ფიფამ სუარესს მკაცრი განაჩენი გამოუტანა
ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ლუის სუარესი მკაცრად დასაჯა. ჯორჯო კილეინის კბენისთვის ურუგვაელთა ლიდერს 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეასაჯა. ასევე, ფეხბურთთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისგან სუარესი ოთხი თვით მოკვეთეს.
განაჩენის შედეგად სუარესი “ლივერპულს” ოქტომბრამდე ვერ დაეხმარება. ინგლისურ კლუბს მის გარეშე 9 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. მათ შორის გასვლას “მანჩესტერ სიტისთან” და “ევერტონთან” გასამართ მნიშვენლოვან დერბის.
სუარესი მოედანს პირველ ნოერმბერს “ლივერპულისა” და “ნიუკასლის” მატჩში დაუბრუნდება, თუ რა თქმა უნდა ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში დარჩება.
მკაცრი სანქციების გარდა სუარესს ფულადი ჯარიმაც დაეკისრა. ურუგვაელს 100,000 შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, ურუგვაის და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის დროს უსიამოვნო ინტიდენტი შეხვედრის 79-ე წუთზე მოხდა, თუმცა მსაჯს ეს ეს ეპიზოდი გამოეპარა.