რაფა მარკესმა კარიერა დაასრულა
მექსიკელმა მცველმა რაფაელ მარკესმა 39 წლის ასაკში პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
“ამიერიდან თავისუფალი დროით დავტკბები. უწყვეტი ფეხბურთის 22 წელი გამოვიარე, ახლა კი კარიერას ვასრულებ. ჩემი მომავალი, რა თქმა უნდა, ფეხბურთთან იქნება დაკავშირებული”, – ციტირებს მარკესის სიტყვებს Sopitas-ი.
რაფა მარკესი გვადალახარის “ატლასის” აღზრდილი გახლავთ. გარა ამისა, მას ფრანგულ “მონაკოში”, ესპანურ “ბარსელონაში”, “ნიუ-იორკ რედ ბულსში”, “ლეონსა” და “ვერონაში” უთამაშია. მარკესმა ბოლო ორწელიწადნახევარი მშობლიურ კლუბში დაჰყო.
რაფაელ მარკესს მექსიკის ნაკრების რიგებში დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. მან ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 146 მატჩში 19 გოლი მიითვალა.
რაფა მარკესმა კარიერის განმავლობაში 18 გუნდური ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ექვსი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო , ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.