რონალდუმ “ატლეტიკო” გაანადგურა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის “სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველი შეხვედრა გაიმართა და “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
მასპინძლები შეხვედრის მე-10 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ თავური დარტყმით დააწინაურა. მეორე ტაიმში პორტუგალიელმა კიდევ ორჯერ გაიტანა მეტოქის კარში და საპასუხო მატჩის წინ “რეალს” სერიოზული უპირატესობა მოუპოვა – 3:0.
“რეალმა” “ატლეტიკო” ზედმეტი ბრძოლის გარეშე დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. წყვილის საპასუხო შეხვედრა 10 მაისს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (I მატჩი)
“რეალი” – “ატლეტიკო” 3:0 (1:0)
“რეალი”: ნავასი; კარვახალი (ნაჩო 46′), რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; ისკო (ასენსიო 67′), რონალდუ, ბენზემა (ვასკესი 78′).
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.
“ატლეტიკო”: ობლაკი; სავიჩი, ლუკასი, გოდინი, ლუისი; გაბი, საული (გაიტანი 57′), კოკე, კარასკო (ანხელ კორეა 67′); გრიზმანი, გამეირო (ტორესი 57′).
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლები: რონალდუ 10′, 73′, 86′.
გაფრთხილებები: ისკო 48′ – კოკე 26′, საული 51′, სავიჩი 83′.
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკონსონი (ინგლისი).