პრევიუ: რუსეთი – კორეა
რუსეთისა და კორეის შეხვედრა შესაძლოა H ჯგუფში მეორე ადგილისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ჯგუფში ფავორიტი ბელგიაა, ხოლო გამოკვეთილი აუტსაიდერი – ალჟირი. მეორე პოზიციისთვის, დიდი ალბათობით, სწორედ რუსეთი და კორეა იბრძოლებენ.
რუსეთის ნაკრებმა მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მნიშნველოვანი დანაკლისი განიცადა. კაპელოს გუნდს კაპიტანი რომან შიროკოვი გამოაკლდა, თუმცა ამან რუსების გამოსვლაზე დიდი გაველნა არ უნდა მოახდინოს. რუსეთის ნაკრების დამრტყმელი ძალა მთავარი მწვრთნელია, და არა რომელიმე მოთამაშე. რუსი გულშემატკივრების იმედები სწორედ ფაბიო კაპელოს ცოდნას უკავშირდება, რომელიც ახალგაზრდა კოკორინს და ძაგოევს მიიჩნევს მთავარ დამრტყმელ ძალად.
კორეელების შემადგენლობაში ევროპული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვსი ნაცნობი სახეები გასულ წლებათან შედარებით ნაკლებია. თუმცა კორეელებს მუნდიალებზე დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელი ჰყავთ. ჰონგ მიუნგ ბომ მოთამაშის სტატუსი ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. 45 წლის სპეციალისტი მწვრთნელის რანგში მუნდიალზე პირველად მიემგზავრება და წარმატების იმედი აქვს.
ბომ კორეელთა ნაკრები საგრძნობლად გაახალგაზრდავა. მოთამაშეთა უმრავლესობა აზიური კლუბების ღირსებას იცავს, თუმცა შემადგენლობაში იგნლისური და გერმანული ჩემპიონატის წარმომადგენლებიც არიან.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: