ერლინგ ჰოლანმა “მანჩესტერ სიტიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანმა დღეს, ბელგიაში, “მანჩესტერ სიტის” მედიკოსებთან სამედიცინო შემოწმება გაიარა.

წყაროს თანახმად, ინგლისურ კლუბში ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება. “ქალაქელთა” რიგებში 21 წლის შემტევის ანაზღაურება კვირაში 375 ათასი ფუნტ სტერლინგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი “ბორუსიაში” 2020 წელს “ზალცბურგიდან” გადავიდა. მაშინ გერმანელებმა მის სანაცვლოდ ოცი მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა “ბორუსიას” რიგებში 88 მატჩი ჩაატარა, 85 გოლი გაიტანა და 23 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დევიდ ბექჰემი: “მანჩესტერ იუნაიტედში” ცვლილებებია საჭირო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა მიმდინარე სეზონში გუნდის შედეგი შეაფასა.

“ვთვლი, რომ ცვლილებები აუცილებელია და ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია. სეზონი მძიმედ სრულდება, მაგრამ ფანებს, ალბათ, უხარიათ გათამაშების დასრულება.

ეს სეზონი სავსე იყო აღმასვლითა და დაღმასვლით, ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა მაქსიმუმი გაიღეს. ხალხი მაინც დადის სტადიონზე. იქ რამდენიმე თვის წინ ვიყავი და არენა სავსე იყო.

ფანებს სჯერათ, ისინი გუნდს მხარს უჭერენ და რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მივლენ სტადიონზე, ვინაიდან ისინი “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგები არიან. მათ ბოლო წლებში ბევრის გადატანა მოუწიათ, მაგრამ მაინც ავსებენ სტადიონს”, – ბექჰემის სიტყვებს “მანჩესტერ ივნინგ ნიუსი” აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.

ბორდალასი: “მათ მე მამარდას მე-2 გუნდში გადაყვანა მთხოვეს”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა “ბეტისთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა.

“გიორგიმ უნდა გააუმჯობესოს ფეხით თამაში და უფრო წყნარად უნდა იდგეს, მაგრამ მას ძალიან კარგი მატჩები აქვს”

“სიამაყით და სიამოვნებით მავსებს, როცა ჩემ ხელში ფეხბურთელებმა თავიანთი თავი ხელახლა გადააფასეს. ასეთი შემთხვევაა მამარდაშვილი. ბევრი ასპექტი გააუმჯობესა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი”

“მე დავინახე მამარდაშვილის პოტენციალი. საერთოდ, ხშირად არ ვტრაბახობ, მაგრამ მან მისი თავი გადააფასა ჩემთან ერთად. მათ მე მამარდას მე-2 გუნდში გადაყვანა მთხოვეს და ამის წინააღმდეგი წავედი. მე მისით ძალიან ბედნიერი ვარ”, – განაცხადა ბორდალასმა.

“რეალისა” და “სევილიასთან” მატჩების შემდეგ გიორგი 4-თვეზე მეტი სათადარიგო სკამზე იყო, ერთხელ განაცხადშიც ვერ მოხვდა, მაგრამ მიიღო შანსი და დიდებულად გამოიყენა.

“ვალენსია” – “ბეტისი” ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება.

“საკუთარ თავს მოჰკითხოს” – გენტი/ “აღარც ვარჯიშობს” – ჰამბურგი | რა ხდება?

2021 წლის 30 ნოემბერი. “გენტის” მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანზაჰებრუკი:

“ის, რომ ის განაცხადში არ არის, ეს მხოლოდ მისი ბრალია. როცა შანსი გაქვს, უნდა გამოიყენო.  საკმაოდ ნიჭიერია, რომ მუდამ იყოს შემადგენლობაში. ვარჯიშებზე თუ ნახოთ, ზოგჯერ არის დღეები, საერთოდ არაფერს აკეთებს. უკაცრავად, მაგრამ პრობლემებს თავად იქმნის. თუ სურს რამეს მიაღწიოს და ტალანტი არ დაკარგოს, რაღაც უნდა შეცვალოს და გადატვირთოს”

2022 წლის 4 მაისი. “ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელი ტიმ ვალტერი:

“უეჭველია, მას კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ ვარჯიშზე ისე უკვე აღარ აქტიურობს, როგორც ადრე. მისგან მეტი სიცოცხლისუნარიანობა მაკლია. მართლა კარგი ბიჭია, ვცდილობ, ბევრი ვესაუბრო, თუმცა რთულია რამე შედეგამდე მივიდეთ. აუცილებლად უნდა გადადგეს ნაბიჯი წინ და სირცხვილი იქნება, თუ ამას არ გააკეთებს ან ამის სურვილსაც არ გამოთქვამს”

საუბარი, რა თქმა უნდა, გიორგი ჩაკვეტაძეზეა, რომელსაც, ფაქტია, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ჩაკვე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ დრო უკვე 2 წელზე მეტია იკარგება და იმით ნუგეში რომ ახალგაზრდაა, არაფერს მოგვიტანს.

როგორც ჩანს, “ჰამბურგი” მის გამოსყიდვას არ აპირებს და იქ მოუწევს დაბრუნება, საიდანაც წამოსვლას 2 წელზე მეტი ცდილობდა. კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მინიმუმ კიდევ ერთი წელი ბელგიაში დარჩება თუ რამე არ შეიცვალა.

მისი საფეხბურთო კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო და იქნებ, როგორც ხვიჩას, ზურიკოს, საბას მოუწიათ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება, გიორგიც დაბრუნდეს 1 სეზონით, ნახევარი სეზონით, იპოვოს თავისი თავი და შემდეგ წავიდეს ევროპაში?

აქ მას განსაკუთრებულად შეუწყობენ ხელს, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება, ფსიქოლოგიური დახმარება ფსიქოლოგისა და ახლობლების მხრიდან და სხვა მრავალი რამ.

უბრალოდ, ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება…”საკუთარ თავს მოჰკითხოს” – გენტი/ “აღარც ვარჯიშობს” – ჰამბურგი

ჩხეტიანი “ტორპედოში” სრულ წმენდას დაიწყებს?!

ქუთაისის “ტორპედოში” მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაბრუნდა. ჩხეტიანი წლების განმავლობაში ქუთაისურ კლუბს ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით “ტორპედომ” ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია.

მთლიანი გუნდი გია ცეცაძის შეკრებილია და როგორც ჩანს (ამას გულშემატკივრებიც ითხოვენ), კახას ფეხბურთელების გაშვებაც მოუწევს.

საინტერესოა, რომ “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი შემადგენლობა ჰყავს – 27! მოთამაშით, მაგრამ ძალიან ხშირად, ზოგჯერ დისკვალიფიკაციის, ტრავმების თუ სხვა პრობლემების გამო, ხშირად 18 კაციანი განაცხადიც არ ივსება. ხოლო, ვინც მზადყოფნაშია და თამაშობს, შედეგს ვერ დებს.

სავარაუდო წამსვლელთა სიაში არიან: პაპუნაშვილი, ძარია, კარაგუნისი, შერგელაშვილი. ზაფხულის ბოლოს ვაჩიბერაძე და არველაძე, დიდი ალბათობით, ისედაც წავლენ.

ნაკლებად სავარაუდოა ცვლილებები კუხიანიძეს, ქიმაძეს, ტაბატაძეს, ცინცაძეს შეეხოს, მიუხედავად მათი სათამაშო ფორმისა. ეს ფეხბურთელები წლებია ჩხეტიანთან ერთად მუშაობენ.

ახალგაზრდები – თევზაძე, აბულაძე, ბოჭორიშვილი, გოგლიჩიძე, ჩარგეიშვილი “ტორპედოში” დარჩებიან.

13 მაისს ქუთათურები “ლოკომოტივს” ესტუმრებიან.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უცხო ქვეყანაში ასე გაფასებენ” – რა ვიდეოს აქვეყნებს ლეან კუტალია?

ქართველი თავდამსხმელის ლევან კუტალიას გუნდი “სეცკია ნეს ციონა” ისრაელის მე-2 ლიგიდან უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა.

კუტალიამ 34 მატჩში 9 გოლი შეაგდო და გუნდის მე-2 ბომბარდირი გახდა. ლევანმა ცოტა ხნის წინ ვიდეოც გამოაქვეყნა.

ის ნაკრებში შანსის მიცემას ითხოვს.

ვინ ჩაიბარებს “ტორპედოს”? კერესელიძე 3 კანდიდატს განიხილავს

ქუთაისის “ტორპედოს” 12 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 11 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-8 ადგილზე იმყოფება.

გუნდი 2 ტურის წინ გია ცეცაძემ დატოვა, ასისტენტ ბაბუნაშვილს დისკვალიფიკაცია აქვს და “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად ანალიტიკოსი თორნიკე შეყრილაძე დარჩა, რომლის ხელმძღვანელობით, ჯერ “დილასთან”, შემდეგ “საბურთალოსთან” წააგეს.

“ტორპედოს” მფლობელი დავით კერესელიძე 3 კანდიდატურას განიხილავს – კახა კაჭარავას, გია ჭიაბრიშვილს და კახა გოგიჩაიშვილს.

ნაკლებად სავარაუდოა, კლუბი კახა ჩხეტიანს დაუკავშირდეს და მას შესთავაზოს დაბრუნება, თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია. შესაძლოა, ჩხეტიანის დაბრუნებით კერესელიძე გულშემატკივრის გულის მოგებას შეეცადოს.

საუბარი იყო უცხოელი, უკრაინელი მენტორის ჩამოყვანაზეც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთათურებს მატჩების ჩატარება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დისკვალიფიკაციის გამო მაყურებლის გარეშე უწევთ.

ხერარდ პიკე: “ეს მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე ხდება”

ხერარდ პიკე და პოპულარული მომღერალი შაკირა უკვე 10 წელზე მეტად ერთად არიან და ორი შვილიც ჰყავთ.

მიუხედავად ამისა, ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ არიან და ჟურნალისტებთან  შეხვედრისას, პიკემ სწორედ ამაზე ისაუბრა.

“დიახ, ჩვენ ხელი მოწერილი არ გვაქვს. ეს შაკირას მენტალიტეტიდან გამომდინარე ხდება. მომწონს ახლა როგორც ვართ. ორი შვილი გვყავს, კარგად ვმუშაობთ როგორც წყვილი და რაიმე დადასტურებელი ფურცელი საერთოდ არ გვჭირდება” – განაცხადა პიკემ.

“ბარსელონას” ვარსკვლავმა შაკირა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერის გადაღებებზე გაიცნო.

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სეივები ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“20 მილიონი? მალე რეალი და ბარსა დაიწყებენ ქართველზე ნადირობას” – რას წერენ ესპანელი ფანები მამარდაზე

გიორგი მამარდაშვილმა მორიგი ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა “ბილბაოს” წინააღმდეგ და მისით ესპანელი ფანები განსაკუთრებით აღფრთოვანებულები არიან. მათ შორის არის მაქსი გომესიც.

“გიორგი მამარდაშვილმა სრულიად მარტო შეაჩერა “ბილბაო”. ოჰ, MAMMA”

“20 მილიონი? მალე რეალი და ბარსელონა დაიწყებენ მასზე ნადირობას”

“21-წლამდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა ევროპაში”

“ვალენსიამ” 850 ათას ევროდ შეიძინა? უფრო მეტად თაღლითობა ფასში თუ გინახავთ?

“მამარდაშვილი – ეს შოუა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს” – მაქსი გომესი

“მამარდაშვილი 0-0 ბილბაო”

“მამარდაშვილი უბრალოდ სულ სხვა დონეზე დგას. 21 წლის ასაკში მას ასეთი გუნდის კარში დგომა არ ამძიმებს, დაცვას მეტ დაცვას სძენს და ასეთ საჭირო ქულებს გვმატებს. და საუკეთესო რამ არის, რომ განვითარების ადგილი კვლავ აქვს. საოცრებაა”

“დღეს რომ არ წავაგეთ, მამარდაშვილს უნდა ვუმადლოდეთ”

“მე არ მახსოვს ელიტურ ფეხბურთში ასეთ დონეზე მატჩის ჩატარება 21 წლის მეკარის მხრიდან დიდი ხანია”

“ექსტრაორდინალური მამარდაშვილი და ალდერედე. ორი საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო ორ თვეში. ქართველი სასწრაფოდ საჭიროებს გამოსასყიდი თანხის გაზრდას, სასწრაფოდ!”

“თუ ჭკუა გაქვთ თავში ვალენიას ხელმძღვანელობავ, ამ ბიჭს დიდი ფასი დაადეთ!”

ჩაკვეტაძეს კვლავ არ უთამაშია, “ჰამბურგი” ბუნდესლიგაში გადადის

“ჰამბურგმა” მე-2 ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო, 57 ქულა დაუგროვდა და ბუნდესლიგაში გადასვლის ერთ-ერთი ფავორიტია.

ამჯერად, “ჰამბურგმა” “ჰანოვერი” 2-1 დაამარცხა, დუბლი გლატცელის ანგარიშზეა, თუმცა გიორგი ჩაკვეტაძე უკვე მე-3 მატჩია სათადარიგო სკამზე რჩება.

მთავარი მწვრთნელი ტიმ ვალტერი ჩაკვეთი უკმაყოფილოა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ქართველი ზაფხულში ბელგიაში დაბრუნდება.

აფხაზური გუნდი რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში?

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, ჯემალ გუბაზმა რუსეთის სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ოდეს ბაისულტანოვთან შეხვედრა გამართა და რუსეთის ჩემპიონატში აფხაზური გუნდის ჩართვაზე ისაუბრა.

ჯემალ გუბაზი 80-იანი წლების ბოლოს ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოში” ირიცხებოდა. “ტორპედოში” მატჩი არ ჩაუტარებია, “დინამოში” 7-ჯერ გამოვიდა მოედანზე.

როგორც Matchtv წერს, მხარეებმა განიხილეს შესაძლებლობა ახალი სეზონიდან რუსეთის მე-3 ლიგაში აფხაზური გუნდი დაემატოს. ჯერჯერობით, უცნობია, რა ერქმევა კლუბს, თუმცა სავარაუდოდ, ბაზა სოჭში იქნება, შეხვედრებს კი სოხუმში გამართავს.

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო ან სპორტის სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია.