პრევიუ: ჰონდურასი – შვეიცარია
E ჯგუფში 1/8-ფინალში გასვლის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს.
თეორიულად ჯგუფში პირველი ადგილის ხელიდან გაშვების შანსი ფრანგებსაც აქვთ, თუმცა ეს ნაკლებადაა სავარაუდო. აი მეორე საგზურზე კი პრეტენზიას სამი გუნდი აცხადებს. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ჰონდურასია, რომელმაც ორივე მატჩი წააგო. მეორე ადგილზე გასასვლელად ჰონდურასელებს შვეიცარიის მინიმუმ ორბურთიან სხვაობით დამარცხება მართებთ.
შვეიცარიას ჯგუფიან გასასვლელად ფრანგებთან ეკვადორის მარცხი ან საკუთარ მატჩში მაქსიმალურად დიდი ანგარიშით გამარჯვება სჭირდება. ჰიტცფელდის გუნდმა ფრანგებთან შეხვედრაში ფონ ბერგენის სახით დიდი დანაკლისი განიცადა.
ჰონდურას საკადრო პრობლემები არ აქვთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს უილსონ პალასიოსი უბრუნდება, რაც ნამდვილად დიდი ძალაა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჰონდურასი: ვალიადარესი – ბეკელესი, ბერნარდესი, ფიგეროა, გარსია – ბონეკ გარსია, პალასიოსი, ჰარიდო, ესპინოზა – კოსტლი, ბენგტსონი.
შვეიცარია: ბენალიო – ლიხტშტაინერი, ჯურუ, სენდეროსი, როდრიგესი – ინგლერი, ბერამი – მეჰმედი, ჯაკა, შაქირი – დრმიჩი.
ევრიპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: