რობენი: “რეალიდან” წამოსვლა ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო”
მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი მადრიდის “რეალიდან” წამოსვლას თავდაპირველად უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს აზრი შეიცვალა.
“როდესაც “რეალში” ვთამაშობდი, გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მეცხრედ მოგება იყო. ამაზე ვოცნებობდი მეც, მაგრამ იმ ორი წლის განმავლობაში ეს ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან გუნდს ცუდი პერიოდი ჰქონდა.
იყო თუ არა “რეალიდან” “ბაიერნში” გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი? გარკვეულწილად ასე მეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. საუკეთესო კლუბი დავტოვე, მაშინ “ბაიერნი” ევროპაში დიდად წარმატებული გუნდი არ იყო. მე უმაღლეს დონეზე თამაში და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა მინდოდა. ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობდი და მისი დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე ეს მინდოდა. “რეალიდან” წამოსვლა ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებად ვთვლი”, – რობენის კომენტარს “ასი” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი “რეალის” ღირსებას 2007-2009 წლებში იცავდა.