პრევიუ: იტალია – კოსტრა-რიკა
პირველ ტურში მთავარი სენსაციის შემოქმედი კოსტა-რიკა იტალიას შეხვდება.
D ჯგუფში ერთადერთი გუნდი, რომელსაც პლეი-ოფის საგზურის მოპოვება მეორე ტურში შეუძლია კოსტა-რიკაა. თუმცა, ამის გასაკეთებლად კოსტარიკელებს კიდევ უფრო ხმაური სენსაციის მოხდენა და იტალიის დამარცხება მართებთ.
კოსტა-რიკას ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ ჰყავს. შესაბამისად, სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
იტალიელთა ბანაკში კი გარკვეული ცვილებები მოსალოდნელია. იტალიური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები ძირითადში ბუფონის, აბატეს და ტიაგო მოტას გამოჩენას ელიან.
პრანდელი კვლავ 4-1-4-1 სქემის გამოყენებას აპირებს, რომელიც კოსტა-რიკას სათამაშო სტილიდან გამომდიანრე განიცდის გარკვეულ ცვლილებებს, რაც იტალიელთა მხრიდან მეტოქის პატივისცემაზე მეტყველებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
იტალია: ბუფონი – აბატე, ბარძალი, კიელინი, დარმიანი – დე როსი – კანდრევა, მოტა, პირლო, მარკიზიო – ბალოტელი.
კოსტა-რიკა: ნავასი – გამბოა, დუარტე, გონსალესი, უმანია, დიასი – რუისი, ბორხესი, ტეხედა, ბოლანიოსი – კემპბელი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: