კახა ჩხეტიანმა პირველი ტრანსფერი განახორციელა

ქუთაისის “ტორპედომ” კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა და გუნდს 30 წლის მარჯვენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი შეუერთდა.

მჭედლიშვილი ბოლოს “სამტრედიაში” თამაშობდა, მანამდე კი “სამგურალში”, “ვენსტპილში” და “გორიცაში”. 2014 წელს “ვიტ ჯორჯიიდან” თბილისის “დინამოში” გადავიდა.

მარჯვენა ფლანგზე “ტორპედოს” 17 წლის საბა გოგლიჩიძე და კაპიტანი ვაჟა ტაბატაძე ჰყავს.

თემურ ქეცბაია: “ჩაკვეტაძე თუ მოისურვებს, ჩემთან წავიყვან”

“ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ “საფეხბურთო ტაიმ-აუტში” ქართველი ფეხბურთელის დამატებაზე ისაუბრა.

“ქართველი ფეხბურთელი? თუ საინტერესო მოთამაშე იქნა, დიდი სიამოვნებით წავიყვან. გუნდში ქართველები სულ მყავდა და ჩვენთან უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ. გასული სეზონის დაწყებამდე სამმა მათგანმა (დაუშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია) უკეთესი წინადადება მიიღო და წავიდა. ახლაც ვეძებ ისეთს, რომელიც “ანორთოსისსაც” გამოადგება და ნაკრებსაც”

“ძალიან გული მწყდება, რომ ჩაკვეტაძე ვერ აეწყო. არადა, როცა თამაშობდა, ძალიან მაგარი იყო. დიდი სიამოვნებით წავიყვანდი, თუ თვითონაც ისურვებდა. უფრო მეტად იტალიის ან ესპანეთის კლიმატი მოუხდება, როცა ტრავმა გაწუხებს” – განაცხადა ქეცბაიამ.

ახლა “ანორთოსისში” ქართველებიდან მხოლოდ მეკარე გიორგი ლორია თამაშობს.

“რეალის” ფანების შეურაცხმყოფელი შეძახილი კილიან მბაპეს (ვიდეო)

29 მაისს, მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება ქალაქის ქუჩებში ფანებთან ერთად იზემა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა მარსელო ფანებს მიმართავდა, მათ ბრაზილიელს სიტყვა შეაწყვეტინეს და კილიან მბაპეს საწინააღმდეგო შეძახილები დაიწყეს: “კილიან მბაპე, ბო***შვილი!”

შეგახსენებთ, რომ ფრანგი თავდამსხმელი “სამეფო კლუბში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, “პარი სენ-ჟერმენში” ასტრონომიულ პირობებს დათანხმდა და პარიზში დარჩა.

სადიო მანე “ლივერპულს” ტოვებს

“ლივერპულის” თავდამსხმელმა სადიო მანემ მერსისაიდული გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

30 წლის სენეგალელი ფეხბურთელის დამატებით ყველაზე მეტად მიუნხენის “ბაიერნია” მოწადინებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ მიუღიათ.

სადიო მანე “ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობს. მან აწ უკვე გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. სენეგალელ ფორვარდს “ენფილდროუდელებთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მანეს სატრანსფერო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.

“90 წუთი გქონდა და 2 სულელური შეკითხვით მოხვედი” – ტონი კროოსი ჟურნალისტს (ვიდეო)

28 მაისს, მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპული” 1:0 დაამარცხა და ამ თასს კლუბის ისტორიაში მეთოთხმეტედ მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელმა ჟურნალისტმა ტონი კროოსს ჰკითხა, გაკვირვებული იყო თუ არა იმით, რომ “ლივერპული” ფინალში დომინირებდა.

კროოსს შეკითხვა არ მოეწონა და ჟურნალისტს ასე უპასუხა: “90 წუთი გქონდა და შენ აქ ორი სულელური შეკითხვით მოხვედი. ორი ნეგატიური შეკითხვა. შეგიძლია თქვა, რომ გერმანელი ხარ.”

“რეალის” ზეიმი გასახდელში ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ (ვიდეო)

“ლივერპული” ფინალში წაგების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ განცხადებას ავრცელებს. განცხადება სტადიონის გარეთ მომხდარ სიტუაციას შეეხება.

“ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ სტადიონზე შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და იმ ყველაფრით, რისი გამოვლაც “ლივერპულის” ფანებს მოუწიათ.

ეს არის უდიდესი მატჩი ევროპულ ფეხბურთში და გულშემატკივრებს მსგავსი სცენების ნახვა არასდროს უნდა მოუწიოთ.

ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ საქმის გამოძიება” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ათასი უბილეთო გულშემატკივრის შეჭრის მცდელობის გამო მატჩი 36 წუთით გვიან დაიწყო. პოლიციამ წიწაკის სპრეიც გამოყენა.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის გამარჯვებული მადრიდის “რეალია”. “სამეფო კლუბმა” შეხვედრის 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორის მიერ გატანილი გოლით “ლივერპული” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ტურნირი ისტორიის განმავლობაში მე-14-ედ მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა
ფინალი
“ლივერპული” – “რეალი” 0:1 (0:0)
გოლი:
ვინისიუსი 59′.

რეალური მიზეზი ცნობილია: რატომ გადაიდო მატჩის დაწყება?

მადრიდის “რეალისა” და “ლივერპულის” ფინალი 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლივერპულის” ფანებმა სტადიონზე მოსვლა დააგვიანეს და სწორედ ამის გამო ვერ დაიწყო.

რეალურად კი, 15 ათასზე მეტი უბილეთო გულშემატკივარი შეეცადა სტადიონზე შესვლას. ამ დროს, პოლიცია და სტიუარდები კი უბრალოდ არსად ჩანდნენ. გარდა ამისა, დაკეტილი იყო თითქმის ყველა შესასვლელი და ბილეთიანი ფანებიც ვერ ახერხებდნენ შესვლას.

რა ხდება სტადიონს გარეთ? ფანები ღობეზე ძვრებიან, სტიუარდები გაქრნენ (ვიდოე)

“ლივერპული” – “რეალის” ფინალის დაწყება უკვე 36 წუთით გადაიდო.

ფანები სტადიონის გარედან ვიდეოებს ავრცელებენ. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ქაოსია და სიტუაცია ვერ კონტროლდება.

“ლივერპულის” ფანები, რომლებთაც ბილეთები არ აქვთ, ფინალზე კატერით ჩავიდნენ (ვიდეო)

“ლივერპულის” ფანებს საფრანგეთში წასვლის წინ პრობლემა შეექმნათ და მათი ფრენა გადაიდო.

გულშემატკივრებს რაღაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ და ერთ-ერთ მათგანს იდეა მოუვიდა, რომ კატერით ჩასულიყვნენ სენ-მალოს პორტში, ბრეტანში და იქედან პარიზში წასულიყვნენ.

სწორედ ასე მოიქცნენ, დაიქირავეს სწრაფმავალი კატერი და საფრანგეთს გაეშურნენ.

ამ ისტორიას უფრო გასაოცარს ის ხდის, რომ არცერთ მათგანს წამოსვლის წინ ბილეთი არ ჰქონდა.

ივან პერიშიჩი “ტოტენჰემში” გადავიდა

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ივან პერიშიჩი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 33 წლის ხორვატი გარემარბი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ღირსებას დაიცავს.

ივან პერიშიჩს “ინტერთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ხორვატი ფეხბურთელი “დეზებში” სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას გაივლის. მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ივან პერიშიჩი “ინტერის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან “ნერაძურის” შემადგენლობაში სერია A, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.