“რეალი” ჩელსის” აზარის სანაცვლოდ ბეილსა და 113 მილიონს სთავაზობს
მადრიდის “რეალი” ცდას არ აკლებს, რომ ლონდონის “ჩელსიდან” ედენ აზარი გადაიბიროს. Goal.com-ის ცნობით, “სამეფო კლუბმა” ინგლისელებს 27 წლის ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 113 მილიონი ევრო და გარეტ ბეილი შესთავაზა.
ცოტა ხნის წინ არც თავად აზარმა გამორიცხა “რეალში” გადასვლა. ცნობისათვის, მასსა და “ჩელსის” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის ივნისის ჩათვლით აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ბელგიელის სატრანსფერო ღირებულებას 100 მილიონ ევროდ აფასებს.
ედენ აზარმა მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.
გარეტ ბეილსა და “რეალს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ძალა 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. 28 წლის უელსელის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
გარეტ ბეილმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი მიითვალა.