პრევიუ: არგენტინა – შვეიცარია
1/4 ფინალში გასასვლელად მესის და კომპანიას შვეიცარიის დამარცხება მართებთ.
არგენტიმან ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური შედეგით დაასრულა. სამივე გამარჯვება საკუთარ გუნდს ლეო მესიმ მოუტანა, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე არგენტინელთა ნამდვილი ლიდერია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არგენტინას ჯერ დამაჯერებელი, ფავორიტისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ უჩვენებია.
შვეიცარიამ ჯგუფურ ეტაპზე ფრანგებისგან 5 გოლის გაშვება “მოახერხა”, მაგრამ ძლიერ მეტოქეს ორი გოლიც გაუტანა და ეკვადორთან და ჰონდურასთანაც გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ჰონდურასთან შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ განსაკუთრებულ იმედებს შვეიცარია ჯერდან შაქირის უკავშირებს. თუმცა, მას საბელაც დიდ ყურადღებას მიაქცევს და პირველ რიგში სწორედ ამ ფეხბურთელის განეიტრალებას ეცდება.
დანაკლისი ორივე გუნდს აქვს. შვიცარიას მცველი ფონ ბერგენი ვერ დაემხარება, არგენტინას კი აგუერო, რომელსაც ლავეცი შეცვლის.
არგენტინა – შვეიცარია
სავარაუდო შემადგენლობები:
არგენტინა: რომერო – საბალეტა, გარაი, ფერნანდესი, როხო – გაგო, მასკერანო, დი მარია – მესი, ლავეცი, იგუაინი.
შვეიცარია: ბენალიო – ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი – ბერამი, ინლერი – ჯაკა, შაქირი, მეჰმედი – დრმიჩი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: