პრევიუ: გერმანია – ალჟირი
ალჟირის ნაკრებს ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გამოცდის.
ალჟირის ნაკრების 1/8 ფინლში გასვლა გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩს საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა ჰყავს. ამსათან ერთად ალჟირელები არც თუ ისე რთულ ჯგუფში მოხვდნენ. ალჟირმა ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში შედეგზე ითამაშა და პლეი-ოფში თამაშიც დაიმსახურა.
გერმანიამ, სხვა ევროპული გრანდებისგან განსხვავებით, ჯგუფური ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა. თუმცა, ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა, რაზეც განასთან ნათამაშები ფრეც მეტყველებს.
გასაგებია, რომ ლიოვის გუნდი დღეს უპირობო ფავორიტია, თუმცა ალჟირმა ბელგიასთან დაამტკიცა, რომ კლასით გაცილებით მაღალ საფეხურზე მდგომ გუნდთან თამაში შეუძლია. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვენლოვანია ალჯირს ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ექნება. ჰალიჰოჯიჩის გუნმდა საკუთარი ამოცანა უკვე შეასრულა.
სერიოზული საკადრო პრობლემები დღევანდელ მეტოქეებს არ აქვთ. ალჯირის ბანაკში ყველა ჯანმრთელადაა, ხოლო გერმანიას პოდოლსკი დააკლდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია: ნოიერი – ბოატენგი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, ჰიოვედესი – ლამი, შვაინშტაიგერი, კროოსი – იოზილი, მიულერი, გიოტცზე.
ალჟირი: მბოლი – მანდი, ალიში, ბუგერა, მესბა – მეჯანი, ბენტალები – ფეგული, ბრაიმი, ჯაბუ – სლიმანი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: