ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ აცრილ გულშემატკივრებს დაუშვებს
ყატარის პრემიერმინისტრმა ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ ტანიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩებზე მხოლოდ აცრილი გულშემატკივრები დაიშვებიან.
“ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის დადგომისას სახელმწიფოთა უმეტესობას მოქალაქეები აცრილები ეყოლება. არსებობს შესაძლებლობა, რომ ყველა ხელისუფალი ვაქცინაციით უზრუნველყოფას მაინც ვერ მოახერხებს. აქედან გამომდინარე, ყატარი სტადიონებზე იმ გულშემატკივრებს არ დაუშვებს, რომელთაც ვირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია გავლილი არ ექნებათ.
ახლა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კომპანიასთან ერთი მილიონი დოზის მოწოდებაზე მათთვის, ვინც ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოვა. ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეთა და რეზიდენტთა ჯანმრთელობის დაცვაა”, – ციტირებს ყატარის პრემიერმინისტრის სიტყვებს “ნიუსობსერვერი”.
ფიფასა და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ყატარის მუნდიალი 2022 წლის 21 ნოემბერს გაიხსნება.