რივალდო: “მესის მომავალი “პარი სენ-ჟერმენია”
“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი რივალდო ფიქრობს, რომ ლიონელ მესიმ კატალონიური გუნდის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელი საშინაო მატჩი სამშაბათს ჩაატარა.
“ალბათ, “პარი სენ-ჟერმენთან” გამართული შეხვედრა (1:4) მესისთვის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “ნოუ კამპზე” ჩატარებული ბოლო საშინაო მატჩი იყო. “ბარსელონა” ლეოს რაიმე ღირებული ტიტულისთვის ბრძოლის იმედს ვერ აძლევს. მისი მომავალი “პარი სენ-ჟერმენია”, მით უფრო მას შემდეგ, რაც მან პარიზელთა შესანიშნავი თამაში იხილა “ნოუ კამპზე”. ამ გუნდს შეუძლია, მესის ტიტულების მოგების შანსი დაუბრუნოს.
მესი წლების განმავლობაში საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას გუნდში. ამ სეზონში ლუის სუარესის სახით მისი საუკეთესო თანაგუნდელი მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა. ეს იყო გაუგებარი გარიგება, რომელმაც “ატლეტიკო” ისე გააძლიერა, როგორც არასდროს”, – აღნიშნა რივალდომ.
ცოტა ხნის წინ ბრაზილიელმა თქვა, რომ “ბარსელონას” ლეო მესი აქამდე უნდა გაეყიდა.