ფეხბურთელების სტატისტიკა, რომლებიც ბრაზილიამ მსოფლიოს მიღმა დატოვა
რამდენიმე დღის წინ, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
რა თქმა უნდა, საფეხბურთო პუბლიკა გაკვირვებული გახდა პორტუგალიელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით. მან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ მიიწვია ნაკრებში და მსოფლიოს მიღმა დატოვა.
ამასთან დაკავშრებით, goal.com-მა სიახლე გამოაქვეყნა. გთავაზობთ, იმ ფეხბურთელთა სტატისტიკას, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს ტელევიზორიდან უყურებენ, თუმცა ისინი მაინც ბრაზილიელები არიან და უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა ტრიბუნებზეც გამოჩნდნენ.
დიეგო კავალიერი – მეკარე |
|
დიეგო კავალიერი 2012 წლიდან 2014 წლამდე სამჯერ მოხვდა ბრაზილიის ძირითად შემადგენლობაში და მას ნამდვილად ელოდნენ 2014 წლის მუნდიალზე, თუმცა სკოლარიმ საბოლოოდ მისი დატოვება გადაწყვიტა. ცნობისთვის, “ფლუმინენსეს” მეკარემ არგენტინასთან, ჩილესთან და ზამბიასთან ითამაშა.
მირანდა – მცველი |
|
იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც მუნდიალის გარეშე დატოვა სკოლარიმ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მირანდა იყო. მირანდა, რომლის გუნდიც ლამის ლა ლიგის ჩემპიონი ხდება და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაც ზედ მიაყოლოს. ის “ატლეტიკოს” შეუცვლელი ფიგურაა, თუმცა სკოლარიმ მირანდა საჭიროდ არ მიიჩნია.
ფილიპე ლუისი – მცველი |
|
ფილიპე ლუისმა, 2013 წლის კონფედერაციის თასზე ითამაშა და ის ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. ის ასევე, კლუბურ დონეზეც შესანიშნავად გამოიყურებოდა მიმდინარე სეზონში. ალბათ, ის რომ ფილიპე ლუისი “ატლეტიკოში” თამაშობს, ყველაფერია ნათქვამი და ზედმეტი კომენტარი აღარ სჭირდება.
რაფინია – მცველი |
|
რაფინიამ უკანასკნელ მატჩში, გიბრალტართან წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და ალბათ ყველას ეგონა, რომ ის უკვე მუნდიალის ერთ-ერთი მონაწილე იქნებოდა, თუმცა სკოლარიმ მოულოდნელად დატოვა ის განაცხადის მიღმა. როგორც იცით, რაფინია “რეკორდმაისტერის” ღირსებას იცავს.
ლუკას მოურა – ნახევარმცველი |
|
გასულ წლის ბოლოს, ლუკას მოურამ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 2 მატჩი გამართა, ჩილესა და ჰონდურასის წინააღმდეგ. ლუიშ ფელიპე სკოლარი “პარის სენტ ჟერმენის” ნახევარმცველს ენდობოდა, თუმცა საბოლოოდ მან მაინც არ წაიყვანა მოურა მსოფლიო ჩემპიონატზე. არადა, ისიც აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი შესანიშნავად ასპარეზობდა კლუბში. მან ულამაზესი გოლები გაიტანა.
ეს იმ ფეხბურთელთა მოკლე სიაა, რომლებიც სკოლარიმ განაცხადის მიღმა დატოვა. ასევე, მუნდიალს გამოტოვებენ: რონალდინიო, კაკა, დიეგო ალვეში და ფილიპე კოუტინიო
რონალდინიო 2013-2014: 49 მატჩი – 18 გოლი – 13 ასისტი
ალესანდრო პატო 2013-2014: 57 მატჩი – 17 გოლი
ფელიპე კოუტინიო: 2013-2014 – 48 მატჩი – 8 გოლი
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გამორჩეული ფეხბურთელი დატოვა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მაინც ნომერ პირველ ფავორიტად ითველება. როგორც იცით, ტურნირი მათ სახლში იმართება და ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში მოხვდნენ საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. ბოლო-ბოლო, მათ გასულ წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ესპანეთს 3:0 მოუგეს.