“რეალმა” სტუმრად “აიაქსი” დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსსა” და მადრიდის “რეალს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “იოჰან კრუიფ არენაზე” ჩატარებული შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარი ამსტერდამელთა სრული უპირატესობით წარიმართა და 38-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა ნიკოლას ტალიაფიკომ გაიტანა კიდეც, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დამირ სკომინამ VAR სისტემის გამოყენების შემდეგ დაასკვნა, რომ დუშან ტადიჩი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი გაუქმდა. მანამდე კი სერბმა თავდამსხმელმა ბურთი ძელს გაარტყა.
მატჩის მეორე ტაიმში მადრიდელებმა თამაში შედარებით გამოასწორეს და მე-60 წუთზე კარიმ ბენზემამ “სამეფო კლუბი” დააწინაურა. 75-ე წუთზე ჰაკიმ ზიეჩმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა მარკო ასენსიომ ამსტერდამელთა კარში მეორე ბურთი გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ მადრიდელებს სერიოზული უპიარატესობა მოუპოვა.
წყვილის საპასუხო მატჩი მადრიდში, 5 მარტს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“აიაქსი” — “რეალი” 1:2 (0:0)
გოლები: ზიეჩი 75′ — ბენზემა 60′, ასენსიო 87′.