პრევიუ: კამერუნი – ბრაზილია
მუნდიალის მასპინძლები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას აუტსაიდერთან გამართავს.
ბრაზილიელებმა პირველ ორ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება არ დატოვეს, თუმცა ოთხი ქულა მოიპოვეს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვიტეს. სპეციალისტების პროგნოზით, ლუსი ფელიპე სკოლარი დღევანდელ შემადგენლობაში კორექტივებს შეიტანს. მოლოდინი ვერ გაამართლა ფრედმა, არც ჟო იმყოფება კარგ ფორმაში. ამიტომ, შესძლოა ბრაზილია დღეს ნომინალური ცენტრალური ფორვარდის გარეშეც კი გამოვიდეს კამერუნის წინააღმდეგ.
აფრიკელებს ორი შეხვედრის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩათ. ფოლკერ ფინკეს გუნდი შეეცდები პრესტიჟის მატჩი ჩაატაროს. კამერუნის შემადგენლობაში დღეს ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
კამერუნი: იტანჯი – მბია, ნკულუ, შეიჯუ, ბედიმო – მატიპი, ენო, მაკუნი – ჩუპო-მოტინგი, ვებო, ოლინგა.
ბრაზილია: ჟულიო სეზარი – დანი ალვეში, ტიაგუ სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო – ლუის გუსტავო, ერნანესი – ჰალკი, ოსკარი, ნეიმარი – ფრედი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: