პრევიუ: საბერძნეთი – კოტ დივუარი
ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს, თუმცა აფრიკელების პლეი-ოფში თამაშის ალბათობა გაცილებით დიდია.
ბერძნებს 1/8-ფინალში გასასვლელად დიდი ანგარიშით სჭირდებათ გამარჯვება. თუმცა, მათი ასპარეზობიდან გამომდინარე ამის შანსი ძალიან მცირეა. პირველ ორ ტურში ბერძნებმა გოლის გატანა საერთოდ ვერ მოახერხეს. შესაძლოა, სანტუშმა ცენტრფორვარდსი პოზიციაზე სამარასი დააყენოს. მიტროღლუმ და გეკასმა წინა შეხვედრებში მოლოდინი ვერ გაამართლეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მიტროღლუს საკმაოდ ცოტა დრო მიეცა.
გამორიცხულია დისკვალიფიცირებული კაცურანისის თამაში, რომელსაც სავარაუდოდ კარაგუნისი შეცვლის.
დანაკლისი აფრიკელების ბანაკშიც არის. გამორიცხულია დისკვალიფიცირებული ზოკოროას თამაში. ოჯახური ტრაგედიის გამო, რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან ძმები იაია და კოლო ტურეები.
ჯგუფიდან გასასვლელად კოტ დივუარს შესაძლოა ფრეც ეყოს. დიდი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში კი, აფრიკელებს პირველ ადგილზე გასვლის შანსიც კი უჩნდებათ.
სავარაუდო შემადგენლობები:
საბერძნეთი: კარნეზისი – ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ჰოლებასი – სალპინგიდისი, კონე, მანიატისი, კარაგუნისი, სამარასი – მიტროღლუ.
კოტ დივუარი: ბარი – ორიე, კ.ტურე, ბამბა, ბოკა – დიე, ტიოტე – კალუ, იაია ტურე, ჟერვინიო – დროგბა.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: