პრევიუ: იაპონია – კოლუმბია
მეორე ადგილზე გასასვლელად იაპონელებს კოლუმბიის დამარცხება სჭირდებათ.
რადამელ ფალკაოს გარეშე მოთამაშე კოლუმბიამ პირველ ორ ტურში საკმაოდ დამაჯერებელი თამაში აჩვენა და ექვს ქულას მოუყარა თავი. ახლა პეკერმანის გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვებაა, რასაც მხოლოდ საბერძნეთთან კოტ დივუარის დიდი ანგარიშით გამარჯვება თუ შეუშლის ხელს.
გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიელთა დამრიგებელი იეპესს და კუადრადოს დღეს დასვენების საშუალებას მისცემს. შესაძლაო, პეკერმანმა სხვა ლიდერებსაც მისცეს დასვენების საშუალება.
იაპონელებს მუნდიალზე დასარჩენად გამარჯვება სჭირდებათ. თუმცა, მოგების შემთხვევაშიც კი მათი ბედი კოტ დივუარის თამაშზე იქნება დამოკიდებული.
ბერძნებთან ნულოვანი ფრის შემდეგ ძაკერონიმ შეტევის გაძლიერებაზე უნდა იფიქროს. დიდი ალბათბით, სასტარტოში კაგავას ვიხილავთ.
სასტარტო შემადგენლობები:
იაპონია: კავასიმა – უტიდა, იოსიდა, მორისიგე, ნაგატომო – ენდო, ჰასებე – ოკაზაკი, ჰონდა, კაგავა – ოსაკო.
კოლუმბია: ოსპინა – სუნიგა, ვალდესი, საპატა, არიასი – აგილარი, სანჩესი – კინტერი, როდრიგესი, იბარო – ჯ.მარტინესი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: