პრევიუ: კორეა – ალჟირი
ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე გუნდს გამარჯვების შემთხვევაში ექნება.
კორეელებმა პირველ ტურში საკმაოდ ნორმალური თამაში აჩვენეს. მწვრთნელი რუსებთან მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდი შეაქო, თუმცა შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მაინც უნდა ველოდოთ და სავარაუდოდ ძირითადად შეტევის ხაზში.
ალჟირმა ბელგიასთან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა და დაცვაში ფაქტობრივად უშეცდომო იყო. აღნიშნულ შეხვედრაში თადარიგში დარჩა ალჟირელთა ამ ფორმაციის ნაკრების მთავარი ბომბარდირი სლიმანი, რომელსაც დღეს ძირითადში უნდა ველოდოთ.
კორეა: ჩონ სონ რენი – ლი იონი, კიმ ენ გვონი, ხონ ენ ხო, იუნ სოკ იონი – კი სონ ენი, ხან კუნ ენი – ლი ჩხონ ენი, კუ ჩა ჩხოლი, სონ ხინ სინი – ლი კინ ხო.
ალჟირი: მბოლი – მოსტეფა, ბუგერა, ალიში, გულამი – მეჯანი, ტაიდერი, ბენტალები – ფეგული, მარეზი – სლიმანი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: