„რეალმა“ „შალკე“ დაამარცხა, კასილასმა რეკორდი დაამყარა

თარიღი: მარტი 19, 2014

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალსა“ და გელზენკირხენის „შალკეს“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველი მატჩი „რეალმა“ გასვლაზე ანგარიშით 6:1 მოიგო და განმეორებითი შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ანგარიში 21-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. ზუსტად ათ წუთში ტიმ ჰოგლანდმა წონასწორობა აღადგინა. 74-ე წუთზე რონალდუმ დაუბლი გაიფორმა. 75-ე წუთზე კი თავისი გოლი ალვარო მორატამაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 3:1. სხვათა შორის, მადრიდელთა კიპერმა იკერ კასილასმა ამ შეხვედრაში უნიკალური რეკორდი დაამყარა. ესპანელ მეკარეს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მოედანზე ყველაზე დიდი დრო აქვს გატარებული — 12 000 წუთი. წინა რეკორდი „რეალისა“ და „შალკეს“ ყოფილ თავდამსხმელ რაულს ეკუთვნოდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 11 999 წუთი ჰქონდა ნათამაშები.

„რეალმა“ „შალკე“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 9:2 დაამარცხა.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
„რეალი“ — „შალკე“ 3:1 (1:1)

„რეალი“: კასილასი, ვარანი, სერხიო რამოსი (დანიელ კარვალახი 70′), კოენტრაო, ნაჩო, ჩაბი ალონსო (კაზემირო 46′), ისკო, ილიარამენდი, რონალდუ, ხესე როდრიგესი (ბეილი 8′), მორატა.
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
„შალკე“: ფიარმანი, ჰოგლანდი, ჰიოვედესი (პაპადოპულოსი 58′), მატიპი, კოლასინაცი, მაიერი, დრაქსლერი, აიანი (ანანი 81′), ნოიშტედტერი, ობასი, ჰუნტელაარი (სოლოი 46′).
მთავარი მწვრთნელი: იენს კელერი.
გოლები: რონალდუ 21′, 74′, მორატა 75′ — ჰოგლანდი 31′.
გაფრთხილებები: ილიარამენდი 58′ — პაპადოპულოსი 79′.
მთავარი მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის ნეიმარი? თომა ტაბატაძემ “ალ ჰილალს” გაუტანა (ვიდეო)

აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარის “ალ ჰილალი” თომა ტაბატაძის “ნავბაჰორს” ეთამაშება. ნეიმარის მხარდამხარ მიტროვიჩი და მალკომიც [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან სალუქვაძე: “ჩაკვეტაძის მამამ “ბაიერნში” გადასვლაზე უარი თქვა”

სპორტულმა კომენტატორმა, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ “სარბიელის” გადაცემაში გიორგი ჩაკვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველად! მამარდამ “ვალენსიაში” პენალტი აიღო! (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიაში” პირველად შეძლო პენალტის აღება. მამარდამ “ალავესის” წინააღმდეგ გარსიას აუღო. აღსანიშნავია, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

2 წუთში ასისტი! კვარა მოედანზე გამოვიდა და მაშინვე აჩვენა გარსიას (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე გამოსვლიდან 2 წუთში საგოლე ასისტი გააკეთა კაპიტან დი ლორენცოზე. 🚨🚨| GOAL: Di […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარას ერთ დღეს მადრიდის “რეალში” ვიხილავთ”

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველზე საუბრობს. “ახლა ხვიჩა ყველაფერს აკეთებს მისი სურვილის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციის პრეზიდენტმა ქალ ფეხბურთელს ტუჩებში აკოცა და ახლა დიდ კრიტიკას იღებს (ვიდეო)

ესპანეთის ნაკრებმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ფინალში 1-0 ინგლისი დაამარცხეს. დაჯილდოების დროს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გინდა მესის შეეხო? შანსი არ გაქვს! “მაიამიმ” ლეოს სუპერ მცველი დაუქირავა (ვიდე

“ინტერ მაიამიმ” ლეო მესის პირადი მცველი დაუქირავა, რომელიც არა მარტო ქუჩაში გადაადგილებისას იცავს, არამედ სტადიონზე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაიმსახურა! ხვიჩა საცოლესთან ერთად კანში ისვენებს (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია საცოლესთან ერთად საფრანგეთში, კანში ისვენებს. 🇬🇪🇫🇷 pic.twitter.com/diy9UNR4m8 — Dachi Tsurtsumia 🇬🇪 (@dtsgtr2) July […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილს ისე სუპერ გაუმართლებს? ნოიერი, სილესენი, ზომერი, ნიუბელი

მიუნხენის “ბაიერნს” საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება კვლავ სურს. ამ დროს, “ბაიერნის” 37 წლის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი რამ გინახავთ? რა მოხდა ისრაელსა და ინგლისს შორის (ვიდეო)

ინგლისმა ისრაელის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უშანსოდ, 3-0 დაამარცხა. პირველი ტაიმის ბოლოს 22 ფეხბურთელი უბრალოდ […]...
წაკითხვა