნირზე ყველა გუნდს სჯობნის. ყველაზე ახლოს 10 გოლით თურქეთია, 7-7 გოლით კი ბელგია და პორტუგალია მოდიან.

კარში დარტყმების რაოდენობით (57) ნაკრები პირველ პოზიციაზეა და უახლოეს ჩრდ.მაკედონიას 14-ით ვუსწრებთ.

გათამაშების ბომბარდირი 3 გოლით ხვიჩა კვარაცხელია არის. 3 გოლი აქვთ – ჰალანდს, სერდარ დურსუნსა და ბაკაშეტაშს.

საგოლე პასებით წიტაიშვილი (2) და კვარაცხელია (2) მხოლოდ ბერნარდო სილვას (3) ჩამორჩებიან.

კარში დარტყმების რაოდენობით მხოლოდ კრიშტიანო რონალდო (7) უსწრებს ჟორჟ მიქაუტაძესა (6) და კვარაცხელიას (6).

 

 

მილევსკი: “როცა ასე მარცხდები, არ ვიცი, რომელ მიზეზზე უნდა ისაუბრო”

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ შინ საქართველოსთან განცდილი გამანადგურებელი მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. როცა ასე მარცხდები, არ ვიცი, რომელ მიზეზზე უნდა ისაუბრო. 50 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით, მეორე გოლის გაშვების შემდეგ კი ფიზიკურად გავითიშეთ. შესამჩნევი იყო, რომ საქართველოს ნაკრები, ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა. სამწუხაროა, რომ პირველ 50 წუთში, როცა ვდომინირებდით, გოლი ვერ გავიტანეთ.

მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ, სასაყვედურო არაფერი მაქვს. აქამდეც მითქვამს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლაა. ჯგუფში სამი შეხვედრაა დარჩენილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ უნდა დავიცადოთ. სანამ თეორიული შანსი გვაქვს, ვიბრძოლებთ”, – ციტირებს მილევსკის სიტყვებს sportski.mk.

რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში გამარჯვების შემდეგ? (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა სტუმრად ჩრდ.მაკედონია 0-3 გაანადგურა. ეროვნული ნაკრების სოციალურ ქსელში გასახდელის ძალიან მაგარი ემოციები გავრცელდა.

საქართველომ გამადგურებელი რევანში აიღო – ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

საქართველოს ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია სტუმრად 0-3 დაამარცხა და ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.

გოლები კვარამ, ბუდუ ზივზივაძემ და კიტეიშვილმა გაიტანეს.

Sofascore-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად შეცვლაზე შემოსული ოთარ კიტეიშვილი დაასახელა და მას 7.9 ქულა დაუწერა

შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ 7.6, ბუდუ ზივზივაძემ 7.4 მიიღო. გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი მამარდაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა კი 7.2 ქულა დაიმსახურეს.

ყველაზე ცოტა 6.4 ოთარ კაკაბაძემ.

ბუდუ ზივზივაძის გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპრიდება. უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

ჩრდილოეთ მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი, ელმასი, სპიროვსკი, ბარდი, აშკოვსკი, რისტოვსკი, ტრაიკოვსკი.

საქართველო: მამარდაშვილი; კაშია, ხოჭოლავა, კვერკველია, კაკაბაძე, წიტაიშვილი, აბურჯანია, კვეკვესკირი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე.

სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კობახიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, მამუჩაშვილი, გვილია, მიქაუტაძე, მექვაბიშვილი.