ფიფას ვიდე-პრეზიდენტი დააკავეს
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის თავმჯდომარე და ფიფას ვიცე-პრეზიდენტი აჰმად აჰმადი საფრანგეთში დააკავეს. ის კორუფციულ სქემებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
ფრანგმა სამართალდამცველებმა აჰმად აჰმადი პარიზის ერთ-ერთი სასტუმროდან აიყვანეს.
საუბარია აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასა და ეკიპირების მწარმოებელ ფირმას შორის დადებული გარიგების შესაძლო დარღვევაზე. მიმდინარე წლის აპრილში აფრიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კომპანია Puma-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და თანამშრომლობა ფრანგულ ფირმა Tactical Steel-თან დაიწყო, რაც გარკვეული ეჭვების საფუძველი გახდა.
აჰმედ აჰმადი პარიზში ფიფას კონგრესის სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა, რომელზეც ჯანი ინფანტინო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
აჰმედ აჰმადი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას 2017 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს.