პლესნოი: ‘5 დღით ადრე ტრავმა მივიღე, მაგრამ უმედლოდ წამოსვლის უფლება არ მქონდა’
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
“ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი! მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და გჯეროდა ჩემი.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
მე ვხვდებოდი, რომ არ მქონდა უფლება მედლის გარეშე დავბრუნებულიყავი იმ ტრავმის მიუხედავად, რომელიც შეჯიბრებამდე 5 დღით ადრე მივიღე.
მადლობა ჩემს მშობლებს, მეუღლეს, ჩემს ახლობლებს, რომლებმაც ჩემთან ერთად გადაიტანეს ყველა სირთულე. მწვრთნელებს გიორგი ასანიძეს, სერგეი ნიკოლაევიჩ რომანოვს, რომლებმაც მთელი გული და სული ჩადეს ჩემს მომზადებაში, მათი ზედამხედველობით ვვარჯიშობდი მთელი პერიოდის განმავლობაში. ექიმებს გიორგი ჭინჭარაულს და ზურა კახაბრიშვილს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ტრავმამ არ შემიშალოს ხელი გამოსვლაში და მიმკურნალეს მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. უღრმესი მადლობა ფედერაციას და მის ხელმძღვანელს კახი კახიაშვილს, მთელს ჩვენს დიდ გუნდს, რომელიც ზრუნავდა ჩვენს მზადებაზე. ასევე დიდი მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს”, განაცხადა პლესნოიმ.