ზინჩენკო: “ახლა ყველა უკრაინელს ერთი რამ სურს”

უკრაინის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ოლეკსანდრ ზინჩენკომ შოტლანდიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარის გაკეთებისას ცრემლები ვერ შეიკავა.

“ახლა ყველა უკრაინელს ერთი რამ სურს – ეს ომი შეწყდეს. მე ვესაუბრე ბავშვებს, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა ხდება, მაგრამ მათ ერთი ოცნება აქვთ – ომის დასრულება. ჩვენ კიდევ ერთი ოცნება გვაქვს: მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.

დღეს უამრავ უკრაინელს შიმშილი უწევს და ისინი ცდილობენ, რომ რუსულ აგრესიას გადაურჩნენ. ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. სიმართლე გითხრათ, ომის დაწყებისას ფეხბურთზე ბევრს ვერ ვფიქრობდი, რადგან როცა შენს ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, სხვანაირად ცხოვრება რთულია. თუმცა, ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ და ახლა საშუალება გვაქვს, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ”, – განაცხადა ზინჩეკომ.

როგორც იცით, უკრაინა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში დღეს შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

 

პატოს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის იმედი აქვს

ამერიკული “ორლანდო სიტის” თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშის იმედი გამოთქვა.

“ჯერ კიდევ მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შემიძლია. შეხედეთ დანი ალვესსა და ტიაგო სილვას. ისინი უკვე ასაკში არიან, მაგრამ უმაღლეს დონეზე თამაშს განაგრძობენ”, – პატოს სიტყვებს Goal-ი აქვეყნებს.

32 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში სამ-სამი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პატო ბრაზილიის ნაკრებში 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გამოუძახიათ.

მარსელო ბრაზილიაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს

მადრიდის “რეალის” მცველმა მარსელომ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბის” დატოვების შემდეგ ბრაზილიაში დაბრუნებას არ აპირებს.

“ვთვლი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ საჭირო უნარები ჯერ კიდევ მაქვს. ისევ მინდა ამ ტურნირზე თამაში. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ შემიძლია. ეს ძალიან მაგარი ტურნირია.

ყველა იმაზე საუბრობს, რომ “ბოტაფოგოში” ან “ფლუმინენსეში” დავბრუნდები. გასაგებად გეტყვით – “რეალიდან” მშვიდად მივდივარ, მაგრამ ბრაზილიაში დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ. ერთადერთი რამ, რაც ახლა მინდა, ეს ათდღიანი უდარდელი დასვენება და ტელეფონისგან მოწყვეტაა”, – ციტირებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს “ო დია”.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის მარსელო “რეალის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

მარსელომ “სამეფო კლუბის” რიგებში 545 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 103 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სად მიდის ჩაკვეტაძე: “ანორთოსისი”, “დინამო” თუ “გენტი”?

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს “ჰამბურგი” არ გამოისყიდის და ფეხბურთელს ბელგიაში დაბრუნება მოუწევს.

ჩაკვეს ბელგიელებთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, თუმცა ბელგიაში თამაში პრაქტიკულად არ უწევდა.

ვარჯიშებზე ნაკლებ აქტიურობას სანიოლი და “ჰამბურგის” მწვრთნელიც აღნიშნავდნენ.

2 დღის წინ თემურ ქეცბაიამ ჩაკვეს “ანორთოსისში” წასვლა შესთავაზა.

თავის მხრივ, მისი დამატების წინააღმდეგი თბილისის “დინამოც” არ არის.

შესაბამისად, დღეს გიორგის 3 ვარიანტი აქვს: დაბრუნება “გენტში”, “ანორთოსისი” და “დინამო”.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ქეცბაია ზედმეტად პირდაპირი ტიპის ადამიანია და სათქმელს მოთამაშეს პირდაპირ ეუბნება. დღევანდელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე კი მისი ქეცბასთან წასვლა ნაკლებად სწორი იქნება.

თბილისის “დინამოში” კი მას გაცილებით მეტი ხელშეწყობა ექნება და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა.

არჩევანი მასზეა. ფაქტია, “გენტში” მისი წასვლა კიდევ ერთ დაკარგულ წელს ნიშნავს.

Marca: “ტოტენჰემი” მამარდას მსურველების სიას შეუერთდა

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ლონდონის “ტოტენჰემი” გიორგი მამარდაშვილის შეძენით დაინტერესდა.

მას შემდეგ, რაც “ვალენსიამ” მთელი გუნდი ტრანსფერზე დააყენა და გიორგის მიმართ ინტერესი “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაადასტურა, ქართველს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

“ტოტენჰემს” უგო ლორისის შემცვლელის ყიდვა სურს, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

გარდა ამისა, “ვალენსიასა” და “ტოტენჰემს” შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ბრაიან ხილის იჯარის შემდეგ.

გუშინ “ღამურების” პრეზიდენტი ენილ მარტი გადააყენეს და კლუბში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა.

წიტაიშვილი ქართველების გუნდში მიდის?

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი წიტაიშვილი, უნგრული პრესის ინფორმაციით, კარიერას “ფერენცვაროშში” გააგრძელებს.

“ფერენცვაროში” აპირებს კიევის “დინამოდან” წიტაიშვილის ტრანსფერი გამოისყიდოს.

გიორგი ბოლოს კრაკოვის “ვისლაში” ასპარეზობდა და ფანებში დიდი სიყვარული დაიმსახურა, თუმცა პოლონეთში დარჩენა აღარ მოისურვა.

“ფერენცვაროშში” 2 ქართველი – ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან, მაგრამ სათამაშო დრო არ ეძლევათ. თან, მთავარი მწვრთნელი რუსი ჩერჩესოვია.

ქეცბაიას მიმართვა ხვიჩას: “თანამედროვე ფეხბურთი ასე არის მოწყობილი”

“ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ “საფეხბურთო ტაიმ-აუტში” ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

“სასიხარულია, რომ ხვიჩა “ნაპოლიში” მიდის. კარგია ისიც, რომ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. გულშემატკივარი სტადიონზე ასეთი ფეხბურთელის სანახავად დადის. ქომაგებს სურთ ისეთი მოთამაშის ნახვა, ვინც ქართულ ფეხბურთს ახალ სისხლს შემატებს”

“იტალიის სერია A-ში გაცილებით მეტი მოეთხოვება ხვიჩას, ვიდრე აქ. არამხოლოდ შეტევაში, დაცვაშიც კი. თანამედროვე ფეხბურთი ასეა მოწყობილი. მიდიხარ წინ, უნდა ჩამოხვიდე უკან. ვისურვებდი მის მის კვალს ბევრი ქართველი გაყვეს” – განაცხადა ქეცბაიამ.

“რუბინში” ყოფნისას, გარკვეული პერიოდი, კვარას ერთ-ერთ სუსტ წერტილად დაცვაში თამაში სახელდებოდა.

ბერიძე: “საქართველოს დონეზე ხვიჩას ძალიან დიდ თანხას ვუხდით”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ sport-express-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე უსაბრა.

“ფლამარიონი ჩვენ გვეკუთვნოდა და “როტორში” გავუშვით, სადაც კარგი სეზონი ჰქონდა. ბათუმში ყველა ფეხბურთელი (ზურიკო, ხვიჩა, ჯოვინო, ჯანო) იმიტომ მოვიდა, რომ იციან: “დინამო” დღეს საუკეთესო კლუბია საქართველოში. რა თქმა უნდა, კონტრაქტის გაფორმება მაინც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დიდი დამსახურება ამაში ოთხივე ფეხბურთელის აგენტს – მამუკა ჯუღელს ეკუთვნი. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მსურს მადლობა გადავუხადო მას დახმარებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა ამდენი კარგი ფეხბურთელის გადმოსვლა”

“პირველ რიგში უკრაინის ამბების გამო მოხდა ხვიჩას წამოსვლა. ერთ-ერთ საუბარში მამუკასთან ერთად თავში მოგვივიდა “დინამოში” მისი ტრანსფერი და მუშაობა დავიწყეთ ამ თემაზე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გამოვიდა და მივიღეთ ასეთი მაგარი ფეხბურთელი. მარტის შემდეგ ის საქართველოში დარჩა და მის დონეს ყველა მატჩში აჩვენებს”

“რა თქმა უნდა, “რუბინის” დარი ხელფასი ვერ შევთავაზეთ, მაგრამ საქართველოს დონეზე მსგავსი ხელფასი სხვებისთვის უბრალოდ მიუღწეველია. ხვიჩას დიდ თანხას ვუხდით”.

კვარაცხელია ზაფხულიდან კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს.

საქართველო vs გიბრალტარი: მსაჯთა ვინაობა ცნობილია

2 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. ვილი სანიოლის გუნდი C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც შეხვედრას განსჯიან.

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთა მატჩს მორტენ კროგის ხელმძღვანელობით დანიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. კროგს დენის რასმუსენი და სტეფან ბრამსენი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი მიკელ რედერი იქნება.

შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება. მიმდინარეობს მატჩზე დასასწრები ბილეთების როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ რეალიზაცია. ბილეთების ფასი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით 5, 10, 15 და 25 ლარია.

შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ჰიმნი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ფორმის, ლოგოსა და იდეის შემდეგ, ახალი ჰიმნიც აქვს.

ტექსტი

მე ვარ საქართველო, გამარჯვების მჯერა.

მე ვარ შენი ძალა, შენი გულის ძგერა.

მე ვარ საქართველო,

მე ვარ საქართველო.

მე ვარ საქართველო, მე ვარ ვენახი.

ჩქარა დროშები და ერთობისთვის გეძახი.

მე ვარ საქართველო,

მე ვარ საქართველო.

სკანდალის შემდეგ “ვალენსიას” პრეზიდენტი გადააყენეს

“ვალენსიას” ყველაზე დიდი წილის მფლობელმა, პიტერ ლიმმა პრეზიდენტის, ენილ მარტის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

2 კვირის წინ ენილ მარტის სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის კარლოს სოლერს ემუქრებოდა და თუ სოლერი კლუბს სარფიან წინადადებას არ მიუტანდა, სოციალურ ქსელში გაანადგურებდა.

სამეთვალყურეო ბორდმა ყველაფერი მარტის მიაწერა და განაცხადა, რომ თვითონ ამ საქმის არაფერი იცოდა.

დროებით, პრეზიდენტის მოვალეობას ბორდის ხელმძღვანელი, ხოჯამა კალიმუდინი შეასრულებს.

ლევანდოვსკი: “ჩემი დრო “ბაიერნში” დასრულებულია”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ წასვლის შესახებ ისაუბრა.

“ჩემი დრო “ბაიერნში” დასრულებულია. ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ამ გუნდში კარიერა გავაგრძელო. აქ არ მსურს აქ თამაში. ტრანსფერი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, არ ხელს არ შემიშლიან. “ბაიერნი” სერიოზული კლუბია”

პოლონელის შემდეგი კლუბი, დიდი ალბათობით, “ბარსელონა” ინქება.