რონალდუ 8-0 მესი

თარიღი: თებერვალი 4, 2014

ესპანეთის ჩემპიონატის XXII ტურში ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩის (1:1) 75-ე წუთზე „სამეფო კლუბის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს. ეს პორტუგალიელის საკლუბო კარიერაში რიგით მერვე გაძევებაა, როცა მისი უშუალო კონკურენტი ლიონელ მესი მოედნიდან არასდროს გაუძევებიათ. რონალდუს „რეალის“ შემადგენლობაში 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული, ამდენჯერვე გააძევეს ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობის პერიოდში.

მას ბილბაომდე წითელი ბარათი ესპანეთის სამეფო თასის გასული სეზონის ფინალურ მატჩში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩი უჩვენეს. მაშინ პორტუგალიელი ფეხბურთელი გაბიმ „მოცელა“ უკნიდან, რონალდუმ კი ვერ მოითმინდა და სამაგიერო ოპონენტს ფეხის სახეში გარტყმით გადაუხადა.

დავუბრუნდეთ „ატლეტიკთან“ რონალდუს გაძევებას. როგორც გუშინ გაუწყეთ, გასახდელისკენ მიმავალმა კრიშტიანუმ გზად შეურაცხმყოფელი ჟესტი გააკეთა. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, თუმცა არც მადრიდის „რეალი“ აპირებს, ასე მშვიდად შეეგუოს თავისი ლიდერის გასამართლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო კლუბმა“ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა და სამი არგუმენტიც მოიყვანა:

1. „რეალი“ ამტკიცებს, რომ ბურთი თამაშში იყო, როდესაც მთავარმა არბიტრმა აისა გამესმა რონალდუს წითელი ბარათი უჩვენა;
2. რონალდუსა და იტურასპეს შორის კონტაქტს არ შეიძლება, რომ „დარტყმა“ დაერქვას, როგორც ეს მატჩის არბიტრმა აღნიშნა თავის მოხსენებაში;
3. „რეალი“ თვლის, რომ გასახდელისკენ მიმავალ რონალდუს შეურაცხმყოფელი ჟესტი დამხმარე არბიტრის მისამართით არ უჩვენებია, მაგრამ მსაჯის მოხსენებაში ეს პირიქით არის აღნიშნული.

საბოლოო ვერდიქტი ხვალ გახდება ცნობილი.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ მომენტის ამსახველ ვიდეომასალას.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სამირ ნასრიმ კარიერა დაასრულა

ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ 34 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე დაკიდა. ის ბოლოს ბელგიური “ანდერლეხტის” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო რიუდიგერს “რეალში” გადასვლა უნდა

ლონდონის “ჩელსის” მცველ ანტონიო რიუდიგერს თვალი კარისკენ უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ “ლურჯებს” გერმანელ ფეხბურთელთან შრომით...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ასეთ დროს მე გადაცემას არ მიკეთებს’ – მბაპე ნეიმარზე (ვიდეო)

25 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ბოლო წუთებზე პენალტი ბრუნო ფერნანდეშმა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით “ოლდ ტრაფორდმა” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ასტონ ვილას” დაპირისპირებას უმასპინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ?

ხვალ, 25 სექტემბერს, ლა ლიგის მე-7 ტურში “ვალენსია” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე: “ბარსელონაში” იმისთვის არ ვარ, სეზონი მეორეზე ან მესამეზე რომ დავასრულოთ

კატალონიის “ბარსელონა” საშინელ ფორმაში იმყოფება. “ბაიერნთან” განადგურებისა (0:3) და “გრანადასთან” საშინაო არენაზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეიშ ვიდალმა “ბეტისთან” მატჩში საზარელი ტრავმა მიიღო (ფოტო)

“ესპანიოლის” რიგებში მოასპარეზე ალეიშ ვიდალმა “ბეტისთან” მატჩში საზარელი ტრავმა მიიღო. ვიდალმა ამ მატჩში (2-2) ანგარიში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სად არის მესი?” – როგორ დახვდნენ “კადისის” ფანები “ბა

კატალონიის “ბარსელონა” ლეო მესის წასვლის შემდეგ კვლავაც კრიზისში იმყოფება. “ბაიერნთან” საკუთარ მოედანზე განადგურების (0-3) შემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უსიამოვნო ინციდენტი და თავში წამორტყმა ელიგა 2-ში (ვიდეო)

ეროვნული ლიგის ლიდერების, “გაგრასა” და ბოლნისის “სიონის” შეხვედრის 53-ე წუთზე მსაჯმა 2 ფეხბურთელი გააძევა. 51-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრი, შესაძლოა, “ბარსელონას” თავკაცის როლზე ვიხილოთ

რონალდ კუმანის მომავალი არასახარბიელო შედეგების ფონზე ბურუსითაა მოცული. კატალონიის “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოში აქტიურად განიხილავენ მწ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესს მატჩის ძირითადი დროის ყოველ წუთზე აქვს გოლი გატანილი

მადრიდის “ატლეტიკომ” ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში “ხეტაფე” ანგარიშით 1:2 დაამარცხა. ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი გუნდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “მესი ვარჯიშებზე ნამდვილი ტირანი იყო”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, გუნდში ლეო მესის ყოფნის პერიოდი გაიხსენა და მის პროფესიონალიზმს […]...
წაკითხვა