ყველაზე მეტი ფეხბურთელი მუნდიალზე პრემიერ ლიგიდან იქნება
საინტერესო სიახლე გამოაქვეყნა goal.com-მა მუნდიალთან დაკავშირებით.
ამერიკულმა გამოცემამ, იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ და ასევე, ისიც გვამცნო თუ რომელი ჩემპიონატიდან მოხვდა ყველაზე მეტი ფეხბურთელი ამ ტურნირზე.
სიის სათავეში ინგლისი პრემიერ ლიგაა, რომლიდანაც 105 მოთამაშე მოხვდა მუნდიალზე.
ასევე, ისიც აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად კლუბებში, “ბაიერნი” ლიდერობს. ხოსეპ გვარდიოლას გუნდიდან 15 ფეხბურთელი იასპარეზებს ბრაზილიაში.
1) პრემიერ ლიგა – 105 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
2) სერია A – 81 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
3) ბუნდესლიგა – 73 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
4) ლა ლიგა – 62 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
5) საფრანგეთის პირველი ლიგა – 47 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
6) რუსეთის პრემიერ ლიგა – 34 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
7) მექსიკის უმაღლესი ლიგა – 26 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
8) თურქეთის სუპერ ლიგა – 24 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
9) პორტუგალიის პრიმერა დივიზიონი – 22 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
10) ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ლიგა – 22 ფეხბურთელი
ასევე, რომელი კლუბებიდან მოხვდნენ ყველაზე მეტი ფეხბურთელები მუნდიალზე:
1) ბაიერნი – 15 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
2) მანჩესტერი – 14 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
3) ბარსელონა – 13 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
4) ჩელსი – 12 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
4) იუვენტუსი – 12 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
4) ნაპოლი – 12 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
4) რეალი – 12 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
5) არსენალი – 10 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
5) ლივერპული – 10 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
5) მანჩესტერ სიტი – 10 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
5) პარის სენტ ჟერმენი – 10 ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე
როგორც ხედავთ ათეულში 5 პრემიერ ლიგის გუნდი მოხვდა. ამ კომპონენტშიც ისინი ლიდერობენ, თუმცა აღსანიშნავია “ბაიერნი”, რომლისგანაც ყველაზე მეტი ფეხბურთელი წარსდგება მსოფლიო ჩემპიონატზე.