პოჩეტინომ პირობა დადო, რომ არასდროს გაწვრთნის “ბარსას” და კიდევ ერთ კლუბს
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ პირობა დადო, რომ არასდროს ჩაუდგება სათავეში “ბარსელონას” და “მარსელს”.
“მე მართლაც ვთქვი, რომ “ბარსელონას” ვერასდროს ვუთავკაცებ. “ესპანიოლი” მიყვარს. ამ კლუბში მოთამაშის რანგში 12, ხოლო მწვრთნელად ხუთი წელი გავატარე. ჩემი ცხოვრების 17 წელი…
ამ კლუბში დავყავი ყველაზე დიდი ხანი. მათ მე მწვრთნელად მუშაობის საშუალება მომცეს. ამ კლუბებს შორის არსებული დაპირისპირების გამო მე არასდროს ჩავიბარებ “ბარსელონას”.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონასთან” მოლაპარაკებას ვაწარმოებდი? ეს მხოლოდ ჭორებია. ეს შეუძლებელია, ვინაიდან ჩემი სახელი “ესპანიოლთან” არის დაკავშირებული. ჩვენ გვაქვს იდენტობა, რომელიც მხოლოდ ჩვენი საკუთრებაა. ამ გრძნობის გათვალისწინებით “ბარსაში” ჩემი მუშაობა გამორიცხულია.
ახლა ეს “მარსელსაც” ეხება. ჩემი მუშაობა “მარსელშიც” გამორიცხულია”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს RMC.